საქართველოს ჩემპიონატის მე–10 ტური

ფეხბურთი / საქართველო 21-ოქტ, 14:319 JFT96 1753


20 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე–10 ტურის მატჩები.

საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა მატჩი ქუთაისში,სადაც ადგილობრივი ტორპედო სჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა. ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს.შეხვედრის შეხვედრის მე–20 წუთზე თავი ბერიაშვილმა გამოიჩნა. სტუმრებმა პირველსავე ტაიმში გაათანაბრეს.37–ე წუთზე ჩხეტიანმა გაათანაბრა და გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ შესვენებაზე.მეორე ტაიმში საბანაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 3–1 ქუთაისელთა სასარგებლოდ დააფიქსირა.

ასევე მნიშვნელოვანი მატჩი იყო გორის დილასათვისაც. გორელებმა საიუბილეო მე–600–ე მატჩი ჩაატარეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. ფოთის კოლხეთმა კიკვლავ დათმო შეხვედრა და მოუგებლად განაგრძობს ასპარეზობას. ფოთელთა კარში პირველიგოლი შეხვედრის 59–ე წუთზე გავიდა.ფოთელმა მცველმა დილას ბრაზილიელ ახალწვეულთან ორთაბრძოლაში დაარღვია თამაშის წესი, რისთვისაც არბიტრმა ზედ საჯარიმოს ხაზთან დანიშნა საჯარიმო დარტყმა. სტანდარტი გოგიტა გოგუამ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა – 0:1. ამ ლამაზმა გოლმა ფოთელები საბოლოოდ გატეხა და მათ კიდევ ორი გოლი გაუშვეს.შეხვედრის 64–ე წუთზე ირაკლი კლიმიაშვილმა ეფექტური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა,ხოლო საბოლოო წერტილი მატჩში თომაშვილმა დასვა 71–ე წუთზე. ამ მოგების შემდეგ დილამ ზედიზედ უდანაკარგო მატჩების სერია 6–მდე გაზარდა, გოლგაუშვებლად კი დილამ მიყოლებით უკვე მე–7 თამაში გამართა.

გამარჯვება მოიპოვა ასევე თბილისის დინამომაც,რომელმაც კვლავ დიდი ანგარიშით იმარჯვა.მარტვილში შეკრებილმა გულშემატკივრებმა 4 გოლი იხილეს.სამწუხაროთ ოთხივე მარტვილელთა კარში.დინამოელთაგან პირველი გოლი ჩისკომ გაიტანა მე–18 წუთზე. 33 ზე ალვარომ ანგარიში ორამდე გაზარდა.ზუსტად ერთ წუთში ჯაბა დვალმა ანგარიში სამამდე გაზარდა. დინამოელებმა ეს არ იკმარეს და გამარჯვება პირველივე ტაიმში იზეიმეს.შეხვედრის საბოლოო გოლი 37–ე წუთზე გავიდა.ალვარომ დუბლი გაიფორმა.ამ მოგებით დინამო კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება და ერთი ქულით უსწრებს ქუთაისელებს.

რუსთაველებმა რუსთავქალაქობა და მეტალურგის გამარჯვება ერთად იზეიმეს. ზედიზედ 3 წაგების მერე მეტალურგმა თავის გამარჯვებას სიონთამ მატჩში მიაღწია. მეშვიდე წუთზე მატჩში ერთადერთი გოლი სიხარულიძემ გაიტანა და რუსთაველებს სამი ქულა მოუტანა.

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გაიმართა ზესტაფონშიც.სადაც ადგილობრივმა გუნდმა ზუგდიდელებს უმასპინძლა.ზესტაფონმა 1–0 იმარჯვა.შარიქაძემ მე–11 წუთზე გამოიჩნა თავი.ამ მოგებით ზესტაფონელებმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს.

ბათუმის დინამოს საკმაოდ ცუდი სტარტი ქონდა ჩემპიონატში.გუნდიდიდი ხანი გამარჯვებას ვერ აღწევდა.რაც მეშვიდე ტურში გამოსწორდა.ბათუმელებმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს და ყველას მიეცა იმედი,რომ გუნდი წარმატებით წინსვლას განაგრძობდა,თუმცა მეცხრე ტურში გორელებმა შეაჩერეს.ახლა კი საკუთარ კედლებში მიიღო ვიტ–ჯორჯია.ყველა მოელოდა ბათუმელთა გამარჯვებას,მაგრამ მათ ქულის მოპოვებაც ვერ შეძლეს. შეხვედრაში ერთადერთ გოლი 65–ე წუთზე გავიდა.ბათუმელთა კარშ გოლი გაბრიჭძემ გაიტანა და ვიტ–ჯორჯიას 3 ქულა მოუტანა.ბათუმელების მომავალი კი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეთერთმეტე ტურში ისინი საჩხერეს ესტუმრებიან.

საქართველოს ჩემპიონატის მე–10 ტური


27 ოქტომბერს პირველი წრის საბოლოო თამაშები გაიმართება.


გორის დილა – მერანი მარტვილი

დინამო თბილისი –ზესტაფონი

ბოლნისის სიონი – ტორპედო

საჩხერის ჩიხურა – დინამო ბათუმი

ზუგდიდი – მეტალურგი

ვიტ–ჯორჯია – კოლხეთი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (137)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი