დელ პიერო - "ბებერი ქალბატონის" სული და გული II ნაწილი

ფეხბურთელების მონაცემები 18-ივნ, 13:259 Richie 2815


2000 წელს დელ პიეროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ელოდა მის კარიერაში.ევროპის ჩემპიონატზე,რომელიც ჰოლანდიასა და ბელგიაში ჩატარდა,იტალიის ნაკრები საკმაოდ მძლავრ გუნდად წარსდგა,რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეეძლო.იტალიელებმა ფინალამდე მიაღწიეს და ზუსტად 94 წუთის განმავლობაში იგებდნენ თამაშს.სწორედ 94-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში ფრანგმა სილვიან ვილტორდმა,ხოლო 10 წუთის შემდეგ დავიდ ტრესეგემ ოქროს გოლით იტალიელთა იმედები დაამსხვრია...

სხვათა შორის,ამ ტრიუმფალურ მსოფლიოს პირველობაზე იტალიელები არცთუ კარგი განწყობით გაემგზავრნენ.2006 წელს სერია ა-ში საყოველთაოდ ცნობილი ლკანდალი აგორდა,რომელიც თამაშების ჩაწყობასთან იყო დაკავშირებული,რომელიც მოჯიგეიტის სახელითაა ცნობილი. ბევრი კლუბი ამხილეს არცთუ პატიოსან ბრძოლაში როგორც საფეხბურთო მოედანზე,ისე მის გარეთ.თუმცა,როგრც მოგვიანებით გაირკვა,ამან ფეხბურთელები უფრო ერთ მუშტად შეჰკრა და იტალიელებმა შესანიშნავად ჩაატარეს ჩემპიონატი,ხოლო იმის დანახვაზე,როგორ მღეროდნენ ისინი ერუვნულ ჰიმნს,ტანზე ჟრუანტელი დაგირბენდათ.ამ დროს იუვენტუსი იტალიის ფეხბურთისა და სპორტის მამებმა სერია ბ-ში გაამწესეს და მაშინ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა ბებერი ქალბატონი,საკუთარი საქციელი კი დაბალ დივიზიონში თამაშის სუვილის არქონით ახსნეს.

დელ პიერო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგანი გახდა,რომლებმაც იუვენტუსი იმ მძიმე დროს არ მიატოვეს და კლუბისა და გულშემატკივრების ერთგულები დარჩნენ. ალექსის გარდა,ასეთი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ ნედვედი,კამორანეზი,ტრეზეგე,ბუფონი. სერია ბ-ში იუვენტუსი დიდხანს არ დარჩენილა,ხოლო დელ პიერომ,რომელიც ბევრ კრიტიკოსს უკვე ჩამოწერილი ჰყავდა,ბებერ ქალბატონში ახლებურად გაიბრწყინა.

ერთხელ ჰანს იორგენ ნისენმა ზუსტად თქვა დელ პიეროზე:"არსებობს მოთამაშეთა სამი კატეგორია:პირველები-ხედავენ მომენტებს მომენტებს,რომლებსაც ტრიბუნებზე მსხდომი გულშემატკივრებიც ხედავენ და გოლის გატანის შემდეგ კმაყოფილებას განიცდიან გაწეული სამუშაოს გამო. მეორენი-პარტნიორებს მომენტის დანახვაში ეხმარებიან,რომელსაც თავადაც შეამჩნევდნენ,ოდნავ უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყვნენ,გოლის შემდეგ სულიერ სიმშვიდეს განიცდიან და ენთუზიაზმით ივსებიან და არის მოთამაშეთა მესამე კატეგორია,რომლებიც ქმნიან მომენტებს იქ,სადაც წესით არ უნდა იქმნებოდეს".

დასასრული


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
chmuki 19 ივნისი 2011 11:05
დელ პიერო მართლაც მაგარია
slim4you 19 ივნისი 2011 01:19
იუვენტუსის და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა.
ყოჩაღ ავტორ. :)



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (165)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი