ბარსელონა 2-2 მილანი + მიმოხილვა

ევროტურნირები / ვიდეო 14-სექ, 10:329 Sportnews 3121


ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ორი დიდი გრანდის "ბარსელონას" და "მილანის" დაპირისპირებით დაიწყო. შეხვედრამ მოლოდინი მართლაც გამართლა. მატჩი უხვგოლიანი, ლამაზი და დრამატული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ 2-2 დასრულდა.

შეხვედრა მოულოდნელდად დაიწყო. მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წამი იყო გასული, რომ პატომ მშვენივრად ითამაშა, "ბარსელონას" მცველები ადვილად ჩამოიშორა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გოლის გატანაც არ გასჭირვებია. შეხვედრის ასეთ დასაწყის არავინ ელოდა. პირველ წუთზე სტუმრები 0-1 დაწინაურდნენ.

"ბარსელონა" ამის შემდეგ სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრებას ვერ ახერხებდნენ. შეხვედრის 36-ე წუთზე შესანიშნავად ითამაშა მესიმ, აშაკარა შეცდომა დაუშვა ამ მომენტში "მილანის" მცველმა აბატემ. საჯარიმოში შეჭრილმა მესიმ პედრო მონახა და პედრომაც ადვილად გაათანაბრა შეხვედრაში ანგარიში.

მეორე ტაიმი ხუთი წუთით იყო განახლებული, როდესაც "მილანის" კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, ბურთთან დავიდ ვილია მივიდა და ესპანელმა ფეხბურთელმაც შესანიშნავად დაარტყა და შეხვედრაში თავის გუნდი დააწინაურა 2-1.

თითქოს ყველას უკვე ეგონა, რომ "ბარსელონამ" სამი ქულა მოიპოვა, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ "მილანის" ფეხბურთელები. ძამბროტას აქტიურობის შემდეგ შეხვედრის ბოლო წუთზე "ბარსელონას" კართან კუთხური დაინიშნა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ კი ბრაზილიელმა მცველმა სილვამ შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტურის შემდეგ "ბარსელონას" და "მილანს" 1-1 ქულა აქვთ და რადგან მათ კუნკურენტებმაც ფრედ ითამაშეს. ოთხივე გუნდს ჯგუფში 1 ქულა აქვს.

ბარსელონა-მილანი 2:2 (1:1)

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვეში, მასკერანო, ბუსკეტსი, აბიდალი, კეიტა (პუიოლი 67), ჩავი, ინიესტა (ფაბრეგასი 39), პედრო, მესი, ვილია (აფელაი 84).

მილანი (4-4-2): აბიატი, აბატე, ნესტა, სილვა, ძამბროტა, ნოჩერინო, ვან ბომელი (აკვილანი 77), ბოატენგი (ამბროზინი 34), ზეედორფი, პატო, კასანო (ემანუელსონი 62).

გოლები: 0:1 პატო (1), 1:1 პედრო (36), 2:1 ვილია (50), 2:1 სილვა (90).

გაფრთხილებები: ვილია 52, ალვეში 70, პუიოლი 90 - ვან ბომელი 19, ნესტა 57.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
slim4you 14 სექტემბერი 2011 15:04
ეგ კი არადა გოგა სასწრაფოდ დამიკავშირდი რა

ბარსასიც და მილანისაც ზემოდან :yesL
FCB 14 სექტემბერი 2011 14:31
ციტატა: gvelesa
ტოტალიზატორის ტაქტიკა


რა ტოტალიზატორი თამაშს უყურეთ ვინმემ? :D მილანმა ორჯერ დაარტყა და ორჯერ გაიტანა :D სტატისტიკას მაინც შეხედეთ :D აბიატის 7 სეივი დაუგროვდა და ვალდესს 1 (მაგ ერთსაც ვერ ვიხსენებ).. დიტო შენ ხმას როგორ იღებ? :D ხო გითხარი ფრე იქნება თქო მარა ასეთ საცოდავ მილანსაც არ ველოდი :D ცენტრალური მცველი გარეშე ითამაშა გუნდმა და ვერც მაშIნ მოიგეს :D:D

ხო კიდე გოგა სტატიაში შეცდომა გაქვს :D ძამბროტა არ იყო ნოჩერინო იყო ვინც აბიდალი წააქცია და იმ სიტუაციაში მსაჯმა იაქტიურა ძაან :D არდასანიშნი კუთხური არამოსაღები ყვითლები :D არა და მარტო ბარსას რაღაცეებს რო ხედავენ :D:D
gvelesa 14 სექტემბერი 2011 14:16
რაულიტო,
ეგ ჩატეხვა კი არა ეგ უკვე სირცხვილია : D
Sportnews 14 სექტემბერი 2011 13:52
gvelesa,
გამომიხვედი ბრძენი wink რეალიც მაგ მიზეზით ტეხავს უკვე სამი წელი ბარსელონასთან თამაშებს winkwink wink wink wink wink wink wink wink wink wink wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
gvelesa 14 სექტემბერი 2011 13:36
მეორე აღარ იქნება გატეხილი ეს არის ტოტალიზატორის ტაქტიკა ჯერ ფრეს დაანახებს ხალხს და იმას რომ მილანმა ამოქაჩა და დაადებინებენ მილანზე მოგებაზე ხოდა ჰოი საოცრებავ ბარსა გადაუვლის და ტოტალიზატორიც ფულით გაივსება ეგ არის და ეგ თორე ამ თამაშზე რათქმაუნდა ძალიან ბევრს ბარსას მოგებაზე ედო და გატეხეს და თან როგორ მერე ამით იმედი დაკარგეს ხოდა ეხხა რომ დაინახეს მილანმა ამოქაჩა მილანის მოგების იმედი გაუჩნდებათ ხოდა ეგრე იქნება როგორც დავწერე აი ნახეთ
admin 14 სექტემბერი 2011 13:25
დააკაკუნა ვითომ მილანმა, თუ ყარაულს გაუვარდა?
slim4you 14 სექტემბერი 2011 12:48
ა კიდე, არ აქვს აზრი არა.

მეორეც რო ვერ მოიგონ კიდე გატეხილი იქნება? wink
Sportnews 14 სექტემბერი 2011 12:42
slim4you,
wink wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Alex_Song 14 სექტემბერი 2011 12:40
ციტატა: gvelesa
კათარზის

wink
gvelesa 14 სექტემბერი 2011 12:36
რა რეებს ტო კათარზის ვეღარ მოუგებდა ბარსა? : D გატეხეს თამაში გეუბნებით.მეორე თამაში იქნება ძაან მაგარი აი ნახეთ მინიმუმ 3 გოლი გავა



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (26)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)