Image

ბრაზილიის ნაკრები სკოლარიმ ჩაიბარა

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 30-ნოე, 18:549 Dark Dante 1247


















ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ლუიშ ფელიპე სკოლარი, რომელიც ნაკრებს 2001-02 წლებშიც ედგა სათავეში და მის სახელს უკავშირდება ბრაზილიელთა მიერ მეხუთე და ჯერჯერობით უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვება.

სკოლარი გუნდში მივიდა მანო მენეჟეშის ადგილზე, რომელსაც ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებდნენ არადამაჯერებელი თამაშისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგებისთვის. ბრაზილია 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს და ცხადია, გულშემატკივარი მსოფლიოს ყველაზე წარმატებიული ნაკრებისგან ახლაც მხოლოდ პირველ ადგილს მოითხოვს.

ლიუშ ფელიპე სკოლარი: "სადღეისოდ ჩვენ არ ვითვლებით მთავარ ფავორიტებად, მაგრამ ეს სტატუსი უშუალოდ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას უნდა მოვიპოვოთ. გუნდისთვის, რომელმაც უმაღლესი ტიტული ხუთჯერ მოიგო, ნებისმიერი სხვა ადგილი მიუღებელი იქნება."

ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1958, 1962, 1970, 1994 და 2002 წლების მუნდიალებზე. ქვეყანას, რომლის მოსახლეობის რაოდებობა 190 მილიონს აჭარბებს და რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა საფეხბურთო ლიგებში ფეხბურთელების მთავარი იმპორტიორია, მანამდე ერთხელ უმასპინძლია მსოფლიოს ჩემპიონატისთვის - შორეულ 1950 წელს.

2002 წელს ბოლო ტიტულის მოპოვების შემდეგ ბრაზილიის ნაკრები მუნდიალებზე არცთუ წარმატებით გამოვიდა - მეოთხედფინალში დამარცხდა როგორც 2006, ასევე 2010 წელს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (164)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა