უბრალოდ "შეშლილი" გენიოსი

ფეხბურთელების მონაცემები 19-ივნ, 22:289 Livera 2926


"ოთხმოცდაათიან წლებში , როდესაც მე ვიყავი დადანაშაულებული The Sun-ის მიერ თამაშებში გოლების სპეციალურად გაშვებისთვის და შემდეგ მოვხვდი სასამართლოში იმავე საქმეზე, მე ვიფიქრე - უკეთესი არ იქნება ავიღო იარაღი და შუბლში დავიხალო ტყვია? ზოგიერთი ჩემი მეგობარი , რომლებთანაც ერთად მე ვიბრძოდი სამხრეთ როდეზიაში სამოცდაათიან წლებში ზუსტად ასე მოიქცეოდნენ. მაგრამ ესე მხოლოდ დამნაშავე კაცი მოიქცეოდა , რომელსაც არ ენდომებოდა თავისი დანაშაულის აღიარება."

ბრიუს გრობელაარი არსოდეს არ აღიარებდა თავის დანაშაულს და შეცდომებს, მაშინაც როდესაც მწვრთნელი ან მისთვის სიკეთის მსურველი კაცი მიუთითებდა შეცდომაზე : ფლანგიდან ჩაწოდებისას ბურთი მიდიოდა შორეული ძელის სიახლოვეს, მაგრამ "ლივერპულის" მეკარე ესეთი ბურთებისთვის ყოველთვის იბრძოდა (შეიძლება ესეც ვთქვათ რომ ეს მოქმედება მას უკვე ჩვევაში ქონდა გადაზრდილი) მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ინარჩუნებდა ამ ბურთს და ხელიდან უვარდებოდა და ჩნდებოდა ძალიან დიდი შანსი იმისა რომ შემტევი მხარე ამ ბურთს ლივერპულის კარებში მოათავსებდა. "თქვენ უბრალოდ არ გესმით , იყო იმის ალბათობა, რომ ეს ბურთი კარში ჩაიჭრებოდა და გოლი გავიდოდა. მართალია ეს ბურთი მე უნდა შემენარჩუნებინა ხელებში მაგრამ რას აკეთებენ მცველები ესეთ სიტუაციაში?! ნებას რთავენ ფორვარდს დაარტყას კარში რამოდენიმე მეტრის სიახლოვიდან! აი ამაშია მთელი უბედურება." : და თითქმის ყოველთვის ესე იმართლებდა ღავს ბრიუსი. 1994 წელს , როდესაც იგი დაადანაშაულეს თამაშების "გაყალბებაში" , გრობელაარმა უკვე შეწყვიტა ღიმილი. ის მოხუცდა , მოიმატა წონაში და შვიდი წლის შემდეგ იგი გაბანკროტდა. გაამართლეს ის თუ არა , ამას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა , მას ფეხბურთის ქომაგები მოიხსენიებდნენ როგორც უბრალოდ საყვარელ " კლოუნს".

გრობელაარს სინამდვილეში არავინ არ ენდობოდა. დღემდე გაუგებარია რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, მეკარე რომელიც თითქმის აუღებელ ბურთებს იღებდა გადაიქცა მეკარედ რომელიც თამაშის დროს ისეთ სისულელეს ჩაიდენდა რო ეს სულელური საქციელი მთელ გუნდს ძვირად უჯდებოდა. შესაძლებელია მისი ესეთი ცვლილებები მისმა პირადმა ცხოვრებამ გამოიწვია, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა იმის მერე რაც The Sun-მა "მერსისაიდელების მეკარის" დანაშაული უარყომისი ამის შემეგ მან გადაწყვიტა გამგზავება სამხრეთ აფრიკაში და The Sun-ის ცილისწამებაში დადანაშაულება და ასეც მოიქცა.მან ეს საქმე წააგო და ეს წარუმატებლობა მას გარკვეული თანხა დაუჯდა, მაგრამ მას სიმბოლურად ჯიბეში 1 დოლარი დაუტოვეს. მაგრამ როგორც ჩანს მან ამაშიც იპოვა სხალისო :"მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი 10 დოლარით ჯიბეში და მივემგზავრები 1 დოლარით , მართალია ესე 9 დოლარად ვერცერთ ქვეყანაში ვერ გაატარებ დროს."

შეიძლება ჩავთვალოთ რომ გრობელაარი ისეთი როგორიც ის იყო შექმნა ომმა. შეიძლება ითქვას რომ ლეგენდარულმა მწვრთნელმა ბილ შანკლიმ ის შექმნა ადამიანად რომელიც მედანზე გასვლის შემდეგ ივიწყებდა ყველაფერ ამქვეყნიურს და ესე ვთქვათ იბრძოდა "სიკვდილ-სიცოცხლისთვის".
გრობელაარი ბავშვობიდანვე იზრდებოდა შეძლებული ფეხრმერის ოჯახში, ის თითქოსდა ჩვეულებრივი ბიჭი იყო , უყვარდა სპორტი, ბრწყინვალედ თამაშობდა რაგბს და ოცნებობდა გამხდარიყო მსოფლიო დონის მეკარე. მან თამაში დაიწყო თავისივე ქალაქის გუნდში. სულ ცოტახანში ის გახდა ერთ-ერთი საწყისი ფეხბურთელი რომელსაც მწვრთნელი 90 წუთის განმავლობაში ანდობდა გუნდის კარებს. გუნდში რომელშიც გრობელაარი თამაშობდა შედგებოდა სულ შავკანიანი ფეხბურთელებისგან, მათგან მხოლოდ ბრიუსი განსხვავდებოა, ერთ დღესაც მწვრთნელმა გადაწყვიტა ბრიუსის შავკანიანი ფეხბურთელით ჩანაცვლება. ბრიუსი რასისტი არ იყო მაგრამ იმ დღეს მის თავში მოხდა ერთგვარი (გადატრიალება), ამის შემდეგ მას გაუჩნდა სიძულვივლი შავი ხალხის წინააღმდეგ, ხოლო მიზეზი მისი ომში წასვლისა სწორედ ეს იყო (შავკანიანი ხალხის გაწყვეტა).

იგი ჯარში მალევე გაწევრიანდა და დაიწყო ბრძოლა შავი ხალხის წინააღმდეგ. ბრძოლა როდეზიაში შავკანიანმა ხალხმა მოიგგომ, მაგრამ ამ ორ წლიანმა ომმა კერძოდ გრობელაარს მოუტანა ძალზედ დიდი გამარჯვება, მისი გამარჯვება ის იყო რომ იგი ცოცხალი გადარჩა. ბრიუსს ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი მეგობარი დაეღუპა , ომის შემდეგ მისმა ორმა მეგობარმა ფსიქოლოგიური აშლილობის გამო თავი მოიკლეს

როდესაც ის თავის კარიერას იწყებდა "ლივერპულში", მას ერთ-ერთი არხის კორესპონდენტმა დაუსვა კითხვა როდესაც ის ვარჯიშობდა "მერსისაიდული კლუბის" მოედანზე. კორესპონდენტმა კითხა, ეშინოდა მას თუ არა ესეთ მაღალ დონეზე ასპარეზობა , "ლივერპულის" ახალწვეულმა თავი დახარა და სიცილით უპასუხა :"მე ჩემ ცხოვრებაში იმდენი რამ გამოვცადე და ვნახე, რომ მე უკვე აღარაფრის აღარ მეშინია." მან მეკარეობა "ლივერპულში" ბრწყინვალედ დაიწყო , ის ყველანაირ ბურთს იღებდა რაც კი მიდიოდა მისკენ და ერთის მხრივ ჩანდა, რომ მას ამ ბურთების აღება სულაც არ უჭირდა.

გრობელაარის კარიერის პიკი იყო 1984 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომში, სტადიონ "ოლიმპიკოზე". ამ თამაშმა გამარჯვებული ძირითად დროში არ გამოავლინა , მატჩი მივიდა პენლების სერიამდე და აი აქ ლივერპულის მწვრთნელმა ჯო ფეგანმა ესეთი რამ უთხრა უთხრა გრობელაარს, "მოიგებ- შენ გმირი ხარ, წააგებ- არავინ არ გაგასამართლებს" როგორც აღმოჩნდა ეს სიტყვები მეკარისთვის რაგაც განსაკუთრებული აღმოჩნდა და ამ თამაშში "მერსისაიდულმა" კლუბმა თავიანთი მეკარის დახმარებით მოიპოვა გამარჯვება, ამ ყველაფრის მერე მისი შეცდომები უკვე ყველამ დაივიწყა.

იმის მერე რაც " ლივერპულმა" მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი, მოხდა ესეთი დასამახსოვრებელი ფაქტიც "ლივერპული" "ტოტენჰემის" თამაშის დროს. "ტოტენჰემის" ფანები ესე ვთქვათ აბეძზღებდნენ და სხვადასხვანაირ რეპლიკებს ისროდნენ მის მიმართ, მაგრამ ასეთ საპასუხო რეაქციას მეკარისგან რომელსაც ისინი "კლოუნს" უწოდებდნენ ნაღდად არ მოელოდნენ. მეორე ტაიმში მან თავის მაიკაში დამალა მარაო და ისე შევიდა სტადიონზე, როდესაც "ტოტენჰემი" დაცვაში იყო ჩასული , გრობელაარი შეუბრუნდებოდა თავის მოწინააღმდეგე კლუბის ფანებს, მოიხრებოდა, მარაოს გაშლიდადა და დამცინავად ანსახიერებდა ქათამს.

მატჩის მერე ის უდაო გმირი გახდა "ენფილდზე". ის იყო სწორედ ის "გიჟი","შეშლილი" მეკარე , სწორედ ისეთი როგორიც "ლივერპულის" ფანებს სურდათ. თავისი "სიგიჟის" გარდა ასევე იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, მისი ნახტომები და მისი სეივები დღესაც ახსოვს ფეხბურთის ისტორიას.

ხანდახან მისი თანაგუნდელები , მისი ნერვებიდან გამომდინარე ხუმრობით რასისტსაც ეძახდნენ. მაგრამ იმის მერე რაც ინგლისში შავკანიანები გამოჩნდნენ, ლეგენდარული მეკარე თავის პირველ შავ კანიან თანაგუნდელს, ჰოვარდ გეილს ხანდახან ესეთ სიტყვებსაც ეუბნებოდა :"შენ რომ ჯუნგლებში იყო, სადაც წესითდა რიგით უნდა შენი ადგილია , იარაღს ავიღებდი და შუბლს გაგიხვრეტდი." მაგრამ ამის მიუხედავად, მას ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა "ლივერპულის" შავკანიან ლეგენდებთან, ჯონ ბარნსთან დაკიდე უამრავ სხვასთან.

წლები, რომლებიცმან გაატარა "ლივერპულში" მისთვისიყო ნამდვილი თავგადასავალი. მაგრამ იმ ყველაფრის მერე, რაცმას დასდეს ბრალი მატჩების "გაყალბებაში" ის უცბადვე დაეშვა თვის კარიერის ფსკერზე. შემდეგ დაიწყო უაზრო ტრანსფერები დაბალი დონის ინგლისურ კლუბებში, შემდეგ მან თავი დაანება ფეხბურთს და დაიწყო სამწვრთნელო კარიერა ზიმბამბუეს ნაკრებში, შედეგ ის გახდა სამხრეთაფრიკული კლუბის მწვრთნელი , შემდეგ მან აქტიურად დაიწყო ინგლისურ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობის მიღება დამიუხედავად ამ ყველაფრისა , ის დღემდე ოცნებობს , თუნდაც ერთი დღით ჩაუგეს სათავეში "ლივერპულს". მერე რა რომ წლები გადის, ბრიუსი ისევ ისეთი რჩება, რის გამოც ის ყოველთვის ასე ძლიერ უყვარდათ და პატიობდნენ ყველაზე სულელურ და იდიოტურ შეცდომებს.ზოგმა მას "კლოუნი" შეარქვა, ზოგმა "გენიოსი" , მაგრამ ერთის მთქმელიც და მეორეს მთქმელიც მხოლოდ ერთ რამეს განიცდიდნენ ამ მეკრის მიმართ, ალბათ ამაში მდგომარეობს მთავარი საიდუმლო, ისეთი უნიკალური და გენიოსი ხალხის როგორიც ბრიუს გრობელაარი იყო.

"ლივერპულის" ფანებში ოფიციალური გამოკითხვით , გრობელლარი მეორე ადგილზ კლუბის საუკეთესო მეკარეებს შორის.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 24 აგვისტო 2011 16:03
მართლა კარგი სტატიაააა
slim4you 20 ივნისი 2011 12:04
Livera,
ყოჩაღ, მართლა კარგი სტატიაა :)
Livera 19 ივნისი 2011 22:29
იმედია მოგეწონებათ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (132)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)