დღის ახალი ამბები

როდის დაშორდა ტოჩინოშინი ქართველ მეუღლეს და ვისგან შეეძინა მეორე შვილი, რომელსაც იაპონიაში პაპის სახელი დაარქვა?

როდის დაშორდა ტოჩინოშინი ქართველ მეუღლეს და ვისგან შეეძინა მეორე შვილი, რომელსაც იაპონიაში პაპის სახელი დაარქვა?
21-11-2023, 22:23


სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ლეგენდარული სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მეორე შვილის მამა გახდა. ამ სასიხარულო ამბავში მოულოდნელი ის აღმოჩნდა, რომ ქართველ სპორტსმენს შვილი ქართველი მეულისგან კი არა, იაპონელი ქალისგან შეეძინა. გაირკვა, რომ ტოჩინოშინი ქართველ მეუღლეს დაშორებული ყოფილა და რამდენიმე წელიწადია იაპონელ ქალბატონთან ერთად ცხოვრობს. არადა, ლევან გორგაძემ ძეგველ გოგონაზე 7 წლის წინ იქორწინა.

„ხა­რე­ბა გორ­გა­ძის მამა სამი თვის წინ გავ­ხდი. ის ჩემი მე­ო­რე შვი­ლია, ჩემ­თან ცხოვ­რობს და კი­დევ უფრო მძაფ­რად გან­მაც­დე­ვი­ნა რას ნიშ­ნავს მა­მო­ბა, შვი­ლის მოვ­ლა, მის­თვის ღა­მის გა­თე­ვა... სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს პირ­ველ ქა­ლიშ­ვილ­ზე - ანას­ტა­სი­ა­ზე არ მაქვს ამ­ხე­ლა ამა­გი... მე ია­პო­ნი­ა­ში ვარ, ანას­ტა­სია კი - მას ენაც­ვა­ლოს ჩემი სი­ცო­ცხლე, დე­დას­თან, ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ცხოვ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, იშ­ვი­ა­თად მაქვს მისი ნახ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ ვმო­ნა­წი­ლე­ობ მის აღ­ზრდა­ში... ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ ასე მოხ­და.

ხარებას დედა იაპონელია. რამდენიმე წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ. ვაჟიშვილს პაპაჩემის სახელი - ხარება დავარქვი. მამაჩემის მამას ხარიტონა ერქვა, ძალიან მიყვარდა და ჯერ კიდევ წლების წინ, იაპონიაში წამოსვლამდე გადავწყვიტე - თუ ვაჟი მეყოლება, ხარება უნდა დავარქვა-მეთქი! მადლობა უფალს, რომ ჩანაფიქრის ასრულების შესაძლებლობა მომცა“, - განუცხადა ტოჩინოშინმა "კვირის პალიტრას".

ტოჩინიშინმა 2016 წელს იქორწინა გოგონაზე, რომელიც მისი სკოლელი იყო. ორივენი ძეგვში სწავლობდნენ.

„მე და ნინო სოფელში, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენი სიყვარულის ისტორია მე-6 კლასში დაიწყო. შარშან გადავწყვიტეთ, გვექორწინა. ხელი მოვაწერეთ და ჩამოვიყვანე იაპონიაში, ქორწილი ტოკიოში გადავიხადეთ 31 იანვარს. ნინომაც საქორწინო კიმონო შეიძინა. ასე რომ, ორივემ კიმონოში გამოწყობილებმა ვიქორწინეთ...", - განაცხადა მაშინ ქართველმა სპორტსმენმა.





წყარო: stily.ge




გაზიარება
მოინახულეს 802-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. როდის დაშორდა ტოჩინოშინი ქართველ მეუღლეს და ვისგან შეეძინა მეორე შვილი, რომელსაც იაპონიაში პაპის სახელი დაარქვა?
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. როდის დაშორდა ტოჩინოშინი ქართველ მეუღლეს და ვისგან შეეძინა მეორე შვილი, რომელსაც იაპონიაში პაპის სახელი დაარქვა?
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
რეკლამა