ბრძოლა-ალიანს არენაზე, ომი-ნოუ კამპზე

ევროტურნირები 23-აპრ, 12:009 Sportnews 1676


დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური პირველი წყვილის პირველი შეხვედრა შედგება. "ალიანს არენაზე" ერთმანეთს "ბაიერნი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.

წლევანდელ სეზონში რამდენიმე გამორჩეული დაპირისპირება ვიხილეთ, "რეალი"-"მანჩესტერი" , "ბარსელონა"-"მილანი", "ბაიერნი"-"იუვენტუსი", მაგრამ დღევანდელი დაპირისპირება ყველა ამ მატჩზე მაღლა დგას და მოლოდინიც უფრო მეტია, ამის თქმის საშუალებას რამდენიმე მიზეზი მაძლევს, მაგალითად ეს ორი გუნდი ბოლო რამდენიმე წელია უცვლელად ხვდებიან ნახევარფინალში, მაგრამ ამ მხრივ "ბარსელონა" აღემატება გერმანელ ოპონენტს, რადგან ესპანელებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორი ფინალი მოიგოს, "ბაიერნი" კი ორ ფინალში დამარცხდა. "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონი უკვე ოფიციალურადაა, "ბარსელონას" კი ოფიციალურად გაჩემპიონობამდე რამდენიმე კვირაღა აშორებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთმანეთს წლევანდელი სეზონის გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონები უპირისპირდებიან.

"ბაიერნი" ძალიან კარგ ფორმაშია, გერმანელები ლაღი ფეხბურთით მეტოქეებს უბრალოდ ანადგურებენ, "ბარსელონა" კი თანამედროვე ფეხბურთის უდავოდ საუკეთესო გუნდია, ფაქტია, რომ ერთმანეთს დღევანდელი დღის ორი ძალიან ძლიერი გუნდი უპირისპირდება, ამიტომ ფავორიტის დასახელება რთულია ,ამიტომ დღეს ბრძოლა "ალიანს არენაზე" იქნება, ომი კი "კამპ ნოუზე".

სავარაუდო შემადგენლობა

"ბაიერნი": ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, მიულერი, რიბერი - გომესი

სათადარიგოთა სკამი: შტარკე (მეკ.), რაფინია, ბოატენგი, კონტენტო, გუსტავო, ტიმოშჩუკი, შაქირი, პიზარო

მატჩს გამოტოვებენ: ბადშტუბერი, კროოსი, მანჯუკიჩი

მთავარი მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

"ბარსელონა":
ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, ხორდი ალბა- ბუსკეტსი - ჩავი, ინიესტა - მესი - პედრო, ვილა

სათადარიგოთა სკამი: პინტო (მეკ.), მონტოია, აბიდალი, სონგი, ფაბრეგასი, ალკანტარა, ტელიო, სანჩესი

მატჩს გამოტოვებენ: პუიოლი, მაშერანო, ადრიანუ

მთავარი მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
ezyy 23 აპრილი 2013 12:18
მაგარი თამაში იქნება smile



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (202)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი