კუდ-მა კორუფციულ გარიგებებში მყოფი ფეხბურთელები დააკავა

საქართველო 02-მაი, 14:389 Sportnews 2045


კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, გამოავლინეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე საფეხბურთო კლუბების კორუფციული გარიგებები ტოტალიზატორების შავი ბიზნესის წამომადგენლებთან. გამოვლენილი იქნა: საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიის" კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირთაძე, ზუგდიდის ”ბაიას" კაპიტანი როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვართაგავა და თბილისის ”ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია.

ისინი სისტემატურად შედიოდნენ ფარულ გარიგებაში ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელ დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობით თანხების სანაცვლოდ, წინასწარ, ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშების შედეგებს, ამგვარად, გამოვლენილი იქნა შემდეგი თამაშები:

2011 წლის 15 აპრილს გამართული სამტრედიის და ბოლნისის “სიონის" მატჩი, რომელშიც სამტრედიის გუნდმა აიღო 15 000 ლარი. 2011 წლის 19 აპრილს ჩატარებული თბილისის “დინამოსა" და ზუგდიდის “ბაიას" მატჩი, ”ბაიას" გუნდმა აიღო 12 000 ლარი. 2011 წლის 30 აპრილს ჩატარებულ “ვიტ ჯორჯიასა" და “სიონის" მატჩი, “ვიტ ჯორჯიას” გუნდმა აიღო 20 000 ლარი.

ძიება გრძელდება, გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 2 მაი 2011 15:31
Vano_Alonso,
მართალი ხარ არა მგონია მხოლოდ 3 თამაში იყოს გარიგებული , კიდევ გამოიძიონ უნდა

Vano_Alonso,
მართალი ხარ არა მგონია მხოლოდ 3 თამაში იყოს გარიგებული , კიდევ გამოიძიონ უნდა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Vano_Alonso 2 მაი 2011 15:17
ფუუუუუ.... ამის გამოა მერე ქართული ფეხბურთი რომ ძულთ :@ კიდე ბევრია გამოსაჩხრეკი და თან მალე თორე უკან უკან წავა ჩვენი საქმე
admin 2 მაი 2011 14:54
აუ მაგაზე ინფორმაციას ვეძებდი ეხლა რა კარგია რო დედეს. კუდ 4ევერ

ვფიქრობ რომ ბევრისთვის მიუღებელია სპორცმენების დაჭერა რაც გამოჩნდა დემეს დაკავების შემდეგ მაგრამ ხალხნო ჯანსაღი აზრი შეინარჩუნეთ გთხოვთ, დამნაშავეს ადგილი სტადიონზე არ არის!
Sportnews 2 მაი 2011 14:39
კომენტარი ზედმეტია მგონი
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (8)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი