გვარდიოლას ეპოქა I ნაწილი

ფეხბურთელების მონაცემები 29-ნოე, 17:489 Richie 3520


გუარდიოლას დაბრუნება "ბარსაში"


21 ივნისი, 2007 წელი. კატალონიის "ბარსელონას" პეპ გუარდიოლა უბრუნდება. თუმცა იგი სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი ხდება. მისი წყალობით "ბარსელონა ბ" საკმაოდ კარგად ათამაშდა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის პირველ წრეში გუნდს რამოდენიმე წაგება უგორვდებოდა, სეზონის ბოლოს გუნდი დიდ წარმატებას ახწევს. ახალგაზრდებმა "ტერკერა დივიზიონი" (ესპანეთის 4 დივიზიონი) მოიგეს და "სეგუნდა დივიზიონ ბ" ს პლეი-ოფში მოხვდნენ. გუარდიოლას წყალობით "ბარსას" სარეზერვო გუნდმა ეს სირთულეც დაძლია და ოფიციალურად მესამე დივიზიონში მოხვდა.

ამ დროს "ბარსელონას" პირველი გუნდი ცუდ მდგომარეობაშია. ფრენკ რიკაარდის გუნდი ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას, მისი გუნდი ჭაობში ეფლობა. 2007/2008 წლების სეზონის ბოლოს, კატალონიური გიგანტის პრეზიდენტი ხუან ლაპორტა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს... ფრენკ რიკაარდი გუნდიდან გაუშვა, ხოლო მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსეპ (პეპ) გუარდიოლა დანიშნა.

გუარდიოლას ერა 2008


პეპ გუარდიოლას ხანა "ბარსაში" სწორედ აქედან იწყება. ამ სეზონში მან გუნდიდან გაუშვა რონალდინიო, დეკო, ზამბროტა, დოს სანტოსი, ედმილსონი და ტურამი. მან გუნდში რამოდენიმე ფეხბურთელი გადაიბირა: დანი ალვეში, სეიდუ კეიტა, მარტინ კასერესი, ხერარდ პიკე და ალესანდრ გლები.

სეზონი გუნდმა წაგებებით დაიწყო. თუმცა "ბარსელონამ" და პეპ გუარდიოლამ წონასწორობა აღადგინა და მოგებების სერიამ სტარტი აიღო. გუნდმა პირველ ნახევარში ყველაფერი კარგად გააკეთა. კატალონიის "ბარსელონა" ისევ დაბრუნდა დიდ გუნდთა სიაში.

ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელები მერვედფინალში "ლიონს" დაუპირისპირდნენ. გუნდმა საერთო ჯამში 6:3 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. კენჭისყრის შედეგად "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდა. 2 მატჩის ჯამში "ბარსელონამ" 5:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ფინალამდე ერთი ნაბიჯი იყო. ამ ნაბიჯის გასავლელად კი ლონდონის "ჩელსის" დამარცხება გახლდათ საჭირო. პირველი მატჩი "ბლაუგრანასთვის" სასიამოვნოდ ნამდვილად არ დამთავრდა, თუმცა მეორე მატჩის ბოლო წუთებზე "ბოლო ნაბიჯი ფინალამდე" ანდრეს ინიესტამ გადადგა და იაია ტურეს პასით ბურთი პეტერ ჩეხის კარში გაგზავნა. "ბარსა" ფინალში გავიდა...

ფინალამდე კი კატალონიელებმა ესპანეთის თასი და ლა ლიგა მოიგეს. ამასთან ერთად "ბარსელონამ" სანტიაგო ბერნაბეუზე 6:2 მოიგეს.

ფინალი რომში. "ბარსელონა" "მანჩესტერს" უპირისპირდება. შეხვედრაში პირველივე წუთებიდანვე "მანჩესტერი" ლიდერობს თუმცა გოლი ვერ გააქვს. კრისტიანო რონალდომ რამოდენიმე მომენტი შექმნა თუმცა გოლი ვერ გაიტანა. შეხვედრის მეცხრე წუთი, შეტევას ანდრეს ინიესტა იწყებს, გაარღვია ნახევარდაცხა და პასი გადაგზავნა სამუელ ეტოს მიმართულებით. ეტო'ომ ვიდიჩი ოსტატურად ჩამოიშორა და ვან დერ სარის კარში გოლი გაიტანა 1:0. პირველი ტაიმი სწორედ ასე დამთავრდა თუმცა "მანჩესტერისა" და "ბარსას" შეტევები არ ცხრებოდა. მეორე ტაიმის 68 წუთი. კარლეს პუიოლი მეტოქის საჯარიმოში ბურთის ჩაგდებას ცდილობს თუმცა ბურთი დაცვის ხაზს ხვდება და რიკოშეტის წყალობით ხავის მისდის. ხავი მიუახლოვდა საჯარიმოს მარჯვენა ფრთიდან, ჩააწოდა და მესის თავზე დაასვა. არგენტინელის თავური ვან დერ სარმა ვერ მოიგერია და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაესვა 2:0.

გუარდიოლამ და "ბარსელონამ" ამ სეზონში ყველაფერი მოიგეს რაც კი შესაძლებელი იყო.

გვარდიოლას ეპოქა I ნაწილი


გუარდიოლას ერა 2009


პეპ გუარდიოლამ ამ მართლაც საუკეთესო სეზონის შემდეგ რამოდენიმე ტრანსფერი განახორციელა. მან "ინტერთან" მოლაპარაკების შემდეგ სამუელ ეტოო და 49 მილიონი ევრო იტალიაში გაიგზავნა მის ნაცვლად კი კატალონიელების შემადგენლობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩაირიცხა. მასთან ერთად გუნდში მაქსველი მივიდა.

გუნდმა სეზონი ნორმალურად დაიწყო. ზლატანი თავიდან კარგად თამაშობდა, მან 5 მატჩში 5 ბურთი გაიტანა. 29 ნოემბერს კი მან "რეალის" წინააღმდეგ ერთადერთი ბურთი გაიტანა და თამაშის გადამწყვეტი ანგარიში დააფიქსირა.

სეზონის პირველი ნახევარი "ბარსამ" კარგად დაამთავრა თუმცა იანვარში გუარდიოლას შეგირდებმა დიდი კრახი განიცადეს. კატალონიელები ესპანეთის თასზე მერვედფინალში "სევილიასთან" გამოვარდნენ.

როგორც ყოველთვის ჩემპიონთა ლიგა თებერვალში დაიწყო. მერვედფინალში "ბარსელონა" შტუდგარდს დაუპირისპირდა, "ბარსელონამ" გერმანული გუნდი 5:1 დაამარცხა 2 მატჩის ჯამში. "ბარსელონა" მეოთხედფინალში "არსენალს" შეხვდა, 2 მატჩის ჯამში "ბარსამ" 6:3 დაამარცხა ინგლისური გუნდი, მეორე შეხვედრის გმირი კატალონიელი ლეო მესი გახდა. მან 4 ბურთი გაიტანა "მეზარბაზნეთა" კარში. ნახევარფინალში "ბარსამ" ვერ გაიმარჯვა.ჟოზე მაურინიოს "ინტერმა" შეძლო და გააჩერა კატალონიური გრანდი. "ინტერმა" იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

საბოლოოდ გუარდიოლას "ბარსამ" ამ სეზონში ლა ლიგა და უეფას სუპერ თასი მოიგო, მასთან ერთად ასევე ესპანეთის სუპერ თასი.

გაგრძელება იქნებაა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 29 ნოემბერი 2011 18:21
sanchez9,
მადლობა winked
Alex_Song 29 ნოემბერი 2011 18:01
საღოლ ავტორ კარგი სტატიაა:*



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი