Image

ლონდონში ბაიერნმა არსენალი დაჩაგრა

ევროტურნირები 20-თებ, 10:599 Sportnews 1237


















გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მორიგი 2 მატჩი გაიმართა , დღის ცენტრალური შეხვედრა კი ლონდონში იყო, სადაც ერთმანეთს "არსენალი" და "ბაიერნი" დაუპირისპირდნენ.

ამ წყვილში ექსპერტები ფავორიტად გერმანულ გუნდს თვლიდა, მაგრამ თუ ლონდონშივე მოკვდებოდა ინტრიგა ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა. გუშინ აშკარად გამოჩნდა, რომ დღესდღეობით "ბაიერნი" ბევრად უკეთესი გუნდია "არსენალზე". გერმანულმა კლუბმა 3:1 გაიმარჯვა და მეორე შეხვედრის წინ ლონდონელთა შანსები მინიმალურია, არ გვგონია, "არსენალი" ის გუნდი იყოს, რომელიც "ალიანს არენაზე" 3 ბურთს გაიტანს.

შეხვედრაში დაწინაურება "ბაიერნმა" უკვე მე-7 წუთზე შეძლო, კროსმაა ზუსტი დარტყმით თავის გუნდი დააწინაურა, მეორე გოლი სტუმრებმა უკვე 21-ე წუთზე გაიტანეს, ამჯერად თავი მიულერმა გამოიჩინა. მეორე ტაიმი 10 წუთის განახლებული იყო, როდესაც პოდოლსკიმ ნოიერის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა, ამ გოლმა ლონდონელებს და მათ გულშემატკივრებს იმედები დაუბრუნათ, მაგრამ 77-ე წუთზე გოლი მანძუკიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში 1:3 დააფიქსირა.

არსენალი-ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 კროოსი (7), 0:2 მიულერი (21), 1:2 პოდოლსკი (55), 1:3 მანჯუკიჩი (77).
არსენალი (4-3-2-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, ვერმაელენი - არტეტა, უილშირი, კასორლა - რემსი (71. როსიცკი), პოდოლსკი (72. ჟირუ) - უოლკოტი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - მიულერი, კროოსი (73. ლუის გუსტავო), რიბერი (63. რობენი) - მანჯუკიჩი (79. გომესი).
გაფრთხილება: ვერმაელენი, სანია, არტეტა, პოდოლსკი, რემსი - შვაინშტაიგერი, მიულერი, ლამი.
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-16 (9-8); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 59 974

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა