იუვენტუსს ბენდტნერი არ სურს

ფეხბურთი 12-დეკ, 19:439 guka..kvesitadze 1172


ვინჩენცო კიარენცამ სატრანსფერო საკითხებზე და კლუბის სტრატეგიაზე ისაუბრა : ” დარწმუნებული ვარ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , ხელმძღვანელობა უმნიშვნელო ცვლილებებს განახორციელებს და ეს განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს შეეხებათ , რომლებიც ფაქტიურად ვერაფრით ვერ ახერხებენ თავის გამოჩენას კონტეს სქემაში და თავის მხრივ სურთ უფრო მეტი სათამაშო დრო . ბედნტერი ? ვფიქრობ , ერთ ერთი პირველთაგანია , რომელსაც ძალზედ უჭირს ანტონიოს საფეხბურთო ფილოსოფიასთან მორგება . ამიტომ მაროტას ადგილას მას აუცილებლად გავუშვებდი იანვარში და რომელიმე გაცილებით მაღალ კვალიფიციურ ფორვარდს დავიმატებდი . დროგბა ? მან ყველას აჩვენა უკვე დიდი ხანია რასაც წარმოადგენს , თუმცა მისი ასაკის გათვალისწინებით ისიც უნდა ვთქვა , რომ მუდამ ფორმის პიკზე ვერ იქნება . უკეთესი იქნება ახალგაზრდა ტალანტის დამატება , მაგალითად პრიმავერადან . ბევრს საუბრობენ აკადემიაზე , მაშინ როცა აქცენტი მაინც და მაინც არ კეთდება ამ კუთხით . ჯიოვინკო ? არ გავუკვირვებივარ ნამდვილად , რადგან მუდამ მის მხარეზე ვიყავი . ვუყურებდი რა სებასტიანის ასპარეზობას , იგი მაღალი კლასის ფეხბურთელის შთაბეჭდილებას მიტოვებდა ” .



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)