დღის ახალი ამბები

"გეტყვით, კვარაცხელია "რეალში" როდის გადავა"

"გეტყვით, კვარაცხელია "რეალში" როდის გადავა"
16-01-2024, 13:47

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ფრანკო კამოციმ Sky Italia-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ჯაკომო ბონავენტურას წარმომადგენლის თქმით, "კვარა" "რეალის" დონის გუნდში თამაშს დაახლოებით 2 წელიწადში შეძლებს:

"ვერ ვიტყვი, რომ ხვიჩას ცუდი სეზონი აქვს, შეიძლება ითქვას, რომ "ნაპოლი" არადამაჯერებლად გამოიყურება. ვიცი, რომ "რეალის" ყურადღების ცენტრშია. ვფიქრობ, ქართველი ასეთი დონის გუნდში გადასასვლელად მზადაა. შესაძლოა, ამისთვის კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დასჭირდეს, მაგრამ მსგავს კლუბს 2 წელიწადში შეუერთდება", - განაცხადა კამოციმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს იტალიის სუპერთასზე, "ფიორენტინას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 18იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

წყარო: sportall.ge




გაზიარება
მოინახულეს 433-ჯერ
კომენტარები
რეკლამა