21-წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ გაემგზავრა

საქართველო 21-მარ, 23:159 admin 2576


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 21 მარტს გამთენიისას ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც 23-29 მარტს ქალაქ კლაგენფურტში ოთხთა ტურნირ „ალპე ადრიაზე" ისრაელის, რუმინეთისა და ალბანეთის 21-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ კლაგენფურტში 20-კაციანი შემადგენლობა წაიყვანა.

გაბელია საერთაშორისო ტურნირს ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად და ძირითადი ბირთვის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენებს, რომლებსაც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაეყრდნობა. ქართველ 21-წლამდელებს პირველი ოფიციალური მატჩის ჩატარება ხორვატიის ქალაქ პულაში მასპინძელთა ნაკრებთან მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ გაბელიას გუნდს მეტოქეებად ხორვატიის გარდა ესპანეთი, შვეიცარია და ესტონეთი ეყოლებათ.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები

მეკარეები: გიორგი მაკარიძე („ლე მანი", საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა („დინამო", თბილისი).

მცველები: ლევან კაკუბავა („დინამო", თბილისი), მამუკა კობახიძე („ზესტაფონი"), გიორგი ოთარაშვილი („სპარტაკი", ცხინვალი), ივანე კანდელაკი (უგუნდო), დავით ხოჭოლავა („საბურთალო").

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე (ორივე - „დინამო", თბილისი), თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ძალამიძე („ვიძევი", პოლონეთი), ნიკა აფაქიძე („ბაია", ზუგდიდი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩივეცი", უკრაინა), დავით კაკულია („ოლიმპია", მოლდოვა).

თავდამსხმელები: გიორგი ილურიძე („ანჟი", რუსეთი), ირაკლი ქობალია („ბაია", ზუგდიდი), ირაკლი კვეკვესკირი („პეჩი", უნგრეთი), თემურ შარაშენიძე („დიორი", უნგრეთი), გიორგი ჭანტურია („ვიტესი", ჰოლანდია), ირაკლი შეყილაძე („ემპოლი", იტალია).

მატჩების ჩატარების განრიგი

23 მარტი: საქართველო-ისრაელი, ალბანეთი-რუმინეთი
26 მარტი: საქართველო-ალბანეთი, რუმინეთი-ისრაელი
29 მარტი: საქართველო-რუმინეთი, ალბანეთი-ისრაელი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (8)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი