პრემიერ ლიგა Preview:"მანჩესტერი"–"ლივერპული"

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 18-სექ, 14:569 Sportnews 3221


ამ შაბათ–კვირის ცენტრალური შეხვედრა ინგლისის პრემიერ ლიგაში გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ოლდ ტრაფორდის" სტადიონზე ორი დიდი გრანდი "მანჩესტერი" და "ლივერპული" დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა კვირას, 16:30 საათზე გაიმართება. მისი პირდაპირ ეთერში ნახვა კი ტელეკომპანია რუსთავი 2–ს საშუალებით შეგეძლებათ.

პრემიერ ლიგაში პოზიციები


4 ტურის შემდეგ "მანჩესტერ უნაიტედი" 8 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება, სერ ალექს ფეგუსონის გუნდს 2 მოგება და ორი ფრე აქვს. "უნაიტედის" წინ იმყოფება მეორე ადგილზე "არსენალი" 10 ქულით , პირველ ადგილოსან "ჩელსის" კი "მანჩესტერი" 4 ქულით ჩამორჩება. "მანჩესტერის" წლევანდელი მიზანი რა თქმა უნდა ჩემპიონობა, ასე , რომ მათ აუცილებლად მოგება სჭირდებათ.

მერსესაიდული გუნდი "ლივერპული" ცუდად ასპარეზობს პრემიერ ლიგაში. ეს გუნდი ხუთი ქულით მეცამეტე პოზიციაზე იმყოფება. გუნდს 4 თამაშში 1 წაგება , ერთი მოგება და ორი ფრე აქვს. მერსესაიდული გუნდის მიზანი კი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა, ასე , რომ "მანჩესტერთან" მათ მინიმუმ არ უნდა წააგონ.

პრემიერ ლიგა Preview:"მანჩესტერი"–"ლივერპული"


გუნდის სიახლეები


"რეინჯერსის" წინააღმდეგ სერ ალექს ფერგისონმა შემადგენლობაში როტაცია მოახდინა. ანტონიო ვალენსიამ "რეინჯერსის" წინააღმდეგ მიიღო ურთულესი ტრავმა და ის გუნდს გამოაკლდა, მაგრამ გუნდს დაუბრუნდა ანდერსონი, მაგრამ საეჭვოა ამ ფეხბურთელმა ძირითადში დაიწყოს თამაში. გუნდს ასევე დაუბრუნდა რიო ფერდინანდი, რომელიც ნემანია ვიდიჩთან ერთად დაცვის ცენტრში გამაგრდება.

როი ჰოჯსონის გუნდში მეტად სასიხარულო ამბავია, დღეს დაბრუნდებიან გუნდის ლიდერები ფერნანდო ტორესი და სტივენ ჯერარდი. სამ შეხვედრიანი შესვენების შემდეგ პრემიერ ლიგაში დაბრუნდება ასევე ჯო კოული.

სავარაუდო შემადგენლობა


"მანჩესტერი": ვან დერ სარი , ოში , ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ნანი , ფლეტჩერი, სკოულზი, პარკი , რუნი , ბერბატოვი.

პრემიერ ლიგა Preview:"მანჩესტერი"–"ლივერპული"


"ლივერპული": რეინა , ჯონსონი , კარაგერი , შკრტელი , კონჩესკი , პოულსენი , მეირელესი , იოვანოვიჩი , ჯერარდი , კოული , ტორესი

ბოლო 5 ურთიერთშეხვედრა


პრემიერ ლიგა Preview:"მანჩესტერი"–"ლივერპული"


ბოლო 5 შეხვედრა


პრემიერ ლიგა Preview:"მანჩესტერი"–"ლივერპული"


პრემიერ ლიგის ცხრილი


პრემიერ ლიგა Preview:"მანჩესტერი"–"ლივერპული"




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 18 სექტემბერი 2010 15:26
goga,
oo me manchesters am tamashi tongue
Sportnews 18 სექტემბერი 2010 15:08
ლივერპულს ვბალეშიკობ მე , აბა იმედია მოიგებენ , მაგრამ ნაკრები შანსია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (19)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)