უეფა–ს გზავნილი: გააგრძელეთ გამოძიება!

საქართველო 04-მაი, 11:439 admin 1689


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოდან წერილი მოვიდა, სადაც უეფა რეკომენდაციას გვაძლევს, სფფ და ქართული საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ და გამოიკვლიონ ის საეჭვო თამაშები, რომელთა შესახებაც პლატინის უწყებას გარკვეული ეჭვები გაუჩნდა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩაწყობილ–გაყიდული მატჩებისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ფეხბურთელების გამოაშკარავება, ქვეყანაში ერთ–ერთ ყველაზე ხმაურიან სკანდალად იქცა.

იმ ჩაწყობილი მატჩების რიცხვს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა (2011 წლის 15 აპრილს გამართული მატჩი „სამტრედიასა“ და ბოლნისის „სიონს“ შორის, რომელშიც სამტრედიელებმა აიღეს 15 ათასი ლარი. 2011 წლის 19 აპრილს ჩატარებული მატჩი თბილისის „დინამოსა“ და ზუგდიდის „ბაიას“ შორის, რომელშიც „ბაიამ“ 12 ათასი ლარი აიღო და 2011 წლის 30 აპრილის კალენდარული მატჩი „ვიტ ჯორჯიასა“ და ბოლნისის „სიონს“ შორის, რომელშიც „ვიტ ჯორჯიამ“ 20 ათასი ლარი აიღო), დღეს, უეფა–ს მიერ საეჭვოდ მიჩნეული თამაშებიც დაემატა. ესენია: 2010 წლის 21 ნოემბერს გამართული შეხვედრა „ვიტ ჯორჯიასა“ და ცხინვალის „სპარტაკს“ შორის. ამავე კლუბებს შორის, 2010 წლის 1 დეკემბერს ჩატარებული სათასო მატჩი და 2011 წლის 12 თებერვალს, ფოთის „კოლხეთისა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირება. უეფა–ს წერილს თან ახლავს სათანადო დოკუმენტაცია და მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რამდენი ფსონი იდებოდა ზემოთხსენებულ მატჩებზე, ერთ–ერთ აზიურ ტოტალიზატორში.

2 მაისს, ფეხბურთის ფედერაციაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, გადაწყდა, რომ 3 მაისს, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები შეიკრიბებოდნენ და ერთად იმსჯელებდნენ მსგავსი სამარცხვინო ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და კორუფციულ გარიგებებში ჩართული ფეხბურთელების დასჯის მეთოდებზე.

წარმომადგენლობითი შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, დღის 3 საათზე შედგა. შეხვედრას სფფ–ს ხელმძღვანელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები, საქართველოს ეროვნული, ახალგაზრდული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები, ვეტერანი ფეხბურთელები, საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სფფ–ს პრეზიდენტმა საზოგადოებას უეფა–დან მოსული წერილის შინაარსი გააცნო და ამის შემდეგ, სიტყვა დარბაზში მსხდომთ გადასცა, რათა მათ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ მომხდართან დაკავშირებით და სიტუაციის გამოსწორებისთვის საჭირო გამოსავალი შემოეთავაზებინათ.

მსჯელობა საკმაოდ ემოციური გამოვიდა, თუმცა, მთავარ თემასთან მიმართებაში არა, ვინაიდან, დამსწრე ვეტერანი ფეხბურთელებიდან რამდენიმემ, ამ შეხვედრაზე, კამერების წინ პროვოკაციულად მოინდომა საკუთარი პირადი პრობლემების მოგვარება, პირადი ანგარიშსწორებები, რის გამოც, საბოლოოდ, დარბაზში ხმაური ატყდა. როგორც ჩანს, ის ძალიან სამარცხვინო და მტკივნეული პრობლემა, რაზე სალაპარაკოდაც ამ დღეს საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ზოგიერთი ვეტერანისთვის მეათეხარისხოვანია (იყო და იქნება!) და მათ მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებთ. ასე რომ, ლოგიკურად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღმოიფხვრება თუ არა ეროვნულ ჩემპიონატში მსგავსი მანკიერებები, იქნება კორუფციული გარიგებები თუ არა, ამ ადამიანებისთვის სულ ერთია და უამრავი დამსახურებული ადამიანისგან განსხვავებით, მათ მხოლოდ ხმაურის ატეხვა და მყვირალა განცხადებების კეთება ეხერხებათ.

საბოლოოდ, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უდიდესი ყურადღებით დააკვირდებიან ჩემპიონატის მატჩებს და საეჭვო ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ყველა ეჭვმიტანილი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

სპორტის მინისტრის თქმით, სამინისტროც აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესებში, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს მსგავსი ფაქტები და ბოლოსდაბოლოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი განვითარების სწორ გზას დაადგეს.

რაც შეეხება უკვე გამოაშკარავებულ გაყიდულ მატჩებსა და ამ გარიგებაში მონაწილე ფეხბურთელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა–ს და ფიფა–ს რეკომენდაციების მიღების შემდეგ, იმსჯელებს და მათ შესაბამის სანქციებს დაუწესებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Mr.Black And White 4 მაი 2011 19:36
აუ დაბანეთ რა ეს ფლუდერი...



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი