"რეალი"-"ტოტენჰემი" [Match Preview]

ევროტურნირები 03-აპრ, 21:359 Sportnews 3220


სამშაბათს 5 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ცხრა გზის ჩემპიონი მადრიდის "რეალი" ბოლო დროს მისთვის უჩვეულ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.

ამ წყვილში ფავორიტი მადრიდის "რეალია" , თუმცა ლონდონურ კლუბმა უკვე მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტის გაგდება "მილანის" და ახლაც იგივეს გაკეთებას შეეცდება , მაგრამ რამდენად რთული ამოცანაა თქვენ თვითონ განსაჯეთ.

ორივე გუნდმა შთამბეჭდავად ჩაატარა ჯგუფური ეტაფი , ორივემ თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს და მეორე ადგილზეზე ორივემ სწორედ მილანური გუნდები დატოვა, "რეალმა" ჯგუფში პირველი ადგილი არ დაუთმო "მილანს" , "ტოტენჰემმა" კი მოქმედ ჩემპიონს "ინტერს"

ორივე გუნდი არც თუ სასურველ ფორმაში იმყოფება , "რეალმა" წინა შეხვედრაში სამარცხვინო მარცხი იგემა საკუთარ მოედანზე "ხიხონთან" , "ტოტენჰემმა" კი სტუმრად ვერ შეძლო "უიგანის" დამარცხება.

"რეალი" ამ შეხვედრას უდიდესი დანაკლისით ხვდება , გუნდს შეიძლება დააკლდეს რონალდუ , მარსელო , ბენზემა , კაკა , გაგო , სავარაუდოთ რონალდუ შეძლეს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თამაშს თუმცა ეს უდიდესი რისკი იქნება , სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდა იგუაინი , რომელსაც თითქმის ნახევარი სეზონი გაუცდა.

"ტოტენჰემიც" ვერ ხვდება "რეალთან" შეხვედრას ოპტიმალურ მდგომარეობაში , გუნდს დააკლდება გალასი , ჰუტონი და საეჭვოა ასევე გარეტ ბეილის თამაში.ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰოლანდიელ რაფაელ ვან დერ ვაარტისთვის , რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრუნდება.

ბევრი ამ წყვილის უდავო ფავორიტად მადრიდულ გუნდს მიიჩნევს , მაგრამ ეს არც თუ სწორი შეხედულებაა , რადგან "ტოტენჰემის" ასე უბრალოდ ჩამოწერა არ შეიძლება , ამ შეხვედრაში იქნება ასევე ორი დიდი ტაქტიკოსის ჰარი რედნაპის და მოურინიოს დაპირისპირდება.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
slim4me 3 აპრილი 2011 22:46
რა დროისაა :D
slim4you 3 აპრილი 2011 21:45
ყოჩაღ გოგა, კაია :)



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)