რამდენიმე საათი ფრანგების ჩამოსვლამდე ...

საქართველო / უცხოური ფეხბურთი 04-სექ, 12:159 Sportnews 1746


დღეს, საღამოს 17 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.

ფრანგთა თავკაცი - დიდიე დეშამი თბილისში 25-კაციანი შემადგენლობით ჩამოვა. ეს ფეხბურთელები მან საქართველოსა და ბელარუსთან მატჩებისთვის გამოიძახა. თუმცა, გამომგზავრებამდე დეშამს ერთი ცვლილების განხორციელება მოუხდა და ტრავმირებული ეტიენ კაპუს ნაცვლად, „ლიონის“ ნახევარმცველი - მაქსიმ გონალონი გამოიძახა.
მეკარეები: მიქაელ ლანდრო, უგო ლორისი, სტივ მანდანდა
მცველები: ერიკ აბიდალი, გაელ კლიში, მეტიუ დებუში, პატრის ევრა, ლორენ კოსილნი, ელიაკიმ მანგალა, ადილ რამი, ბაკარი სანია
ნახევარმცველები: მაქსიმ გონალონი, კლემენ გრენიე, იოსუა გილავოგი, ჯეფრი კონდოგბია, ბლაიზ მატუიდი, პოლ პოგბა, მუსა სისოკო
თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა, ანდრე-პიერ ჟინიაკი, ოლივიე ჟირუ, სამირ ნასრი, დიმიტრი პაიე, ფრენკ რიბერი, მეტიუ ვალბუენა
ჩვენი სტუმრები სასტუმრო „რადისონში“ დაბინავდებიან, ხოლო მოგვიანებით, საღამოს 20:30 წუთზე დახურულ ვარჯიშს გამართავენ „დინამო“ თბილისის საწვრთნელ ბაზაზე.
ხვალ, 5 სექტემბერს, 18:00 საათზე, დინამო არენას მედიაცენტრში, დიდიე დეშამის მატჩისწინა, ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება. 19:30 წუთიდან კი, საფრანგეთის ნაკრების ოფიციალური ვარჯიში დაიწყება, რომელიც მედიისთვის 15 წუთით იქნება ღია. აქვე გეტყვით, რომ ვარჯიშზე მაყურებელი არ დაიშვება და მხოლოდ მედიის წარმომადგენლები შეძლებენ დასწრებას.
6 სექტემბრის მატჩის შემდეგ, ფრანგები ბელარუსთან მატჩისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებენ და საქართველოს დედაქალაქში კიდევ ორ დღეს დარჩებიან.
7 სექტემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რადისონში“ დიდიე დეშამის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. ამავე დღეს, საღამოს 19:00 საათიდან, „დინამო“ თბილისის საწვრთნელ ბაზაზე საფრანგეთის ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება; ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ მედიისთვის.
სფფ-ის პრესსამსახური






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (26)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)