ზესტაფონი ჩემპიონია

საქართველო 15-მაი, 10:589 Sportnews 2872


საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე შეძლო და ჩემპიონობა მოიპოვა ზესტაფონის "ზესტაფონმა".

საჩემპიონო შეხვედრა მართლაც მშვენივრად ჩაატარეს ზესტაფონელებმა და მეტოქე "სამტრედია" 4-1 დაამარცხეს , შეხევდრაში გოლები ზესტაფონელებთა მხრიდან ნიკოლოზ გელაშვილი (23 წუთი), ჯაბა დვალი (27 წუთი), გიორგი ონიანი (41 წუთი), რატი წინამძღვრიშვილი (67 წუთი) გაიტანეს , სტუმრების მხრიდან პრესტიჟის გოლი კი აკაკი დვალიშვილმა (90 წუთი) გაიტანა.

ამ შეხვედრაში "ზესტაფონი" გაჩემპიონდა , "სამტრედია" კი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. მიუხედავად იმის, რომ 2 ტურით ადრე "ზესტაფონი" "დინამოს" 6 ქულით უსწრებს , "ზესტაფონი" ოფიციალურად უკვე ჩემპიონია, რადგან თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილების გარკვევისას უმთავრესი პრიორიტეტი მოგებათა მეტი რაოდენობაა და "ზესტაფონს" "დინამოზე" 3 მოგებით მეტი აქვს.

"ზესტაფონი" 4-1 "სამტრედია"

"ზესტაფონი:" როინ კვასხვაძე, კახა ალადაშვილი, მამუკა კობახიძე, გიორგი ონიანი (გიორგი ხიდაშელი 62), გიორგი ფოფხაძე, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (ირაკლი ძარია 56), შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე აფციაური, ჯაბა დვალი (რატი წინამძღვრიშვილი 67), ნიკოლოზ გელაშვილი

"სამტრედია:" ნიკა ბანძავა, გიორგი ხუმარაშვილი, თორნიკე შალიკაშვილი, ზურაბ ენდელაძე (ლაშა ხაჭაპურიძე 73), აკაკი დვალიშვილი, გიორგი ცხადაია, გიორგი მიქაბერიძე, გიგა ბურჯანაძე (არჩილ შენგელია 69), გიორგი ალავერდაშვილი, დავით ჩხიკვაძე, ტარიელ რუხაია (რეზო ნინუა 46)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 15 მაი 2011 12:27
ერთადერთი გუნდი რომელიც წელს ჩემპიონობას იმსახურებდა, იმედია ევროტურნირებზეც ასე ითამაშებს



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (166)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი