პიტერ შმეიხელი

ფეხბურთელების მონაცემები 05-ოქტ, 21:199 giorgi____rooney 4578


პიტერ შმეიხელი


როგორ დაიწყო კარიერა მსოფლიოში საუკეთესო მეკარემი ბავშვობაში, ფეხბურთის გარდა, ის დაკავებული იყო მუსიკით, უკრავდა კლასიკურ გიტარაზე, ფორტეპიანოზე და უკრავდა როკ-ჯგუფში. როცა გავიდა დრო და პეტერი დადგა არჩევანის წინაშე - ფეხბურთი თუ მუსიკა, მან აირჩია ფეხბურთი.

ბევრი გაოცდება იმით, რომ შმეიხელმა თავისი კარიერა დაიწყო როგორც თავდამსხმელმა. თავის პირველ პროფესიულ გუნდში "ხვიდოვრში" მან გაიტანა 6 გოლი. მთელი ამ დროის განმავლობაში მას არ შეეძლო ადგილის პოვნა მოედანზე და არც ერთ მწვრთნელს არ მოუვიდა თავში აზრად, რომ ის კარში ჩაეყენებინათ. დიდი ტალანტის მქონე გოლკიპერი შეამჩნიეს "ბრონდბიუს" აგენტებმა - ყველაზე პოპულარული კლუბისა დანიაში. შმეიხელი მოხვდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში და მან "ბრონდბიუსთან" ერთად მოიგო ქვეყნის 3 ჩემპიონატი. 1990 წელს ის აღიარეს დანიის საუკეთესო ფეხბურთელად. უკვე ამ პერიოდში პიტერი შეამჩნიეს ევროპულმა კლუბებმა.

რათქმაუნდა, ყველა გულშემატკივარმა ის გაიცნო მას შემდეგ, რაც შმეიხელი მანჩესტერის შემადგენლობაში აღმოჩნდა. პიტერს ინგლისში წასვლა შეეძლო ჯერ კიდევ 1987 წელს, როცა მისით "ნიუკასლი" დაინტერესდა, თუმცა ხელმძღვანელობამ ის პრემიერ ლიგისათვის მოურგებელ ფეხბურთელად ჩათვალა. "წითელი ეშმაკი" შმეიხელი გახდა 1991 წელს. ის შეამჩნია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, როცა დანიის ნაკრები გამოდიოდა ოლიმპიურ თამაშებზე. "მანჩესტერ იუნაიტედმა" იყიდა ის "ბრონდბიუდან" იმ დროისათვის საკმაოდ დიდ თანხად - 500 ათას დოლარად.

პიტერ შმეიხელი


თავისი პირველი ოფიციალური მატჩი როგორც "წითელმა ეშმაკმა", შმეიხელმა გამართა 1991 წლის 17 აგვისტოს "ნოტს კანტრის" წინააღმდეგ. ამ მატჩში და კიდევ შემდეგ 3 მატჩში მან თავისი კარი მშრალად შეინახა. პირველივე სეზონში შმეიხელმა "მანჩესტერთან" ერთად მოიგო ევროპის სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი და ის აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად.

შმეიხელი აღმოჩნდა დანიის ეროვნული ნაკრების რიგებში. როცა შმეიხელმა ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა, დანიამ გაანადგურა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 5:0. მისი დახმარებით დანიამ მოახდინა სენსაცია და მოიგო 1992 წლის ევროპის ჩემპიონატი. დანიის ნაკრებში შმეიხელმა ჩაატარა 129 მატჩი, აქედან 55-ში მეტოქემ მისი კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა.

შმეიხელის შესაძლებლობებით ყველა გაოცებული იყო. ის იღებდა ბურთებს საოცრად და ირჩევდა ყოველთვის სწორ პოზიციას. პიტერი გახდა ცნობილი იმით, რომ ის მუდამ უყვიროდა მცველებს მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ჩხუბის გარეშე. როდესაც იყო კონტრშეტევა, შმეიხელი სწრაფად ეუფლებოდა ბურთს და ასევე სწრაფად აწვდიდა თავდამსხმელებს. მისი წყალობით, არაერთი ბურთი გასულა კარში.

გავიხსენოთ მატჩი 1995 წლის 26 სექტემბრის მატჩი უეფას თასზე "როტორთან". გუნდი აგებდა 2-1 და როდესაც მატჩის ბოლოს იყო კუთხური, შმეიხელმა უცერემონიოდ დატოვა კარი და გაიტანა გოლი. ასე რომ გულშემატკივრებს ის ახსოვთ არა მხოლოდ მეკარედ, არამედ გუნდის გადამრჩენელად და გოლების გამტანად. "მე მინდა ვნახო ციფრი 0 ტაბლოზე მეტოქის ანგარიშში და მე მუდამ ვიბრძვი ამისათვის"-აცხადებს შმეიხელი.

"მანჩესტერის" ყველა გულშემატკივარს ახსოვს უეფას ჩემპიონთა ლიგის 1998-1999 წლის ფინალი მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ, როდესაც გამარჯვების გოლში ბეკჰემთან, შერინგემთან და სულშერთან ერთად შმეიხელმაც დიდი როლი ითამაშა.

პიტერ შმეიხელი



1999 წელს შმეიხელი წავიდა "მანჩესტერიდან". თავის ახალ კლუბთან - ლისაბონის "სპორტინგთან" ერთად, მან მოიგო პროტუგალიის ჩემპიონატი. თავისი ბოლო მატჩი შმეიხელმა ჩაატარა 2003 წლის 11 მაისს "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ.

გუნდური ტიტულები:
ევროპის ჩემპიონი 1992 წელს
თასთა თასი 1995 წელს
ჩემპიონთა ლია 1999 წელს
საკონტინენტთაშორისო თასი 1999 წელს
სუპერთასი 1991 წელს
ინტერტოტოს თასი 2001 წელს
დანიის ჩემპიონი 1987, 1988, 1990, 1991 წლებში
დანიის თასის მფლობელი 1989 წელს
ინგლისის ჩემპიონი 1993, 1994, 1996, 1997, 1999 წლებში
ინგლისის თასის მფლობელი 1994, 1996, 1999 წლებში
ლიგის თასის მფლობელი 1992 წელს
ინგლისის სუპერთასის მფლობელი 1993, 1994, 1996,1997 წლებში
პორტუგალიის ჩემპიონი 2000 წელს


პირადი ტიტულები:
IFFHS-ს ვერსიით, დაიკავა 7-ე ადგილი 20-ე საუკუნის საუკეთესო გოლკიპერთა შორის
მსოფლიოს საუკეთესო მეკარე 1992,1993 წლებში (IFFHS ვერსიით)
მსოფლიოს მეორე მეკარე 1995, 1999 წლებში (IFFHS ვერსიით)
ევროპის სეზონის საუკეთესო მეკარე 1997/98 წლებში (UEFA ვერსიით)
დანიის საუკეთესო ფეხბურთელი 1990, 1993, 1999 წლებში


შმეიხელის კლუბები:
"ხვიდოვრი", დანია (1984-1987 წლებში, 94 მატჩი, 6 გოლი)
"ბრონდბიუ", დანია (1987-1991 წლებში, 119 მატჩი, 2 გოლი)
"მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი (1991-1999 წლებში, 400 მატჩი)
"სპორტინგი ლისაბონი", პორტუგალია (1999-2001 წლებში, 53 მატჩი)
"ასტონ ვილა", ინგლისი (2001 წელს, 36 მატჩი)
"მანჩესტერ სიტი", ინგლისი (2002 წელს, 25 მატჩი)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Mr.Black And White 23 თებერვალი 2012 01:33
მაგარი იყო
Alex_Song 5 ოქტომბერი 2011 22:49
სგ ავტორ:*



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2020 (9)
ნოემბერი 2020 (263)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
სიტი-რეალი