კონტეს განცხადება, წინასამატჩო პრესსკონფერენციის დროს

ფეხბურთი 12-დეკ, 20:009 guka..kvesitadze 1189


ანტონიო კონტემ იმ დანაკლისზე ისაუბრა, რაც ბოლო 4 თვე ''იუვვენტუსს'' დააკლდა. ''იუვეს'' მთავარმა მწვრთნელმა ასევე განაცხადა, რომ როგორც სკუდეტოს ისე იტალიის თასის მოგება სურს. კონტე ოთხ თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ , ” პალერმოსთან ” შეხვედრაში დაბრუნდა სათადარიგოთა სკამზე . ანტონიო ჟურნალისტების წინაშე რენცო ბარბერაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგაც წარსდგა , მაგრამ პირველი წინასამატჩო პრესსკონფერენცია მაისის შემდგომ , არჩია გამორჩეული ასპექტისთვის …


”როდესაც გრძნობ ამ ემოციას და გსურს იგი გაუზიარო საკუთარ შეგირდებს . ჩაიხუტო და აღნიშნო მოპოვებული წარმატება . ეს ხომ ზუსტად იმ წამს გსურს , რადგან მეორე დღეს უკვე ემოცია გადავლილია , მე კი არ მაძლევდნენ უფლებას მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგაც შევსულიყავი გასახდელში ბიჭებთან . პალერმოს დამარცხების შემდეგ კი დავუბრუნდი იმას რაც ძალიან მიყვარს . ჩვენ ყველამ ერთად ავღნიშნეთ იგი . კარგად ვიცნობ საკუთარ შეგირდებს და კომპლიმენტები სიცილიაში ჩატარებული მატჩის გამო მათ ნამდვილად დაიმსახურეს ” .



”დიდი იმედი მაქვს , რომ ჩემის მხრივ მადლობას გამარჯვებით მოვუხდი . ტიფოზერია ფუნდამენტალურ როლს თამაშობს წარმატების მიღწევაში , რადგან რაც არ უნდა კრიზისში იყო და დაეცე , ისინი მაქსიმუმის გაკეთებისკენ გიბიძგებენ და მეც არ მაქვს უფლება არ დავემორჩილო ამას . დღეისათვის სამ ტურნირზე ვასპარეზობთ : იტალიის ჩემპიონატი , ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასი და მიზანი ნათელია , უკლებლივ ყველ გათამაშებაში მაქსიმუმის გაღება და სწორედ ამიტომ იტალიის თასი საკმაოდ მნიშვნელოვანი გათამაშებაა ჩვენთვის . აქ იასპარეზებენ ისინი ვისაც გაცილებით ნაკლები დრო ეძლევათ , თუმცა ფეხბურთელები რომელთა იმედი ყოველთვის გამაჩნდა . ჩვენ ვსაუბრობთ ჯიაკერინიზე , მარონეზე , პადოიონზე და კასერესზე . ისინი მუდამ გამორჩეულნი არიან და მათი უსაზღვრო იმედი გამაჩნია . მინდა დავარწმუნო ყველა , რომ სანამ ” იუვენტუსის ” მწვრთნელი ვარ ისინი მუდამ ჩემს გვერდით იქნებიან . ისლამ და მარონემ მოიშუშეს დაზიანებები , კასერესის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას , ლუსიო კი ჯერ ჯერობით არ არის მზად . კარში ბუფონი იდგება , რადგან რუბინიოს სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ის სულ რამდენიმე დღეა რაც დაუბრუნდა სრული დატვირთვით ვარჯიშებს . გამომდინარე იქიდან , რომ სტორარი დისკვალიფიცირებულია , როგორც უკვე გითხარით ჯიჯი დაიცავს კარს . შესაძლოა მატჩის მსვლელობის დროს , რუბინიოს მივცეთ მოედანზე გამოსვლის საშუალება ” .


'' იუვენტუსი ” ოთხი ქულით უსწრებს მეტოქეებს ჩემპიონატში და კონტეს ჰკითხეს , გრძნობს თუ არა რომ წლევანდელი ” იუვენტუსი ” შარშანდელზე ძლიერია …

” კონცეტრირება იტალიის თასზე უნდა მოვახდინოთ. ისე კი რა უნდა ითქვას , ოთხი ქულა კარგი ჰანდიკაპია , მაგრამ მოგებების სერია რომ არ გავაგრძელოთ ეს სხვაობა წამში აორთქლდება , რადგან ჩემპიონატი ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობს და მთავარია კვირიდან კვირამდე მაქსიმალურად დავიხარჯოთ ვარჯიშებზე , წარმატების შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად . ფაქტია , რომ წლევანდელ გუნდს კარგად მოეხსენება საკუთარი რესურსის შესახებ . აიღეთ გასული სეზონის იგივე თარიღი . მაშინ ისე მიმდინარეობდა მოვლენები , არავინ იცოდა რას მიაღწევდა გუნდი . რაც არ უნდა იყოს ის სეზონი საოცრება იყო , რადგან სკუდეტო ისე მოვიგეთ და იტალიის თასის ფინალში ისე გავედით , რომ ერთი მარცხიც არ გვიწვნია . გავიმარჯვეთ სუპერ თასის შეხვედრაშიც . ვაგრძელებთ პროგრეს და თამაშიდან თამაშამდე ვამტკიცებთ , რომ ვიმსახურებთ პირველ პოზიციას . დღეისათვის რწმენა საკუთარ ძალებში მეტია . მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს , რადგან ჩემპიონატში კიდევ ერთხელ გამარჯვება ადვილი საქმე არ იქნება . შეხედეთ მილანს , რომელსაც არა ჩვეულებრივი ფეხბურთელებით შექმნილი გუნდი ჰყავდათ , მაგრამ ვერც მათ მოახერხეს სკუდეტოს შენარჩუნება და სწორედ ამიტომ იქნება რთული ჩვენთვისაც წარმატების განმეორება . ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას რაც შეეხება , გადავწყვიტეთ არ გაგვეფლანგა ფული და შევიძინეთ ისეთი მოთამაშეები , რომლებიც დაუყონებლივ მოგვცემდნენ შედეგს , ისეთები როგორებიც არიან ისლა და ასამოა . დავიმატეთ ჯიოვინკო და კონტრაქტი გავუფორმეთ პოლ პოგბას . იმედი მაქვს მოვა დრო როდესაც 35 , 40 , 45 მილიონს დავხარჯავთ მოთამაშეში , მაშინ მართლაც ისეთივე პოზიციაში ვიქნებით , როგორშიც ” პსჟ ” , ” რეალი ” და ორივე მანჩესტერული კლუბია . ეხლა კი უნდა ვიყოთ მშვიდად და გავაგრძელოთ საკუთარი გზა . თუ მილანს , ინტერს , ლაციოს , ნაპოლის და სხვა კლუბებს ძალუძთ კონკურენციის გაწევა , მაშინ არც ჩვენ არ უნდა მოვუკლოთ . უკომპრომისონო უნდა ვიყოთ , არავინ არ უნდა დავინდოთ და ცივ სისხლიანად ვმოქმედებდეთ . მშვენიერი იქნება თუ კიდევ ერთხელ შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას ” .


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (129)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი