დღის ახალი ამბები

როდის გაიმართება მერაბის და ილიას ბრძოლები და სად შეგვეძლება მათი ყურება ?

როდის გაიმართება მერაბის და ილიას  ბრძოლები და სად შეგვეძლება მათი ყურება ?
17-02-2024, 07:04

ქართველი გულშემატკივარი მერაბ დვალიშვილის და ილია თოფურიას მორიგ შეხვედრებს დიდი ინტერესით ელოდება.

18 თებერვალი ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ისტორიაში პირველად, MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში ქართველი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება. 

ამავე დღეს სუპერმსუბუქ წონაში ასევე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილი, მისი მეტოქე UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედალოსანი ჰენრი სეხუდოა. მერაბი ბრძოლას ზედიზედ ცხრა გამარჯვებით ხვდება და თუ კვლავ მოიგებს, დიდი ალბათობით, მისი შემდეგი დაპირისპირება საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.

აღსანიშნავია, რომ UFC-ის მორიგი ივენთი საქართველოს დროით 18 თებერვალს დილით 07:00 საათზე დაიწყება და  ტრანსლაცია სეტანტა სპორტზე იქნება.





გაზიარება
მოინახულეს 1 888-ჯერ
კომენტარები
რეკლამა