საქართველო-ხორვატია უკანასკნელი ამბები

საქართველო / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 25-მარ, 23:089 Sportnews 3712


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ხორვატიასთან გასამართი მატჩის წინ ბოლო ვარჯიში "ეროვნულზე" გამართა. ეროვნულმა გუნდმა ვარჯიში 17:20 წუთზე დაიწო, თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელები დაახლოებით საათსა და ოც წუთს ავარჯიშა. ნაკრებს მოთელვა ფიზმომზადების მწვრთნელმა მიხალის მიხალისმა ჩაუტარა, რასაც დაწყვილებულ ფეხბურთელებში გადაცემების კეთება, გაწელვები და კვადრატები მოჰყვა... ფიზმომზადების მწვრთნელმა ფეხბურთელებს კიდევ რამდენიმე ვარჯიში ჩაუტარა, მერე კი ორკარა დაიწყო. ნაკრების თავკაცს წინა დღეების მსგავსად "წითლებისა" და "ყვითლების" შემადგენლობა არ შეუცვლია.

"ყვითლები": რევიშვილი, კალაძე, ხუბუტია, სალუქვაძე, ამისულაშვილი, დაუშვილი, ხიზანიშვილი, გოგუა, იაშვილი, გელაშვილი, დვალიშვილი. "წითლები": ლორია, კაშია, კვირკველია, ხიდეშელი, კობიაშვილი, ალადაშვილი, გურული, კანკავა, მარცვალაძე, მოდებაძე, სირაძე.

თავდაპირველად, შემტევი გუნდის სასარგებლოდ თამაშობდა ალექსანდრე კოშკაძე, მაგრამ სანდრო გურულის დაშავების შემდეგ, ის "წითლებს" შეუერთდა. "ორმხრივი" 1:1 დასრულდა -"ყვითლებიდან" საჯარიმო ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, ხოლო ანგარიში ირაკლი მოდებაძემ გაათანაბრა. რაც შეეხება გურულის ტრავმას - ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელმა ფეხი ორმხრივი თამაშის მიწურულს ალექსანდრე ამისულაშვილთან შეჯახების შემდეგ მიიღო და ხორვატებთან მისი თამაში სათუო გახდა, თუმცა საბოლოო სიტყვას ექიმები 26 მარტს დილით იტყვიან.

საქართველო-ხორვატიის დაპირისპირება ეროვნულ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება და მას იტალიელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება - მთავარი მსაჯი პაოლო ტალიავენტო, ასისტენტები - ლუკა მაჯიანი, ნიკოლა ნიკოლეტი, მეოთხე მსაჯი - პაოლო ვალერი. უეფას მიერ, მატჩზე დელეგატად მივლენილია პოლონელი კაზიმირჟ ოლეშეკი, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი - შვეიცარიელი მარკუს ნობლია.

რაც შეეხებათ ხორვატებს - სლავენ ბილიჩის გუნდი ეროვნულ სტადიონზე 19:00 საათზე მოვიდა, რასაც ხორვატთა თავკაცის პრესკონფერენცია მოჰყვა. ბილიჩმა თავშეკავებული კომენტარი გააკეთა, თუმცა არ დაუმალავს, რომ თბილისში მისი გუნდი 3 ქულის ასაღებად ჩამოვიდა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ბილიჩმა თავისი გუნდი ”ეროვნულზე” ავარჯიშა. ხორვატები განწყობას ნამდვილად არ უჩიოდნენ და ყველა მონდომებით ვარჯიშობდა, ერთადერთი ლუკა მოდრიჩი იყო, ვინც ცალკე ემზადებოდა, როგორც ჩანს ბილიჩი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ძალიან უფრთხილდება. ”ტოტენჰემის” ფეხბურთელს ბოლო დროს ტრავმა აწუხებდა და ბოლომდე ჯანზე ვერ არის, თუმცა ცხადია ხვალ ითამაშებს. სამაგიეროდ, ძალიან დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს მეორე ”ტოტენჰემელი” ვედრან ჩორლუკა, ვისაც ისედაც ჰქონდა გარკვეული პრობლემები, თბილისური ვარჯიში კი თავად შეწყვიტა...

პრესკონფერენცია


სლავენ ბილიჩი (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):" მადლობა დახვედრისთვის და ყურადღებისთვის. კარგ თამაშს ველი და საამისოდ რამდენიმე მიზეზი მაქვს, ტრიბუნები გაივსება და საქართველოს დიდი მხარდაჭერა ექნება, გარდა ამისა ერთმანეთს ორი ისეთი ნაკრები ეთამაშება, რომელიც შარშან ევროპული ნაკრებებიდან არ დამარცხებულა, თუმცა ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ.

მართალია ტრავმის გამო ორი გამორჩეული თავდამსხმელი ოლიჩი და ედვარდო გვაკლია, მაგრამ მათი შემცვლელებიც გვყავს.

თბილისში სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით და ფრეზე ახლა არ ვფიქრობთ, თუმცა ვნახოთ შეიძლება მერე ფრითაც ბედნიერი ვიყო. ქართველებს კარგი ინდივიდუალისტები გყვათ, რასაც გუნდური თამაშიც დაემატა, ეს კი თემურ ქეცბაიას დამსახურებაა".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Giuna-Manche 26 მარტი 2011 09:59
გავაბახებთ ხორვატებს 8
admin 26 მარტი 2011 00:25
FCB,
როგორც უნდა ისე ითამაშოს მთავარია სულ მცირე ფრე მაინც ვითამაშოთ
FCB 25 მარტი 2011 23:20
ისე ბარემ ისიც დაეწერათ რა ტაქტიკით ითამაშებენ :D
Sportnews 25 მარტი 2011 23:10
გურული სლოვენიასთან მომეწონა , შემოვიდა გაიტანა და კარგადაც ითამაშა, მერე სომხეთთან ტრავმის გამო არ იყო და იმედია ეხლაც სერიოზული ტრავმა არ ექნება და ხვალინდელ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას თორე ამდენი ტრავმა უკვე ზედმეტია 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი