მადრიდული დესანტი

კოპა ამერიკა 12-ივლ, 12:369 Sportnews 3552


დღეს გამთენიისას გაიმართა კოპა ამერიკის A ჯგუფის მესამე ტურის მეორე შეხვედრა , არგენტინის ნაკრებმა , როგორც იქნა თავის გულშემატკივრები გაახარა და კოსტა-რიკა დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა.

ალბათ საინტერესოდ მოგეჩვენათ სტატიის სათაური , სწორედ ასე შეგვიძლია გუშინ არგენტინის თამაშის შეფასება კოპა ამერიკის წინააღმდეგ, მადრიდული დესანტისის ძირითადში დაყენების შემდეგ უსუსურად მოთამაშე არგენტინა შესანიშნავა მოთამაშე გუნდად გადაიქცა , მადრიდულ დესანტში კი სამი ფეხბურთელი :დი მარია , გაგო , იგუანი იგულისხმება და შეიძლება სულ მალე მათ აგუეროც მივუმატოთ.

ბაბტისტამ წინა ორი შეხვედრისგან განსხვევებით ძირითად შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა, ძირითადში იყვნენ გაგო , დი მარია , აგუერო და იგუაინი შესაბამისად ბანეგას , კამბიასოს , ლავეზის და ტევესის ნაცვლად , სწორედ ამ ოთხმა ფეხბურთელმა შესანიშნავად აუბეს მხარი გუნდის მთავარ ლიდერს ლიონელ მესის და ლამაზი თამაშით მეტოქე საკმაოდ ადვილად დაამარცხეს.

არგენტინა ცდილობდა უპირატესონა თავიდანვე მოეპოვებინა , მაგრამ მომენტების შექმნის მიუხედავად გოლის გატანას ვერ ახერხებდა, პირისპირ დარჩა იგუაინი მეკარესთან , მაგრამ მეკარემკარგად ითამაშა, ერთხელ ბურდისო ურტყავდა თავით ამ შემთხვევაში კი ხარიხარ იხსნა კოსტა-რიკას კარი , ასე თუ ისე მცირე მომენტები კიდევ ჰქონდ აარგენტინას პირველ ტაიმში . პირველი ნახევრის ბოლოს კი არგენტინამ კუთხური ჩამოაწოდა , რის შემდეგაც საჯარიმოს გარეთ გაგოს მიუვიდა ბურთი , რომელმაც ერთი შეხებით ლამაზად დაარტყა , დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია , მაგრამ დასწრებაზე ყველას აგუერომ აჯობა და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი.

შეხვედრის მეორე ნახევარი უფრო აქტიურად დაიწყო არგენტინამ , ხასიათი გამოისწორა მესიმ და კვლავ ჩვეულ თამაშს შეუდგა , მესიმ პირისპირ რამდენჯერმე დატოვა იგუაინი , მაგრამ ამ უკანასკნელმა კვლავ ვერ მიახწია საწადელს, 53-ე წუთზე ცენტრში კარგად ითამაშა იგუაინმა , რის შემდაც მან მესის გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა აგუერო , რომელმაც მარტივად გაზარდა ორ ბურთამდე თავისი ნაკრების უპირატესობა.

ორ ბურთიანმა უპირატესობამ არგენტინას კიდევ უფრო თვიდ დაჯერებულობა შემატა და მათ კიდევ უფრო ლამაზად დაიწყეს თამაში , განსაკუთრები ლამაზი გამოვიდა 64-ე წუთზე გატანილი არგენტინელების მესამე გოლი , ბურთის დიდხანს კონტროლის შემდეგ მესის გამჭოლი გადაცემა , რის შემდეგაც კარგად ითამაშა დი მარიამ და შეხვედრაში ანგარიში 3-0 გახადა , ამის შემდეგ არგენტინას გოლის გასატანად თავი აღარ მოუკვლია , ამ გამარჯვებით არგენტინას 5 ქულა დაუგროვდა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედ ფინალში C ჯგუფის მეორე ადგილოსანს შეხვდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Mr.Black And White 12 ივლისი 2011 13:29
მესი მაგარია რა love
soccerda 12 ივლისი 2011 13:03
რაულიტო,
ეგ ხო მარა სტატია მიკერძოვებულია ტქო მაგას გეუბნები თორე მაგის მეტი რა მიხარია მადრიდული როა
gvelesa 12 ივლისი 2011 12:50
კოსტა რიკასაც თუ ვეღარ მოუგებდნენ ვაფშე ჩავიქნევდი ფეხბურთზე ხელს wink
Sportnews 12 ივლისი 2011 12:46
soccerda,
უყურე არგენტინის თამაშს? არა მარტო მე არამად მსოფლიო პრესამაც ანალოგირუი სათაურებით შეაფასა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
soccerda 12 ივლისი 2011 12:44
მიკერძოვებული სტატიაა :))))



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (111)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი