"ბედნიერები ვართ"

საქართველო / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 27-მარ, 11:299 Sportnews 3909


ბოლოს როდის მოხდა ეს გახსოვთ ?? რაზე გეკითხებით ? რა თქმა უნდა გავსებულ სტადიონზე და მსოფლიოს მერვე ადგილოსან გუნდის დამარცხებაზე , ხორვატია , რომელიც მსოფლიოში განთქმული ნაკრებია ჩვენმა ბიჭბმა უქულოდ გაუშვეს და ქართველი ერი გაახარეს.

ბავშვი , ბიჭი , გოგო , კაცი , ქალი , მოხუცი თუ ახალგაზრდა ყველა ერთად ერთიანად ჩახუტებით აღნიშნავდა გუშინდელ ისტორიულ გამარჯვებას , კაია სხვა სპორტის სახეობაში წარმატება , მაგრამ დამეთანხმებით ფეხბურთი მაინც განსაკუთრებით გვიყვარს ქართველებს და გუშინდელი დღე და ღამე "საგიჟეთი" იყო საქართველოში , ჯერ სტადიონზე ატმოსფერო , როდის იყო , რომ თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათით ადრე სტადიონი ნახევარზე მეტად გავსებული იყო.

მინდა პირადად მადლობა გადავუხადო საქართველოს ნაკრების ყველა წევრს , აბსოლიტურად ყველა წევს , წევრებში არ შედის მარტო ფეხბურთელები , ყველა მწვრთნელით დაწყებული უბრალოდ თანამშრობლით დამთავრებული , არც კი მინდა ვიფიქრო და არც მოგვასწრეს ქართველმა ფეხბურთელებმა ამას, რა მოხდება ამდენ შეკრებილ ხალხს იმედები რომ გაცრუებოდა? , ბიჭებმა არ გაგვიცრუეს იმედები და ჩვენ რაღატომ უნდა ვიფიქროთ ახლა , ვიფიქროთ მხოლოდ წარმატებაზე , მოგებაზე და ახლა რეალური შანსია ევრო 2012 ზეც ვიფიქროთ , რომელიც უკვე ასე ახლოა.

30 მარტს მეტად მნიშნველოვანი შეხვედრა ელის ქართველებს , საქართველოს ნაკრები ისრაელის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა , ეს შეხვედრა უფრო ფართოდ დაგვანახებს საქართველოს ნაკრების შანსებს.

რაც არ უნდა მოხდეს დარჩენილ ტურებში , იმედია მხოლოდ კარგი მოხდება , მაგრამ მე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ევრო 2012 წლის შესარჩევში უკვე დადებითად ჩავთვლი და ნებისმიერ შემთხვევაში ამ ნაკრებს თემურ ქეცბაის მეთაურობით ყველა გვერდზე უნდა დავუდგეთ , რომელიც პოტენციურად კიდევ უფრო 10 ჯერ ძლიერია.

კიდევ ვერ ვხატავ ჩემს მთლიან ემოციებს , რომელიც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მაქვს , ჩემი ემოციების მცირე ნაწილის გადმოცემა შევეცადე ამ სტატიით , რადმდენად გამომივიდა თუ არა თქვენი შესაფასებელია , მაგრამ მთავარი საქართველოს ასეთი წარმატებაა და არა ჩემი მორიგი რიგითი სტატია.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
levancho 27 მარტი 2011 20:36
კარგია რომ მივიდეთ გილოცავთ
Sportnews 27 მარტი 2011 14:43
lotthar_matthaus,
გაიხარე
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 27 მარტი 2011 14:36
ყოჩაღ გოგა,ნელ ნელა ნამდვილად იხვეწები...



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (129)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი