ჟორჟიკაშვილმა ნაკრები საესპანეთოდ შეკრიბა

საქართველო 17-თებ, 19:409 Sportnews 2820


საქართველოს 17– წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – კობა ჟორჟიკაშვილმა შეგირდები „მიხეილ მესხის“ სტადიონზე შეკრიბა და წინასაესპანეთოდ პირველი ვარჯიში გამართა.

17– წლამდელები, 21 თებერვალს, გამთენიისას ესპანეთში მიემგზავრებიან, სადაც 22 და 24 თებერვალს იქაურ თანატოლებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

„მიხეილ მესხზე“ თექვსმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა. მათ შორის არ იყვნენ მხოლოდ ლუკას ჰუფნაგელი და ნაკრების ახალწვეული ნიკა ტარყაშვილი, რომლებიც გუნდს ესპანეთში შეუერთდებიან.

ნაკრებთან ერთად ივარჯიშა უკრაინიდან ახლადდაბრუნებულმა ბაჩანა არაბულმა, რომელიც კიევის „დინამოში“ იმყოფებოდა სინჯებზე.

ჟორჟიკაშვილის გუნდი, 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა ურეკში, სადაც 4 საკონტროლო მატჩი გამართეს საქართველოს ჩემპიონატის პირველი და უმაღლესი ლიგის გუნდებთან. მათ გამარჯვება მოიპოვეს „გურიასთან“ და „ოზურგეთთან“; ფოთის „კოლხეთთან“ და ბოლნისის „სიონთან“ კი, დამარცხდნენ.

კობა ჟორჟიკაშვილი განვლილი შეკრებით კმაყოფილია. მისი თქმით, ჩატარებული თამაშები მომზადების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო და სასელექციო ხასიათსაც ატარებდა. შედეგად, 17– წლამდელებს კიდევ ორი ახალი ფეხბურთელი შეემატა – მეკარე გიორგი ბერია და ნახევარმცველი შალვა ექვთიმიშვილი.

რაც შეეხება ნაკრების დებიუტანტ ნიკა ტარყაშვილს, მას კობა ჟორჟიკაშვილი პირადად დააკვირდა ბელგიაში, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ანტვერპენის „ბეერსხოტში“ თამაშობს. ტარყაშვილი თავდამსხმელია და მწვრთნელი მას საკმაოდ საინტერესო და ტექნიკურ ფეხბურთელად მიიჩნევს.

ესპანეთის ნაკრებთან სპარინგს კი, 17– წლამდელთა დამრიგებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

კობა ჟორჟიკაშვილი: „ჩემი აზრით, ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით. ამ გუნდის მწვრთნელს მე პირადად ვიცნობ და ამ მხრივაც საინტერესო იქნება ჩვენი შეხვედრა. ჩვენი გუნდები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ეს თამაშები ძალიან წაგვადგება. ჩვენს რეალურ ძალასაც დავინახავთ და იმ ხარვეზებსაც, რაზეც გვექნება შემდგომში სამუშაო.“

მადრიდში გამგზავრებამდე, 17– წლამდელები ვარჯიშებს „მიხეილ მესხზე“ გამართავენ.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 17 თებერვალი 2011 23:12
Vano_Alonso,

რა განმეორებითი შეხვედრა?? ეს ამხანაგური , ტურნე აქვთ ესპანეთში
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Vano_Alonso 17 თებერვალი 2011 21:29
განმეორებითი შეხვედრა როდის იქნება??



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)