Image

გორის “დილას” ზედიზედ მეცხრე

ფეხბურთი / საქართველო 05-ნოე, 00:089 JFT96 2914


















დღეს გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩები, სადაც გორის “დილა” საჩხერის “ჩიხურას” ესტუმრა სოფ. ივანწმინდას ბუნებრივსაფარიან მოედანზე. შეხვედრა გორელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და “დილამ” 0-2 იმარჯვა.

ორივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა. პირველი ბურთი ნათან ჟუნიორის აქტიურობას მოჰყვა, როდესაც ბრაზილიელი საჯარიმოში მცველებისგან დაცდენას ცდილობდა და ამ დროს ერთ-ერთ საჩხერერელს ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, თუმცა გურულის შესრულებული პენალტი ძელს მოხვდა და მხოლოდ შემდეგ, უკვე დამატებაზე, გორელთა მცველმა გულვერდ თომაშვილმა მე-19 წუთზე შეძლო ანგარიშის გახსნა 0-1. ამის შემდეგაც სტუმრები აქტიურობდნენ და 39-ე წუთზე კვირკველიას კუთხურს გურულის ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მოჰყვა და თომაშვილმა თავით დუბლი გაიფორმა 0-2.

მეორე ნახევარში ბურთი აღარ გასულა, თუმცაღა ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა. ეს გამარჯვება “დილასთვის” უკვე ზედიზედ მეცხრეა.



სოფ. ივანწმინდა. 04 ნოემბერი, 2012 წელი. „ივანწმინდას სტადიონი“. 14:00
„ჩიხურა“ (საჩხერე) – „დილა“ (გორი) 0:2 (0:2)
“ჩიხურა”: გიორგი სომხიშვილი (კაპ.) (ზ. მწყერაშვილი 46′), დავით ოდიკაძე, ნიკა გუშარაშვილი, ედიკ საჯაია, ლაშა ჩიკვაიძე, ირაკლი ზაბახიძე, ვაჟა ლომაშვილი, ნიკო კვასხვაძე, დათო კირკიტაძე, ბესიკ დეკანოიძე, ნიკოლოზ მაისურაძე (თ. შარაშენიძე 46′).

სათადარიგო: ზურაბ მწყერაშვილი, ჯაბა ბერიანიძე, გიორგი ქიმაძე, გაგა ჩხეტიანი, თეიმურაზ შარაშენიძე, ლევან ბაკურაძე, გიორგი მურგელაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
დილა”: მარინ სკენდერი, გიორგი ონიანი, ზურაბ არზიანი (ლ. სალუქვაძე 63′), გიორგი შაშიაშვილი, გოგიტა გოგუა, დავით კვირკველია (კაპ.), ალექსანდრე გურული, ნათან ჟუნიორი (მ. გორელიშვილი 46′), ირაკლი კლიმიაშვილი (ი. კლიმიაშვილი 58′), გიგა ბეჭვაია, გულვერდ თომაშვილი.

სათადარიგო: ბექა შეყრილაძე, ლაშა სალუქვაძე, რომან ახალკაცი, მიხეილ გორელიშვილი, გიორგი კახელიშვილი, ირაკლი მოდებაძე, ლეონარდო რამოსი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.
გოლები: გ. თომაშვილი (19′) 0-1, გ. თომაშვილი (38′) 0-2.
მსაჯები: ჯენერი ხორავა; ლევან თოდრია, დავით კვეტენაძე; გოგა კიკაჩეიშვილი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Wertil^ 8 ნოემბერი 2012 10:39
გორის დილას ზედიზედ მეცხრე ?????? მიაწერე ხოლმე გამარჯვება ან დამარცხბა
Sportnews 5 ნოემბერი 2012 15:44
საღოლ დილას რა მაგარ ფორმაში არიან
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა