მსოფლიოს რეიტინგში საუკეთესო ქართული გუნდი გორის „დილაა“

ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 03-ნოე, 17:059 JFT96 2513


ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მორიგი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიაში, სადაც მსოფლიოს 400-ზე მეტი კლუბია შეყვანილი, საქართველოს ოთხი წარმომადგენელია, რომელთაგანაც საუკეთესო პოზიცია გორის „დილას“ უკავია. საქართველოს თასის მფლობელი წინა რეიტინგში 186-ე იყო, ახლა კი 154-ე საფეხურზეა.
შემდეგ მოდის „მეტალურგი“. რუსთავური კლუბი ერთი თვის წინ 248-ე იყო, ახლა კი 288-ეა; დაქვეითდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ზესტაფონიც“, რომელიც 286-ედან 303-ე ადგილზე დაეშვა; ქუთაისის „ტორპედო“, რომელიც გასულ თვეში 397-ე იყო, ახლა 417-ეა. რეიტინგში ვერ მოხვდა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის „დინამო“.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)