"დინამო" და "დილა" კვლავ იგებენ!

ფეხბურთი / საქართველო 18-ნოე, 19:169 JFT96 1917


დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურის კიდევ 4 მატჩი იმართება. 3 უკვე დამთავრდა,ტორპედო–მეტალურგი კი18:00 დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ ქუთაისელები იგებენ 1–0(კუხიანიძე).

გორის "დილამ" "ზუგდიდს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ლაშა გვალიამ და გიორგი კახელიშვილმა 53-ე და 55-ე წუთებზე გაიტანეს. საბოლოო ანგარიში კი გიორგი ონიანმა 65-ე წუთზე დააფიქსირა.

თბილისის "დინამო" ფოთის "კოლხეთს" სტუმრობდა. დინამოელებმა ესპანელი ლეგიონერების გოლებით გაიმარჯვეს. ალვარომ 44-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 74-ე წუთზე ჩისკო გამოირჩა - 0:2.

უხვგოლიანი გამოდგა მატჩი ბათუმის "დინამოსა" და "ზესტაფონს" შორის. ალექსანდრე ბაციკაძის მე-9 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ ზესტაფონელებმა გათანბრება 24-ე წუთზე ალექსანდრე ბენაშვილი გოლით შეძლეს. 69-ე წუთზე "ზესტაფონი" წინ თონირკე გორგიაშვილმა გაიყვანა. 77-ე წუთზე გათანბრება ირაკლი ცნობილაძემ შეძლო. 8 წუთის შემდეგ კი ზესტაფონელებმა დაწინაურება მოახერხეს, გატანილი გოლის ავტორი ბერდია შარვაძე გახდა.თამაშის მიწურულს "დინამომ" გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში 3–3 დააფიქსირა.ბათუმელთაგან თავი ცნობილაძემ გამოიჩინა.

აქვე გთავაზობთ "დილა"–"ზუგდიდის" მატჩისშემდგომ კომენტარებს.

გიორგი დარასელია ("დილას" მთავარი მწვრთნელი): "მოხარული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგო. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ დღეს. ამ მატჩისთვის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით. პირველ ტაიმში გვქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში მოვახერხეთ სამი გოლის გატანა. თამაშით კმაყოფილი ვარ".

ელგუჯა ქომეთიანი ("ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს მეტოქეს. ჩვენ ძირითადის 4-5 ფეხბურთელი გვაკლდა, მათ შორის ქობალია და გაბედავა. ამ შემადგენლობითაც შეგვეძლო წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ "დილა" კარგი გუნდია და დამსახურებულად მოიგეს.

"ზუგდიდში" ფინანსური პრობლემები არის, მაგრამ როგორც გვპირდებიან დავალიანება მომდევნო კვირას დაიფარება და მომავალი წლიდან ეს საკითხი მოგვარდება. გუნდს დაშლა არ ემუქრება".

დავით კვირკველია ("დილას" ფეხბურთელი): "ზუგდიდთან" გასვლა თუ სახლში თამაში ყოველთვის რთულია, გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო. პირველ ტაიმში მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში კი შევეცადეთ გამოიუყენებელი მომენტები გამოგვეყენებინა და საწყის 15 წუთში მოვახერხეთ კიდეც გოლების გატანა. ღმერთს მადლობა ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა ყველაფერი. "დინამოსთან" ძალიან რთული მატჩი გველის. თითოეულმა ფეხბურთელმა ვიცით რა დონის შეხვედრა იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ, შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ რომ დავასრულოთ".

ირაკლი მოდებაძე ("დილას" ფეხბურთელი): "თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა, თუმცა დიდი ხანი ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის იმიტომ, რომ ვიცით "ზუგდიდი" ძალიან კარგი გუნდია და დიდი წინააღმდეგობაც გაგვიწია. პირველ ტაიმშიც შეგვეძლო 2 ბურთის გატანა, მაგრამ ვერ შევძელით. კარგი ის არის, რომ შევძელით თამაშის ჩვენს სასარგებლოდ დასრულება. წინ ერთ-ერთი ყველაზე რთული და გადამწყვეტი მატჩი გველის. თბილისის "დინამო" ძალიან კარგი გუნდია, დღესაც მოიგო თამაში. ვფიქრობ, რომ მომდევნო ტური ბევრ რამეს გადაწყვეტს. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს მხარდაჭერითვის".

გულვერდ თომაშვილი ("დილას" ფეხბურთელი): "მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. მორიგი სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში და ვემზადებით "დინამოსთან" შესახვედრად. ძალიან რთული შეხვერდა გველოდება თბილისში, შევეცდებით გამარჯვება მოვიპოვოთ".

გიორგი ონიანი ("დილას" ფეხბურთელი): "ძალიან რთული თამაში იყო. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, თითქოს გაჩნდა იმის საშიშროებაც, რომ აქეთ მივიღებდით ბურთს, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა. მეორე ტაიმში მოვახერხეთ თამაშში გარდატეხის შეტანა და გავიტანეთ გოლები. ძალიან მიხარია, რომ "დინამოსთან" შეხვედრის წინ გამარჯვება მოვიპოვეთ. შევეცდებით წარმატებული სერია გავაგრძელოთ. კარგი იქნება თუ მომდევნო შეხვედრაში ყველაფერი ერთად დაემთხვევა გამარჯვება, პირველ ადგილზე გადასვლა და რეკორდის გამეორება. ამისთვის ვიბრძვით და ჩვენი მიზანიც ეგ არის".

გიგა ბეჭვაია ("დილას" ფეხბურთელი): "ძალიან რთული თამაში იყო. პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვერ შევძელით მომენტების გამოყენება. მეორე ტაიმში ყველაფერი გამოგვდიოდა და კიდევაც გავიტანეთ გოლები. ლამაზი თამაში ვაჩვენეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. შემდეგი შეხვედრა საკმაოდ რთული გველოდება, ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრა იქნება. შევეცდებით წაუგებელი სერია შევინარჩუნოთ".

ლევან კუტალია ("ზუგდიდის" ფეხბურთელი): "დილა" ძალიან ძლიერი და კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, საბრძოლველად ჩამოვედით, მაგრამ სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია. პირველ ტაიმში გვეგონა გავუშვებდით გოლს, მაგრამ კარგია, რომ კარი მშრალად შევინახეთ. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება. მომავალ შეხვედრებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ 5 ძირითადის მოთამაშე გვაკლდა და ამანაც გამოიწვია გარკვეულწილად ასეთი შედეგი".

"დინამო" და "დილა" კვლავ იგებენ!



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
giogio2678 24 ნოემბერი 2012 14:29
გსურს ისიამოვნო ნამდვილი ფეხბურთით?გსურს გახდე და გახდეს შენი გუნდი საუკეთესო,ცნობილი და პატივსაცემი?გიოცნებია როდესმე ამაზე?მაშინ შენ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდე ამ მართლაც შესანიშნავ საიტზე და გახდე საუკეთესო !!http://Trophymanager.com/?c=2615594 < --- ძალიან მაგრად გაერთობით ... თამაშობს 6000 მეტი ქართველი მენეჯერი... (ეს სლოგანის პონტში იყო biggrin.gif ეხლა უფრო კარგად აგიხსნით რა ხდება)

->>>> ესეიგი შენ ქმნი შენ გუნდს ანუ რეგისტრირდები გაძლევს გუნდს ამ გუნდს ქვია უკვე სახელი და ყავს ფეხბურთელები თავიდან როცა შეხვალთ იქნება ტუტორიალი ანუ გასწავლიან თამაშს დაგათვალიერებინებენ სხვადასხვა განყოფილებებს ასევე არის სახელმძღვანელოც სადაც პროფესიონალური რჩევებია ასევე არის ფორუმი სადაც უამრავი ქართველები არიან (ცნობისთვის რო არ გეგონოთ რო ქართველებს ცოტა გუნდი გვყავს და გაგვიჭირდება ერთმანეთის პოვნა ეგრე არაა ამ საიტზე 6000-ზე მეტი ქართველია)
თქვენ შეგიძლიათ ტრანსფერები გააკეთოდ აკადემიებიდან ამოიყვანოთ ფეხბურთელები განავითაროთ ინფრასტუქტურა (ანუ სტადიონი,სწრაფი კვების საშუალებები,ტვალეტები,ავტოსა
დგომები,სავარჯიშო მოედნები,ახალგაზრდული აკადემია და კიდე აუმრავი რამ)

P.S არ გეგონოთ რო რაღაც მოკლევადიანი დებილობა პროექტია და უცებ დახურავენ ან რაღაც ვერ გაქაჩავს ესარის N1 ონლაინ მენეჯერი მსოფლიოში აქ არამარტო საქართველო უამრავი ქვეყნებია ჩართული ამ თამმაშში როგორიცაა
(ინგლისი,ესპანეთი,იტალია,ბელგ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (163)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი