ბექა გოცირიძე დინამოში?

საქართველო 27-მაი, 15:369 Sportnews 4126


დღეს უკრაინულ-ქართულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გაჩნდა , "დინამო" დაინტერესებულია შეიძინოს 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე.

ბექა გოცირიძე გამორჩეული ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლდათ , იგი კუპერის დროს საქართველოს ნაკრების ნამდვილ ლიდერად ითვლებოდა , მაგრამ მისი საფეხბურთო ზრდა ავად სახსენებელმა ავარიამ შეაჩერა, თუმცა ამის შემდეგ ბექა კვლავ დაუბრუნდა ფეხბურთს და ახლა "დნიპროს" დუბლ შემადგენლობაში თამაშობს.

"დნიპროს" გენერალურმა დირექტორმა ანდრეი სტეცენკომ განაცხადა, რომ "დნიპრო" არაა წინააღმდეგი ბექას გაშვებით და ქართველი ფეხბურთელთან დაკავშირებით კლუბთან მოლაპარაკებას "დინამო" აწარმოებს.

მას შემდეგ რაც უკვე გამცნეთ , რომ "დინამომ" სანდრო იაშვილი დაიბრუნა და დაიმატა გუნდში , როგორც ჩანს "დინამოს" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატება აქვს მიზნად.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 27 მაი 2011 23:28
admin,
არ ხარ მართალი
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 27 მაი 2011 22:10
რაულიტო,
დიდი ფულის დახარჯვას არ გეგმავენ,პატარა ფულით უნდათ შედეგი და არამგონია რამე გამოვიდეს მაგით
Sportnews 27 მაი 2011 19:22
ციტატა: admin
დინამომ ასე ვთქვათ ისევ მელოჩნიკობა დაიწყო.


რას ნიშნავს მელოჩნიკობა?
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 27 მაი 2011 17:55
დინამომ ასე ვთქვათ ისევ მელოჩნიკობა დაიწყო.
არ მომწონს ეს ტენდენცია!
Sportnews 27 მაი 2011 15:39
ბექა გოცირიძეს თამაშები მახსოვს კუპერის დროს ნაკრებში , ბულგარეთთან და უელსთან და სხვებთან , რას აკეთებდა, მარტო ატყუებდა 3-4 ფეხბურთელს ხოლმე , მგონი მაგრად გამოადგება ეს დინამოს და ძველ ფორმასაც მალე აღიდგენს და ფორვარდის პრობლემაც მოიხსნება ნაკრებში , დიდი იმედი მაქვს მე ამის. მთავარია იყიდოს დინამომ ეხლა.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (179)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი