თემურ ქეცბაია: ოცი წელი დუმდით, ამიტომ ეტირა დედა ფეხბურთს!

საქართველო 04-მაი, 21:149 Sportnews 3125


კუდ-ის მიერ ტოტალიზატორებთან კორუფციულ გარიგებებში მონაწილე მოთამაშეთა გამოვლენა მიწისძვრა იყო, რასაც ლამის დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა.

ცუნამის გარდა სხვა არაფერი ითქმის, რაც გუშინ მოხდა: სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. უნდა ემსჯელათ საქართველოს ჩემპიონატში გარიგებებზე. ანონსირებულიც იყო, რომ შეხვედრის მონაწილეები "ერთიან პოზიციას დააფიქსირებდნენ".

თუმცა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მსჯელობასა და ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას ვინ ჩივის, შეკრება ისე დაძაბულად წარიმართა, უეფას მიერ გამოვლენილი მორიგი უმძიმესი ბრალდებებიც კი გადაფარა.

შეხედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ, ოღონდ დეტალურად იხილეს კუდ-ის ფარული ჩანაწერები, სადაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მატჩების ჩაწყობაზე "ჭუკჭუკებდნენ".

ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მორიგი სკანდალური მასალები ამოატივტივა:

- უეფადან გამოგზავნილი წერილიდან ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების კიდევ სამი მატჩი ცნეს საეჭვოდ და გვთხოვეს, ყურადღება მივაქციოთ. ლაპარაკია 2010 წლის 21 ნოემბერს "ვიტ ჯორჯიასა" და ცხინვალის "სპარტაკს" შორის გამართულ შეხვედრაზე (0:1), მეორე 1 დეკემბერს იმავე გუნდებს შორის თასზე "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვებით დასრულდა (2:1). ასევე საეჭვოდ ჩათვალეს 12 თებერვალს ჩემპიონატის მატჩი ფოთის "კოლხეთსა" და "სამტრედიას" შორის (2:1)). "ვიტ ჯორჯიასა" და "სპარტაკის" სათასო შეხვედრის შედეგიც კი წინასწარ იყო განსაზღვრული.

უეფას წერილში იყო დეტალური ამონაწერი აზიური ტოტალიზატორებიდან, ამ შეხვედრებში რომელ წუთზე, რა ცოცხალი ფსონი იდებოდა. ჩვენ საკითხი უნდა გამოვიძიოთ და უმოკლეს ვადაში უეფას პასუხი გავცეთ, რა მოხდა. ჩენთვისაც ცნობილი იყო რაღაც, მაგრამ, ცხადია, მოთამაშეთა დაკავებამდე ასეთ დეტალებს არ ვფლობდით. ისე, ამერიკელები "ოსკარით" ალ პაჩინოსა და რობერტ დე ნიროს რომ აჯილდოებენ, ჩვენ ეს პრიზი როინ ონიანს უნდა გადავცეთ. არ მეგონა, ასეთი მსახიობი თუ იყო.

ჩვენი სურვილია დღეს სატკივარზე ვილაპარაკოთ, სად მივდივართ და რა ვქნათ.

არჩილ არველაძე: - მატჩებს ყველგან აწყობენ, მაგრამ მომხდარის გამო მრცხვენია. ჩვენი ფეხბურთის სახელს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ზოგი უნდა მოიკვეთოს, ახალგაზრდებს კი გამოსწორების საშუალება მივცეთ. ზოგს ეს გამოუცდელობითა და უტვინობით მოუვიდა.


ვეტერან ფეხბურთელთა შეკრება ხმაურიან დაპირისპირებაში რევაზ ძოძუაშვილის გამოსვლის შემდეგ გადაიზარდა:
- ფეხბურთს ცნობილი ვეტერანები სწორედ მათ ჩამოგვაშორეს, ვინც ეს სენი დანერგა. აქ ჩუმად არიან ისინი, ვისაც სიტყვა ეთქმის. მაინცდამაინც ფიფამ და უეფამ უნდა გვითხრას, რომ მივხვდეთ? ეს მწვრთნელს არ უნდა ეპარებოდეს, მაგრამ ყველამ ვიცით, მათზე ლიცენზიას ვინ გასცემს. მიუშვით სადავეებთან ფეხბურთელები, მსაჯები, მწვრთნელები და აღარ იქნება ეს პრობლემები. ვინ არის ამ სცენარის დამწერი? ჩვენ გარდა საქმის გამკეთებელი ვინ არის?

ერთხელ ფეხბურთელი, რომელიც ფორმაში არ იყო, იაკუშინმა ძირითადში დააყენა. სთხოვეს, შევცვალოთო და იუარა, უნდა იწვალოსო. ჩვენ, ძველი ფეხბურთელები რომ ჩამოვიშორეთ, იმიტომაც გვაქვს საქმე კარგად, ჰოდა, ახლა ღირსები ხართ და უნდა იწვალოთ. თქვენც უნდა მიხვდეთ, დიდი ფეხბურთი ცოდნით, პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, მხოლოდ დიდი ფეხბურთელებიდან მოდის.

ლაპარაკისას ძოძუაშვილმა ხელი გაიშვირა იქით, სადაც ისხდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ფედერაციის გენერალური მდივარი რევაზ არველაძე, ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე ჩივაძე, გია ფირცხალავა და საპატიო ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა.

ზვიად სიჭინავა: - ვინ, ამათ უნდა იწვალონ? ჩივაძე არ იყო დიდი ფეხბურთელი, ხურცილავა თუ ქეცბაია?

ლადო ვარძელაშვილი: - ეტყობა, ჩემზეა ლაპარაკი.

ძოძუაშვილი: - ჩემნაირი ბევრი გყავს, ხურცილავასა და ჩივაძეს რომ ამბობთ, ძოძუაშვილი რატომ არ დაიყენეთ გვერდით? ჰოდა, იწვალეთ, ღირსები ხართ. (სიჭინავას) შენ აქ სხვა რამეზე ხარ მოსული, იმას ვგულისხმობ, ვინც დუროვის ცირკში მუშაობდა, ცირკაჩი.

ძოძუაშვილის აგდებულმა ტონმა სიჭინავა ააღელვა: - მე იქაც პროფესიონალი ვიყავი და აქაც. შენ ცოტა ჭკვიანურად ილაპარაკე, ნუ "ბლატაობ".

მათ შორის ხალხი რომ არ ჩამდგარიყო, ვინ იცის...

ვარძელაშვილი: - აქ იმის გასარკვევად არ მოვსულვართ, სად იმუშავებს ძოძუაშვილი. ქართული ფეხბურთის სატკივარი უნდა განვიხილოთ.

ძოძუაშვილს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია შეეპასუხა:
- მე გავცემ ძოძუაშვილს პასუხს. ეს ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი არავის სჭირდება. 20 წელია ხმა არ ამოგიღიათ, ვისაც დიდი ფეხბურთი გითამაშიათ და ქართულ ფეხბურთს ამიტომ ეტირა დედა. მხოლოდ ახლა ამოიღეთ ხმა, როცა საქმე გაფუჭდა. ფეხბურთს მოედნები და უამრავი სტადიონი რომ წაართვეს, სად იმალებოდით? იყავით სადღაც მიყუჟულები და ელოდებოდით, როდის რა მოხდებოდა. ასე სადაა, ძმაო...

ქეცბაიას ვახტანგ კოპალეიშვილი და გოჩა მაჩაიძე არ დაეთანხმნენ, სხვა ვეტერანი ფეხბურთელებიც შეეპასუხნენ. უთხრეს, ჩვენ ადრეც ვიღებდით ხმასო.

დარბაზში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ფედერაციის ხელმძღვანელთა მოთხოვნით შეკრება ჟურნალისტებისთვის დაიხურა. თუმცა შევიტყვეთ, რომ დუღილის ტემპერატურა არ დაცემულა. დახურულ დარბაზში მდგომარეობა ისევ ძოძუაშვილის მონაწილეობით დაიმუხტა, რომელიც ამჯერად არჩილ არველაძეს ეკვეთა.

გულდასაწყვეტი იყო, ისეთი ხმები გამოდიოდა დარბაზიდან, სადაც თითოეული ჩვენგანისთვის სათაყვანო ადამიანები ფეხბურთზე სალაპარაკოდ შეიკრიბნენ, სინამდვილეში კი ჩხუბამდე ცოტა დააკლდათ. თუმცა, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვფიქრობ, საფეხბურთო სამყაროს ასეთი ემოციური და გულახდილი ლაპარაკი სჭირდებოდა. ვითომ აკადემიურ, სინამდვილეში კი ფუჭ, არაფრისმომცემ, ფარისევლურ ლაპარაკსა და წაყრუებას შედეგი არასოდეს მოუტანია.

საბოლოოდ, შეხვედრაზე მედია მაინც დაუშვეს, მაგრამ ამ დროისთვის ვნებები ჩამცხრალიყო. ვითარება ლადო ვარძელაშვილმა განმუხტა, რომელმაც პირობა დადო, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით უმკაცრეს ზომებს მიიღებს.

სიჭინავას თქმით კი, უახლოეს დღეებში უეფას მოთხოვნებისა და არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით ფედერაცია კონკრეტულ ზომებს მიიღებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 5 მაი 2011 23:15
ლოთარ_მათეუსი,
მთლად მართალიც არ ხარ , მე სიჭინავა ძალიან მომწონს , მომწონს რადგან ფაქტია ქართულ ფეხბურთში ბოლო პერიოდში უდიდესი პროგრესია და ყველაფერი ნე ნელა განვითარდება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 5 მაი 2011 23:11
FCB,
ხოდა მაგას ვამბობ ნინი რო ერთად ჭამენ და მერე გამოდიან და აფრქვევენ ბრძნულ აზრებს..მე მიმუშავია ფედერაციაში და ვიცი რა სიბუნძურეც ტრიალებს იქ...არ დამიწყო ეხლა ეს ადრე იყოო და ასე შემდეგ..ყველა თავის ერთ ადგილცე რო ფიქრობს იმიტო ააქრთული ფეხბურთI კარგად..ქეცბას საწინააღმდეგო როგორც მწვრთნელის და ფეხბურთელის არაფერი მაქსვ მაგრამ უზრდელია!!!
სიჭინავას რაც შეეხება მე ეს მაივიდეოზე ვნახე ვნახე იმიტო რო რო მითხრეს არ მეერა,საქართველოდ ფეხბურთIს ფედერაციის პრეზიდენტი თავის პირველ გამოსვლაში ამბობს : "მე ფეხბურთი კარგად არ მესმის!!!" მაშჰინ რისთვის მოვიდა?ტოხვნა და ბარვა არ გვჭირდება ძმაო ეგ ბერმა იცის..ფულის მჭამელები კიდე ხო უფრო ბევრია ქართUL ფეხბურთში
FCB 5 მაი 2011 23:04
რაულიტო,

თუ ჩემპიონი გახადა და ასე დაუწყო წუწუნი როგორც ეხლა დაიწყო დეპორტაცია რო არ გაუკეთეს არ გაგიკვირდა??

კიდე ერთხელ და უკანასკნელად გავიმეორებ რა.. პოლიტიკას და სპორტს ნუ ურევთ ერთმანეთში.. მე მგონი ქეცბაია და დემეტრაძე ცოტა ხანი მაინც ხო თამაშობდნენ ერთად თU არა და ორივე ფეხბურთელია და როგორმე ერთმანეთს შეხვდებოდნენ.. დახმარება რო შეეძლოს როგორ ფიქრობთ რამეს არ იზამდა? ალეკო შენ მაინც კარგად იცი ხმის ამომღებს რას უშვებიან.. ვიმეორებ აქ არის მთავრობის დაპირისპირება და როცა ის სტადიონები ჩამოართვეს ათასი უაზრო მიზეზი იყო ცალკე ფედერაციების ცალკე კლუბების.. ასე რო სადაც ხმის ამოღება შეიძლება იქაც არ იღებენ ხმას..
FC Bayern München 5 მაი 2011 23:02
რაულიტო,
გოგა მართალი ხარ ძმაო..ძოძუაშვილი ამათსავით არ უძვრება ზგზოგიერთებს და ამითOმ არის არასასურველი კადრი..
Sportnews 5 მაი 2011 22:59
FCB,
ლოთარ_მათეუსი,
თქვენი კომენტარები წავიკითხე და მგონი სიმართლეს უფრო ალეკო ამბობს , გასაგებია , რომ დამნაშავე დასასჯელია , მაგრამ რატომ დემეტრაძეს გოლებს არ ვიხსენებთ , როდესაც მთელი საქართველოს ვხარობდით? მე პირადა ბავშვი ვიყავი იმ დროს როდესაც დემე საქართველოს ნაკრების ლიდერი იყო , მაგრამ მაინც მახსოსვს მისი გოლები და სიხარული ,ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეწყალება , შეწყალება არ ნიშნავს , რომ სულ უნდა გაანთავისუფლო , არსებობს სადამჯელო სხვადასხვა ფორმები , შეიძლება გაუნახევრო , ან სახლიდან გაუსვლელი მისცე ან რავი არ ვარ მე მთლად კარგად ჩახედული , რაც შეეხება ძოძუაშვილის კიდევ ერთ ფაქტს მოვიყვან , კაცმა ოლიმპი ჩემპიონი გახადა და გუნდიდან გაუშვეს , რას ნიშნავს ეს???
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 5 მაი 2011 22:58
FCB,
და არ არიან კორუპირებულები?ხო მართალია ვინ ყავს გვერდში ?ერთიდაიგივე სასტავი ისინი ვინც ჭამდა ჟორდანიას დროს,ჭამდა ახალკაცის დროს და ეხლა ამასთან ერთად ჭამს რა არაა ასე?
მე რას გავაკეთებდი?ელემენტალურად იმას რომ მივიდოდი მაინც პროცესზე...
FCB 5 მაი 2011 22:51
ლოთარ_მათეუსი,

ქეცბაიას კი არა სააკაშვილს აღარ ეკითხებიან მოიცა რა.. და ამ პოლიტიკას ნუ რევთ სპორტში.. დემეს დაპატიმრება მთლიანად პოლიტიკური იყო და სპორტი არაფერ შუაშია.. და რა უნდა ექნა ერთი საინტერესოა შენ რო მაგათ ადგილას იყო რას იზამსი ერთი ძაან მაინტერესებს..

ფეხბურთს რონალდოც თამაშობს და ჩივაძეზე უკეთესადაც.. მაშინ ასე ვთქვათ გინდა? რაც ვიცი ისიც საკმარისია.. შენ თქვი და იგივეს ვიმეორებ - წავიდეს და იყოს იმ ლატვიაში ხოა გმირი და ხო სცემენ უკეთეს პატივს ვიდრე იქ? რატო ჩამოდის და მაგის უმუშევრობაზე გველაპარაკება? თუ გული შესტკივა არ დაიწყებდა ტირილს ვინ გყავს გვერდში და კორუფცირებულები ხართო.. იმიტო შეიკრიბა ის ხალხი რო ეროვნული ჩემპიონატი განეხილათ და არა ძოძუაშვილის ვაკანსია
FC Bayern München 5 მაი 2011 22:41
FCB,
აქ არც ქურდობაა და არც კაცობა..უბრალოდ ვამბობ რო გვერდში დგომა თუა გვერდში უნდა დადგომოდნენ იმიტო რო დემე ქართულ ფეხბურთში მართლა გააკეთა იმდენი რომ ამას იმსახურებდა!!!კი ძალიან ბევრს გადაწყვეტდნენ მინდა გითხრა..ქეცბაიაც და არველაძეც...მაგრამ არ გაანძრიეს ერთI ადგილი...ვის რას გაარჭობდნენ ეგ მე არ ვიცი მაგრამ ერთI ფაქტია რომ ასე არ უნდა დაეკიდებინათ!
რაც შეეხება ძოძუაშვილს,როგორც გეტყობა არც შენ და არც კიდე ბევრმა ამ საიტცე არ იცით ამ კაცის ისტორია და ნათამაშები ფეხბურთI..ქეცბაიებს და არველაძეებს მართლა 10 თავით ჯობდა და შენივე ნახსენებ ჩივაძესაც კიდე!!!ასე რომ თუ ვინმეს ეთქმის ქართUლ ფეხბურთში ძოძუაშვილს ნამდვილად ეთქმის!!!
FCB 5 მაი 2011 22:37
ლოთარ_მათეუსი,

და ძაან მაინტერესებს სიჭინავამ დემეს ადვოკატობა დაუწყოს? არავის ვიცავ მე მაგრამ რაც იმ დღეს ითქვა ყველაფერი სიმართლე იყო..

სახელმწიფო ვის როგორ ებრძვის აზრს არველაძეს და ქეცბაიას ნაკლებად ეკითხებიან (თუ ეკითხებიან საერთოდ) და ხშირად გადადის სპორტი პოლიტიკაში.. იქ იყო ნახსენები სტადიონების ჩამორთმევა სადაც სახელმწიფოს დიდი არაფერი დაინტერესება იყო თორე მიარჭობნდნე იქვე ქეცბაიას ერთ 10 წელს.. ნუ იცი ყველაფრის ქურდობაში და კაცობაში გადაყვანა.. ყველაზე ნაკლები სათქმელი იმ წუთას ძოძუაშვილს ჰქონდა და ის გამოდგა და მართლა ბლატავი დაიწყო.. მაგის სამუშაო სულ არ მაინტერესებს მე.. თუ წავიდა იმ ლიტვაში თუ ლატვიაში და ააყვავა წავიდეს თავის ბაღჩა ჩემპიონატში.. გადაძუებული ძოძუაშვილი არავის ჭირდება!!
FC Bayern München 5 მაი 2011 22:28
ეხლა რო ტლიკინებენ ბევრს ქეცბაია არველაძე,სიჭინავა და ძმანი მათნი სად იყვნენ მაშინ როცა დემე გასროკეს?სრატო არც ერთმა არ ამოიღო ხმა?იმიტო რო მიშას ულოკავენ ერთ ადგილს?ეხლა გახდა ქეცბაია მაგარი კაცი არა?წამალშჰი ჩაწოლილ რატი ალექსიძეს ხო მისცა პადეჟკა არველაძემ და დემე რა მისთვის უცხო იყო?სად იყვნენ ზრდილობისთვის ერთ ერთი მათგანი მაინც მისულიკო პროცესსცე?თუ შეეშინდათ?ამათი დედა ვატირე მე სუყველასი,ესენი კაცები კი არა კაცუნები არიან...ბიჭი მხოლოდ იმის გამო გასროკეს რომ ვატო ყიფიანის ძმაკაცია,ეს ხო ქვეყანა არაა და აქ ხო კაცობას ბოზობაზე ცვლის ყოველი მეორე..ფუ მე ამათი...კარგად გაულოკონ კარგად ...მაგათი დროც მოვა... 18



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი