U17 ტაჯიკებსაც იოლად გაუმკლავდა – 5:0

საქართველო 12-ივნ, 18:019 Sportnews 2181


დღეს, ბაქოში მიმდინარე „კასპიის თასის“ გათამაშებაზე ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა. საქართველოს 17–წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა, გუშინ აღებული ტემპი დღესაც არ დააგდეს და ტაჯიკ თანატოლებს ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს. ამჯერადაც დუბლი შეასრულა ალეკო მზევაშვილმა; შეცვლაზე შესულმა ჭეჭელაშვილმა, კაკაბაძემ და დარციმელიამ კი, თითო გოლით გამოიჩინეს თავი.

სტადიონი „შაგანი“

ტაჯიკეთი – საქართველო 0:5 (0:2)

საქართველო: ადამია, გუგუშვილი, ჩაკვეტაძე, მელიქიძე, გოროზია (ჭანტურია), ცინცაძე (ჭეჭელაშვილი), მაჭავარიანი, ახვლედიანი (პაპუნაშვილი), მაკარაძე, წილოსანი (დარციმელია), მზევაშვილი (კაკაბაძე)

გოლები: მზევაშვილი (9, 32), ჭეჭელაშვილი (66 პენ), კაკაბაძე (69), დარციმელია (79)

გაფრთხილება: მაკარაძე, ახვლედიანი

ჩვენს ჯგუფში, ესპანელებმა ყაზახები გაანადგურეს – 8:0. ასე რომ, საქართველოსა და ესპანეთს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ, თუმცა, ბურთების შეფარდებით ესპანელები ლიდერობენ – 14/0. მაისურაძის გუნდის მონაგარი კი, ასეთია – 10/1.

მატჩის შემდეგ, ვასილ მაისურაძემ მცირე კომენტარი გააკეთა: „ჩვენ მოედანზე ამჯერადაც მოსაგებად გავედით და მოხარული ვარ, რომ ეს დამაჯერებლად გავაკეთეთ. ჩემი გუნდი ცოტა გადაღლილია, მაგრამ ვფიქრობ, ხვალინდელი დასვენების დღე ბიჭებზე კარგად იმოქმედებს და ჯგუფის გადამწყვეტი მატჩისთვის მთელი სერიოზულობით მოვემზადებით. ესპანეთი არა მარტო ჩვენი ჯგუფის, ტურნირის ლიდერიცაა“ – განაცხადა 17–წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა.

რაც შეეხება პირველ ჯგუფს, სადაც აზერბაიჯანი, თურქეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი გამოდიან, გუშინდელი მატჩების შემდეგ, სამ–სამი ქულით ჯგუფს მასპინძლები და თურქები ლიდერობენ. ალბათ, სწორედ, ეს ორი გუნდი იბრძოლებს პირველობისთვის.

ხვალ, გუნდები დაისვენებენ. 14 ივნისს კი, ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩები გაიმართება; საქართველო ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Mr.Black And White 13 ივნისი 2011 17:38
ლოთარ_მათეუსი,
აბა როგორ უნდა ითამაშონ... მართალია სირცხხვილია, მაგრამ რესურსი რო არ გაქ რას იზამ??????? ეხლა გამოსწორებულია თვითონ ზოგადად ქართულ ფეხბურთში რაღაცეები.. თორე ჩაწყობები, რომ იყო რავი რა... ბევრი ტალანტი დაიკარგა ....
FC Bayern München 13 ივნისი 2011 12:24
რაულიტო,
მე მაინც ვამბობ რომ ჩვენი ნაკრებუ გულისამრევ ფეხბურთს თამაშობს,წაგება წაგებაა და 4-0 თუ 2-1 სულ ერთია...სირცხვილია ასეთი ფეხბურთის თამაში
Sportnews 13 ივნისი 2011 01:28
Mr.Black And White,
რაღაცეები კი არა ბევრი რამ გამოსწორდა, ბოლო ბოლო გუნდი გუნდს დაემსგავსა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Mr.Black And White 13 ივნისი 2011 00:54
ეს ლექსი უფრო ქეცბაიამდე საქართველოს ეხება თან ძალიან მაგრად........ მაგრამ ეხლა რაღაცეები ბევრად გამოსწორებული და ეგ ლექსიც ნელ-ნელა შორდება რეალობას...
Sportnews 13 ივნისი 2011 00:29
ლოთარ_მათეუსი,
ლამაზ წაგებას ცუდი მოგება მირჩევნია , ბოლოს ტაბლოზე შედეგი რჩება და არა თამაშის ხარისხი , ესაა ფეხბურთი , მირჩევნია მოგება მე დამრჩეს და ლამაზი თამაში იმათ , ვიდრე ლამაზი თამაში მე და მოგება იმათ , ლამაზი თამაში რომ ითამაშონ და შედეგი არ გქონდეთ , დარწმუნებული ვარ ეგეც არ მოგეწონება , ერთს გეტყვი , ბაიერნმა მეორე თამაში უპირატესობა რაც ჰქონდა და არ წუთში გაანიავა, არ გერჩივნა დაცვაში დამგარიყვნენ და მერე შემდეგ ეტაფზე ეტამაშათ , ვიდრე ისე ითამაშეს, მე ლამაზ წაგებას , ცუდი მოგება მირჩევნია და შენ შეიძლება არა და მაგაზე ვერც შევთანხმდებით , იგივე ხორვატიასთან კარგად რომ გვეთამაშა და 4:0 წაგვეგო , უეჭველი ვიცი პირველი შენ იტყოდი ეს რა ნაკრები გვყავსო wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 13 ივნისი 2011 00:20
რაულიტო,
გოგა აქ მოგებაზე და წაგებაზე არაა წაგებაც ლამაზად უნდა იცოდე..და ფეხბურთი უნდა ითამაშო და არა ცალკარა მოშორებაზე
Sportnews 13 ივნისი 2011 00:13
ლოთარ_მათეუსი,
მომისმინე ძმა , განა მე არ მიყვარს ფეხბურთი?? და მე არ მინდა , ჩემი ნაკრები ისე თამაშობდეს , როგორც ესპანეთი , კაცს ატყუებდნენ ,, სულ უტევდნენ , მაგრამ გუნდში და მთლიანად საქართველოში ერთი კაცი მითხარი ვისაც შეუძლია დრიბლინგის და კაცის მოტყუება (ეს ახალ ბიჭებს ჯანოს , ყენიას და ამათ ტოლებს არეხება) , მაგრამ მირჩევნია 1:0 მოვიგე სამი ქულა ავიღო , ან ქულა , ვიდრე გახსნილი ფეხბურთი ითამაშონ , ორი კაცი დარჩეს დაცვაში და მთლიან შესარჩევში 3 ქულა ავიღო , რატო მაგას არ უყურებთ?? თუ არადა ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის , ჯერ 1:0 მოგებას ისწავლი და მერე 3:0 საც მოიგებ და 5-0 საც
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 12 ივნისი 2011 23:46
რაულიტო,
და სად გეშველა?შენ შველას იმას ეძახი გოლს რო გაიტან მეათე წუთზე და 80 წუთი რო დაცვაში ზიხარ კრუხივით? მარაზმია ჩვენი ნაკრები აბა რა არის? :Д:Д:Д გული მერევა მაგათ თამაშს რომ ვუყურებ...ქეცბას გონია ასეთი თამაშიტ წარმატება მოვა?ანგარიშის შენარჩუნება არ ვიცით,ბურთის დამჭერი არ გვყავს,გილის გამტანზე ხომ საუბარი ზედმეტია..Мр.Блацк Анд Щхите,საღოლ ძმა გეთანხმები ყველაფერში მაგარი ლექსია.. :щинк: :щинк:
Sportnews 12 ივნისი 2011 20:01
ციტატა: Mr.Black And White
საქართველოში გოლს ვერ იტანდნენ,და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე,იყო სტვენა და ლანძღვა-გინება:"იდიოტი ხარ როგორ გამაზე?!"

ორ თამაშში ქართველმა ახალგაზრდებმა 10 გოლი გაიტანეს

ციტატა: Mr.Black And White
ბურთს ვერ აიღებს მეკარე ვერა,თუ გადაგვარჩენს ჩვენ მხოლოდ ძელი,ოპტიმისტი ვარ და მაინც მჯერა,დაგვიბრუნდება დიდება ძველი.


ამის პასუხი ლორიას და რევიშვილის თამაშია

ციტატა: Mr.Black And White
ჩვენ გამარჯვება ძველთაგან მოგვსდევს,ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს,იყო დრო როცა ვესტ-ჰემს მოვუგეთ,და ლივერპულში მონსტრი გვიწოდეს!


ასეთი დიდება არ ვიცი ,როდისმე თუ გვეღრსება , მაგრამ ყველაფერი წინ მიდის ფაქტია

ციტატა: Mr.Black And White
რადგან ფეხბურთი ასე გვანაღვლებს,მწვრთნელო, ნაკრები ისე დარაზმე…რომ თქვან ფანებმა მგონი გვეშველა,ნაკრები აღარ ჩადის მარაზმებს...


ქეცბამ შეძლო და ნაკრები დარაზმა და ფანებიც ვიძახით მგონი გვეშველა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Mr.Black And White 12 ივნისი 2011 18:47
საქართველოში გოლს ვერ იტანდნენ,
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე,
იყო სტვენა და ლანძღვა-გინება:
"იდიოტი ხარ როგორ გამაზე?!"

ბურთს ვერ აიღებს მეკარე ვერა,
თუ გადაგვარჩენს ჩვენ მხოლოდ ძელი,
ოპტიმისტი ვარ და მაინც მჯერა,
დაგვიბრუნდება დიდება ძველი.

ჩვენ გამარჯვება ძველთაგან მოგვსდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს,
იყო დრო როცა ვესტ-ჰემს მოვუგეთ,
და ლივერპულში მონსტრი გვიწოდეს!

რადგან ფეხბურთი ასე გვანაღვლებს,
მწვრთნელო, ნაკრები ისე დარაზმე…
რომ თქვან ფანებმა მგონი გვეშველა,
ნაკრები აღარ ჩადის მარაზმებს...



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (263)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი