სოციალურ ქსელში საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ აქამდე უცნობი ინფორმაცია გავრცელდა. ვაჟა ფშაველას შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ ჩოგბურთელი წლების წინ ერთ მეცხრე კლასელ ბავშვს დაეხმარა, რომელსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა.
„მეცხრე კლასში იყო ჩემი შვილი, როცა თავისი კლასელის მძიმე ავადმყოფობის ამბავი მოიტანა სახლში. შევწუხდი ძალიან, წუხდა და დარდობდა მთელი კლასი. ბავშვებმა ფულიც კი შეაგროვეს მისთვის, ისე საჩუქრებით რომ გაეხარებინათ, თორე ის კაპიკები მის მკურნალობას როგორ ეყოფოდა! ხშირად ვკითხულობდი მის ამბავს.ბოლოს კარგი ამბავი გავიგე, ბავშვი გერმანიაში წაიყვანეს, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში და გადაარჩინეს! მკურნალობის თანხა თავიდან ბოლომდე წარმატებულ და შეძლებულ ჩოგბურთელს დაუფარავს…
როცა ბასილაშვილის ოჯახური სკანდალი აგორდა, მაშინღა გავიგე, ვინ ყოფილა ის ჩოგბურთელი ბავშვს რომ უშველა“ – წერს ლელა რაზიკაშვილი.
ბასილაშვილმა ბავშვი სიკვდილისგან იხსნა - რა გმირობა ჩაიდინა ქართველმა ჩოგბურთელმა ?
18-01-2024, 19:59
გაზიარება
მოინახულეს 1 143-ჯერ
კომენტარები
17-04-2024 14:21
318
გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „ევროპის ჩემპიონატსაც ვითამაშებთ და ევროკავშირშიც შევალთ!!! ეს ის ბიჭები არიან, ისტორიას რომ წერენ“
ვრცლად
17-04-2024 09:27
234
კვარაცხელიას მორიგი აღიარება – რა სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი ქართველი ვარსკვლავის შესახებ
ვრცლად
17-04-2024 08:28
1 603
“რუსეთის დდშვ..” – რა პოსტს აქვეყნებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ამ წუთებში?
ვრცლად
16-04-2024 15:32
1 567
ილია თოფურიამ საყვარელ ქალზე იქორწინა (ფოტოები)
ვრცლად