ცვლილებები ქართულ ფეხბურთში!

საქართველო 18-მაი, 22:119 Sportnews 2495


დღეს ქართულ ფეხბურთში ცვლილებები მოხდა, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატს უკავშირდება , საქართველოს უმაღლეს ლიგაში მომავალი წლიდან 10 გუნდის ნაცვლად 12 გუნდი ითამაშებს.

მომდევნო სეზონიდან, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 12–გუნდიანი გახდება.

გარდა პირველი ლიგის გამარჯვებული ორი გუნდისა, რომლებიც მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში გადმოინაცვლებენ, შანსი სხვა გუნდებსაც მიეცემათ. ამ შემთხვევაში, მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითებულ „სამტრედიასა“ და „სპარტაკს“ და პირველი ლიგის მესამე და მეოთხე ადგილოსან კლუბებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში დამრჩენ–გადმომსვლელის ვინაობას, სწორედ, „სამტრედიასთან“ და „სპარტაკთან“ გადათამაშებაში გაარკვევენ.

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას საპრიზო ფონდიც ექნება, რომლის სავარაუდო რაოდენობა, ამ ეტაპზე, ერთი მილიონი ლარია. ამასთან, საქართველოს თასის გათამაშებაც აუცილებლად წახალისდება ფულადი პრემიებით.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალ, 19 მაისს, სფფ–ში გაიმართება ფედერაციის ხელმძღვანელობის შეხვედრა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურის ცვლილებებს კი, პარასკევს, 20 მაისს, სფფ–ის აღმასკომი განიხილავს.

აღმასრულებელი კომიტეტი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე დღის 12:00 საათიდან შეიკრიბება.

ჩემპიონატის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული პროექტის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ ფოტოფაილზეც.



2010/11 წწ გათამაშება

დასკვნითი ეტაპი

უმაღლესი ლიგა

2010/11 წწ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 1–8 ადგილზე გასული კლუბები რჩებიან უმაღლეს ლიგაში. პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში პირდაპირ გადმოდის 1–2 ადგილზე გასული კლუბები. უმაღლეს ლიგაში მე–9 ადგილზე გასული გუნდი, ნეიტრალურ სტადიონზე ერთმატჩიან ფლეი–ოფში შეხვდება პირველ ლიგაში მე–4 ადგილზე გასულ გუნდს; ხოლო უმაღლეს ლიგაში მე–10 ადგილზე გასული გუნდი, ასევე, ნეიტრალურ სტადიონზე ერთმატჩიან ფლეი–ოფში შეხვდება პირველ ლიგაში მე–3 ადგილზე გასულ გუნდს. ფლეი–ოფში გამარჯვებული კლუბები მომდევნო სეზონში ითამაშებენ უმაღლეს ლიგაში.



2011/12 წწ გათამაშება

I ეტაპი

უმაღლესი ლიგა

1. კლუბი უ1

2. კლუბი უ2

3. კლუბი უ3

4. კლუბი უ4

5. კლუბი უ5

6. კლუბი უ6

7. კლუბი უ7

8. კლუბი უ8

9. კლუბი უ9

10. კლუბი უ10

11. კლუბი უ11

12. კლუბი უ12

პირველი ეტაპი ტარდება ორ წრედ. თითოეული გუნდი თამაშობს 22 მატჩს.



პირველი ლიგა

ამავე პერიოდში, სრულდება პირველი ლიგის გათამაშება, რომელშიც ორ წრედ მონაწილეობს 16 გუნდი

II ეტაპი

I ეტაპზე, უმაღლეს ლიგაში 1–8 ადგილებზე გასული გუნდები ორ წრედ, განახევრებული ქულებით გააგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონობისთვის და უეფა–ს საგზურებისთვის.



გასავარდნი ფლეი–ოფი

I ეტაპის ბოლოს, უმაღლეს ლიგაში მე–9–12 ადგილზე გასული გუნდები პირველი ლიგის 1–4 ადგილოსნებთან ერთად, ორ წრედ, გასავარდნ ფლეი–ოფში, განულებული ქულებით გააგრძელებენ ბრძოლას უმაღლესი ლიგის ოთხი საგზურისთვის, ხოლო მე–5–8 ადგილზე გასული გუნდები გადავლენ პირველ ლიგაში.

1. კლუბი უ9

2. კლუბი უ10

3. კლუბი უ11

4. კლუბი უ12

5. კლუბი პ1

6. კლუბი პ2

7. კლუბი პ3

8. კლუბი პ4



I ლიგის გათამაშება

პირველ ეტაპზე, პირველ ლიგაში მე–5–16 ადგილზე გასული გუნდები გასავარდნ ფლეი–ოფში ორ ჯგუფად, განახევრებული ქულებით გააგრძელებენ ბრძოლას პირველ ლიგაში დასარჩენად. ჯგუფებში გუნდები გადანაწილდებიან პირველ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით შემდეგნაირად:

ჯგუფი

1. კლუბი პ5

2. კლუბი პ7

3. კლუბი პ9

4. კლუბი პ11

5. კლუბი პ13

6. კლუბი პ15

ჯგუფი

1. კლუბი პ6

2. კლუბი პ8

3. კლუბი პ10

4. კლუბი პ12

5. კლუბი პ14

6. კლუბი პ16

ჯგუფურ ეტაპზე გუნდები თამაშობენ ორ წრედ. ჯგუფებში მე–6 ადგილებზე გასული გუნდები პირდაპირ ვარდებიან ლიგიდან. ხოლო მე–5 ადგილოსნებს შორის გამარჯვებული (1 მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე) დარჩება პირველ ლიგაში.

2011/12 წწ უმაღლესი და პირველი ლიგების ჩემპიონატების და თასის გათამაშებისთვის დაწესდება საპრიზო ფონდი, დაახლოებით, 1 მილიონი ლარის ოდენობით.

ცვლილებები ქართულ ფეხბურთში!



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
slim4you 19 მაი 2011 22:03
admin,
შეენ თუ მაგეებს გჯერა...
ღმერთმა ქნას აბა მეც ეგ მინდა მარა...
რეალურად სხვას ვხედავთ, სამწუხაროდ!
admin 19 მაი 2011 20:18
ის ცვლილებები რაც მიდის თავისტავად გამოიწვევს ხალხნო დონის მომატებას.
გუნდების პრივატიზაცია
ფინანსური გარანტიები
მასაჯების ხელფასებიზ ზრდა
დიდი საპრიზო ფონდი

ეს ის მცირე ჩმაონათვალია რომელიც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა
FC Bayern München 19 მაი 2011 02:49
8 გუნდიანს ვთამაშობდით ჩვენ და არც მაშინ ქონდა აზრი ,დიტო გეთამხმები ხარისხმა უნდა მოიმატოს და არა რაოდენობამ..თუმცა რომელ ხარისხზეა ლაპარაკი როცა ნაგავს მიაქვს ქართული ფეხბურთი...
tokisha2 18 მაი 2011 23:51
ჩემი აზრით ძაან კაია:)) უფრო შეუწყოფს ხელს ქართული ფეხბურთის განვითარებას 12 გუნდის ყოლა უმაღლეს ლიგაში!!! და იმედია მომავალ წელს ქართული გუნდები პატარა წარმატებას მაინც მიაღწევენ ევროპის მასშაბით:)))))))) ძირითადად ზესტაფონი და დინამო ოლიმპი ისე რა
slim4you 18 მაი 2011 22:41
10 იქნება თუ 18 მაგას ეხლა ჩვენთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია ხარისხმა მოიმატოს და არა რაოდენობაამ... სისულელეა ჩემი აზრით!
Sportnews 18 მაი 2011 22:18
როდესაც 10 გუნდიან ჩემპიონატში არ მიდის ხალხი და არაა წესიერი სტადიონები რა საჭიროა კიდევ უფრო გაუარესება და 12 გუნდიანად გადაკეთება , ასევე გუნდები , რომლებსაც არ აქვს საშუალება შეინახონ საკუთარი თავი , პირიქით , რომ დაქვეითდეს , ამ ცვლილებით დაწინაურება უწესვ , მგონი არაა კარგი ცვლილებები.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (128)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი