თემურ ქეცბაია: დასაკარგი სწორედ რომ გვაქვს

საქართველო / უცხოური ფეხბურთი 25-მაი, 01:349 Sportnews 3163


"ვიცით, რა დონის ნაკრებთან მოგვიწევს თამაში, მაგრამ საბრძოლველად მზად ვიქნებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
3 ივნისი, 22:00 (თბილისის დროით), სპლიტი, "პოლიუდი" - ხორვატია და საქართველო ამჯერად ბალკანეთში შეხვდებიან ერთმანეთს. "ჯვაროსნების" მზადება ოცდასამ მაისს დაიწყო და ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვებს. ქეცბაიასთან ერთად, დარბაზში ნაკრების მცველი გურამ კაშიაც გახლდათ:

თემურ ქეცბაია: "მოგესალმებით. ნაკრები გუშინ შეიკრიბა და ჯერ სრული შემადგენლობით არ ვართ. ბევრი ლეგიონერი ჩამოსასვლელია, თუმცა უკვე აქაა 21 ფეხბურთელი და ეს საკმარისია სრულყოფილი ვარჯიშის ჩასატარებლად. თანაც, ოთარ გაბელიასთან შევთანხმდი და ოცდაშვიდ მაისს, ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთში გავმართავთ მატჩს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია.

რუსეთის პრემიერლიგა გრძელდება და "ვოლგას" ორშაბათს აქვს შეხვედრა, რაც პრობლემებს გვიქმნის. ორშაბათს თუ ითამაშებენ, სამშაბათი დღეც დაკარგული გამოვა და გამოდის, რომ ოთხშაბათამდე ვერ ივარჯიშებენ ნაკრებში. ამიტომაც, უეფა-ს და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასაც ვთხოვეთ, რომ "ვოლგას" მატჩი ან გადაიდოს, ან ერთი-ორი დღით ადრე, შაბათ-კვირას ჩატარდეს. იმედია, ჩვენს მოთხოვნას გაითვალისწინებენ".

- რადგან "ვოლგას" შეეხეთ, გოჩა ხოჯავაზე გკითხავთ - რუსული პრესის ინფორმაციით, ხოჯავა ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და სრული დატვირთით ვერ ემზადება...

- გვაქვს ინფორმაცია, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ასეა თუ ისე, ხოჯავა მაინც უნდა ჩამოვიდეს ნაკრებში. მართალია, გოჩა ბოლო დროს ვერ თამაშობდა ტრავმის გამო, მაგრამ არაერთი შემთხვევა იყო, როცა კლუბში უთამაშებელ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში უწევდა გამოსვლა. "ვოლგაში" არ უწევდა თამაში? ჩვენთან ითამაშებს.

- გუშინ პირველი ვარჯიში გქონდათ და რას იტყვით ფეხბურთელთა მზადყოფნაზე?

- ჯერ ძნელია ამაზე საუბარი. საკმაო დრო გვაქვს მოსამზადებლად.

- ისრაელთან მატჩის შემდეგ, ნაკრების ფეხბურთელთა საკლუბო გამოსვლებს აკვირდებოდით და რას იტყვით, საერთო ჯამში როგორ ფორმაში არიან?

- სამწუხაროდ, ისრაელთან წავაგეთ და არ შეიძლება, კმაყოფილი ვიყო. ისიც სათქმელია, რომ მანამდე, სამი დღით ადრე, ხორვატიასთან გვქონდა მძიმე მატჩი, რომელმაც დიდი ჯანი წაგვართვა. ბოლო 11 მატჩიდან 7 სტუმრად ვითამაშეთ და ვფიქრობ, ურიგო შედეგი არ გვაქვს, თანაც, ჩვენ არ გვყავს იმ დონის ნაკრები, რომ არასოდეს არ წავაგოთ...

- ხორვატია ფავორიტია და საქართველოს დასაკარგი არაფერი აქვს - ეს ფსიქოლოგიურად პლუსია ჩვენი ნაკრებისთვის?

- დასაკარგი როგორ ვთქვა... ვერ ვიტყვი, რომ ასეა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, დასაკარგი სწორედაც რომ გვაქვს. გავალთ მინდორზე და ვიბრძოლებთ.   

- ალბათ, სპლიტში თბილისური მატჩისგან განსხვავებული შეხვედრა იქნება. საქართველოს ნაკრები სათამაშო სტილს ხომ არ გადაუხვევს?

- არა. ვიცით ჩვენი გზა და ამ მხრივ დიდი ცვლილებები არ იქნება.

- ჯანო ანანიძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის მზადყოფნაზე რას იტყვით? საკმაო ხანია, ჯანოს არ უთამაშია...

- თბილისში რომ ჩამოვლენ, ვნახავთ. ამისულაშვილმა გასულ ტურში ითამაშა და არანაირი პრობლემა არ შექმნია. ანანიძე კი, "სპარტაკის" თვრამეტ კაცში იყო.

- ხორვატიაში რამდენ ფეხბურთელს წაიყვანთ?

- ესეც შემდეგ გამოჩნდება.

გურამ კაშია: "ხორვატიასთან არათუ საქართველოს, უფრო ძლიერ ნაკრებებსაც უჭირთ. თუმცა, ყველამ დაინახა, რომ ამ დონის გუნდებთანაც შეგვიძლია სამი ქულის აღება. თუ გუნდი ყველანაირად მზად იქნება, წარმატების მიღწევა შესაძლებელია, თანაც, ძლიერი დაცვით".

- რას იტყვით საკუთარ სათამაშო ფორმაზე?

- "ვიტესში" სათამაშო პრაქტიკა არ მომკლებია. ვფიქრობ, ნორმალურ ფორმაში ვარ.

- "ვიტესში" უმეტესად მარჯვენა მცველად თამაშობდით, თუმცა ამპლუით ცენტრალური მცველი უფრო ხართ.

- სხვათა შორის, ხშირად იწერება, რომ მარჯვნივ ვთამაშობ. არადა, მეორე წრის ყველა მატჩში დაცვის ცენტრში ვიყავი.   

აქვე, სფფ-ის ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების განრიგი ხორვატიაში გამგზავრებამდე:

ვარჯიშები:  24 მაისი - 18:00; 25 მაისი - 11:00 და 18:00; 26 მაისი - 11:00; 27 მაისი - 18:00; 28 მაისი - 11:00 და 18:00; 29 მაისი - 18:00; 30 მაისი - 18:00; 31 მაისი - 18:00; 1 ივნისი - 18:00; ხორვატიაში გამგზავრება:2 ივნისი - 11:00.
როგორც თემურ ქეცბაიამ განაცხადა, ოცდაექვს მაისს, ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით დაესწრება საქართველოს თასის ფინალურ მატჩს, რომელიც ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. ამის გამო, 26-ში ეროვნული გუნდი მხოლოდ ერთ, დილის ვარჯიშს გამართავს. 


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
dato_cule 25 მაი 2011 18:40
8 7
Sportnews 25 მაი 2011 01:36
8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7 8 7
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (132)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი