თემურ ქეცბაია: ესაა ქართული ფეხბურთის მომავალი და ამ ბიჭებს უნდა მივხედოთ

საქართველო 30-მაი, 12:029 Sportnews 2024


საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წარმატებას დუბლინიდან გამოეხმაურა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - თემურ ქეცბაია, რომელიც ირლანდიის დედაქალაქში დღეს საღამოს, ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად ჩავიდა.

თემურ ქეცბაია: „უპირველესად, მინდა ეროვნული ნაკრების სახელით, 19-წლამდე ნაკრებს, მის მწვრთნელებს ეს დიდი გამარჯვება მივულოცო. ისეთი ჯგუფიდან გასვლა, სადაც ბიჭები მოხვდნენ, არც ისე იოლი იყო. ყველა ძალიან გახარებულები ვართ და დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყანა ამაყობს. ესაა ქართული ფეხბურთის მომავალი და ამ ბიჭებს უნდა მივხედოთ, უნდა მივცეთ ჩემპიონატში თამაშის საშუალება, რომ გაიზარდონ და კარგ კლუბებში მოხვდნენ. ბოლო წლებში, ელიტრაუნდებში სტაბილურად ვთამაშობთ და უკვე ორი წელია, ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ვხვდებით. ყველას კარგად გვახსოვს შარშანდელი 17-წლამდელების წარმატებები. ეს ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის დიდი დამსახურებაა, რომ ასაკობრივ ნაკრებებს ყველანაირ პირობებს უქმნიან, ხელს უწყობენ და ლოგიკურად, შედეგიც მოვიდა. მარტო ის, რომ 17 და 19 წლამდე გვქონდეს შედეგები, საკმარისი არაა. ამ ბიჭებს სულ ყურადღება უნდათ, სათამაშო პრაქტიკა, კლუბებში გამოცდილების მიღება... მე ვფიქრობ, ქართულმა კლუბებმა უნდა მისცენ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საშუალება, რომ უმაღლეს ლიგაში ითამაშონ. ეს ყველასათვის მომგებიანი იქნება - უპირველესად, თვითონ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც თავიანთ შანსს ელოდებიან, კლუბებისთვის, ნაკრებებისთვის და საერთოდ, ქართული ფეხბურთისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ევროპის ჩემპიონატზე.“

სფფ-ის პრესსამსახური


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (189)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი