ალბანეთი-საქართველო წინასამატჩო შეკრება

საქართველო 04-თებ, 16:309 admin 2301


4 თებერვალს, საღამოს, ტირანაში სრულად შეიკრიბებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან ამხანაგური მატჩისთვის იხმო. ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა ალბანეთის ****ქალაქში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავა. კვიპროსიდან მოემგზავრება გუნდის თავკაცი - თემურ ქეცბაიაც. რაც შეეხება თბილისიდან წამსვლელებს, ასეთი მხოლოდ ოთხია - ჯაბა კანკავა, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ლორია და ირაკლი ძარია.

მას შემდეგ, რაც თემურ ქეცბაიამ ალბანეთში წამსვლელთა სია დაასახელა, ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა. პირველად, გუნდს ჯანო ანანიძე გამოაკლდა, რომელმაც ოპერაციის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ განაახლა ვარჯიში და სასურველ ფორმაში არ იმყოფება. ქეცბაიამ სიას თითქმის მაშინვე დაამატა გერმანული "ბოხუმის" თავდამსხმელი - ნიკოლოზ გელაშვილი. ნაკრებთან ერთად არ იქნება ნუკრი რევიშვილი. მის ნაცვლად კი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ეროვნულ გუნდში გამოიძახეს გიორგი მაკარიძე. სამწუხაროდ, დანაკლისები ამით არ დასრულებულა. თავის კლუბთან ერთად შეკრებაზე მყოფმა ბუბა დაუშვილმა ტრავმა მიიღო და ვერც "კარპატის" ნახევარმცველი შეძლებს "ჯვაროსნებთან" ერთად ყოფნას.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე, "ქემალ სტაფას" სტადიონზე დაიწყება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 4 თებერვალი 2013 17:48
admin,
+ 1
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 4 თებერვალი 2013 16:45
კარგი იქნება ბიჭებმა საფრანგეთამდე გაიმარჯვონ, უფრო მოტივირებულები ჩავალთ და იქნებ რამეს გამოვკრათ ხელი.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (44)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)