კლოპი: ლევანდოვსკის დაკარგვის არ მეშინია

ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 05-დეკ, 22:539 Dark Dante 1437


რობერტ ლევანდოვსკის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა "დორტმუნდის" დამრიგებელს მისი დაკარგვის არ ეშინია...

პრესა აქტიურად განიხილავს პოლონელი ფეხბურთელის ინგლისში გადაბარგებას, წინასწარი ინფორმაციით ლევანდოვსკი 12 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ წლის ბოლოს მანჩესტერში გადაბარგდება.

"ამის შესახებ არაფერი არ ვიცი, არ მეშინია ლევანდოვსკის დაკარგვის. "იუნაიტედი" ერთ–ერთია იმ გუნდებიდან რომლებიც რობერტს აქტიურად ეპატიჟებიან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს. ის დრო როდესაც მდიდარი ინგლისური კლუბები ბუნდესლიგის ნებისმიერი გუნდის ნებისმიერ ფეხბურთელს სთავაზობდნენ გადასვლას და ისინიც დიდი სიხარულით თანხმდებოდნენ შემოთავაზებას, ჩემი აზრით უკვე წარსულს ჩაბარდა." განაცხადა იურგენ კლოპმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (148)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი