Image

CR-ს ნაკრები ნახევარფინალშია

ევრო-2012 22-ივნ, 01:159 Sportnews 2404


















როგორც მოსალოდნელი იყო პორტუგალიის ნაკრებმა დაამარცხა ჩეხეთის ნაკრები და ევროპის ჩემპიონატის ნახევარ ფინალში გავიდა.

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებები ხვდებოდნენ. აღნიშნული წყვილის ფავორიტი პორტუგალიის ნაკრები იყო, ფავორიტმა სტატუსი გაამართლა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უნდა ითქვას, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში ორივე გუნდი ფრთხილობდა და არ რისკავდნენ, ამ ყოველივემ გამოიწვია, რომ პირველ ტაიმში უსახური ფეხბურთი ვიხილეთ ორივე გუნდის მხრიდან. პირველ ტაიმში ერთადერთი რეალური მომენტი კვლავ კრიშტიანუ რონალდუმ შექმა, ისიც თავისი კლასით მოახერხა, რონალდუ დასარტყელ პოზიციაზე გავიდა, დაარტყა და ჩეხეთის კარი ძელმა იხსნა.

მეორე ტაიმში პორტუგალიის ნაკრებმა ბევრად აქტიურად დაიწყო თამაში, აშკარა იყო, რომ ნაკრები მოსაგებად თამაშობდა, გუნდმა შეტევაში თამაში მოუმატა, უფრო გააქტიურდნენ ნახევარმცველები და თავდასხმელები. მეორე ტაიმის პირველი მომენტი კვლავ რონალდუს ჰქონდა, შორი მანძილიდან დარტყმული ჯარიმის შემდეგ, ჩეხეთის კარი კვლავ ძელმა იხსნა. ცვლილებაზე შემოსულმა უგო ალმეიდამ გოლის გატანა შეძლო, მაგრამ თამაშგარის დაფიქსირების გამო გოლი არ ჩაითვალა, მომენტი ჰქონდა ნანისაც, მაგრამ ჩეხმა მცველმა კარგად ითამაშა.

79-ე წუთზე პორტუგალიის ნაკრებს მსხნელად კვლავ გუნდის უდავო ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მოევნილა, ფლანგიდან ნანის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში ჩააწოდა მოუტინიომ , ყველას დასწრებაზე რონალდუმ აჯობა და შეხვედრის ერთადერთი გოლი თავური დარტყმით გაიტანა. პორტუგალიის ნაკრებმა დარჩენილი დრო მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე და ახლა ნახევარფინალში თავის მეტოქეს ელოდება, რომელიც ესპანეთსა და საფრანგეთის შორის შეხვედრაში გაირკვევა.

ჩეხეთი 0:1 პორტუგალია
გოლი: რონალდუ 79

ჩეხეთი: ჩეხი, გებრე, სივოკი, კადლეცი, ლიმბერსკი, ჰიუბშმანი (პეკარტი 86), პლაშილი, ირაჩეკი, პილარი, დარიდა (რეზეკი 61), ბაროში.

პორტუგალია: პატრისიუ, პერეირა, ბრუნო ალვეში, პეპე, კოენტრაო, მიგელ ველოზო, ჟოაო მოუტინიო, მეირელეში (როლანდუ 88), რონალდუ, ნანი (კუშტოდიუ 84), პოშტიგა (ალმეიდა 39).

გაფრთხილება: ლიმბერსკი - ნანი, ველოზო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 23 ივნისი 2012 14:16
iventusi,
რა მესის რას ვუპირებ ?? მესის ექნა რეალთან და ჩელსისთან და არავი არაფერს დაუპირებდა wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
iventusi 22 ივნისი 2012 20:13
რაულიტო,მესის რას უპირებ. უბრალოდ სირცხვილია მაგას რო ამბობ.
Sportnews 22 ივნისი 2012 12:15
ეკუთვნის ამ კაცს წელს ოქროს ბურთი
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
vano.t 22 ივნისი 2012 11:06
მართა ბრავო რონალდოს რაა მაგარია რა თავის ფორმა დაიბრუნა
Richie 22 ივნისი 2012 11:00
ბრავო რონალდუს, ჩაგდებული თამაშები ყველას დაავიწყა
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (195)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა