დაკავებული ფეხბურთელები გაათავისუფლეს

საქართველო 03-მაი, 00:239 Sportnews 2036


შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაკავებული ფეხბურთელები: გიგა ბეჭვაია (“ვიტ ჯორჯია”), როინ ონიანი, ლევან ვართაგავა (ორივე “ბაია”), სპარტაკ გოგია და კახაბერ კირთაძე (“სამტრედია”) დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

გიგა ბეჭვაიას განცხადებით, იგი მოწმის სტატუსით დაიკითხა. დანარჩენებმა კი ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

შეგახსენებთ, დღეს მოდულის შენობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგო თოფურიძემ განაცხადა, რომ ოპერატიულად წარმოებული გამოძიების საფუძველზე, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი დააკავეს.

ფარული ვიდეოჩანაწერებიც გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ საუბრობენ ფეხბურთელები ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელ დავით გაბედავასთან და დიდი ოდენობით თანხების სანაცვლოდ, ხელოვნურად განსაზღვრავდნენ თამაშის შედეგებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
ZincH 3 მაი 2011 20:11
იმედია აღარ განმეორდება ასეთი ფაქტი
Mr.Black And White 3 მაი 2011 16:08
ფული არ ქონდათ და რატო არა... 200 ლარი რა ხელფასია...
admin 2 მაი 2011 15:49
დაიცა დაიჭირესო აბა?
ყველა გამოუშვეს? არა ფაქტია რო ეს საქმე დაჭერების გარეშე არ ცაივლის!



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (116)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი