მადრიდის ატლეტიკო დინამოს პარტნიორია

საქართველო / უცხოური ფეხბურთი 18-ივნ, 10:079 Sportnews 2020


დინამო და ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მადრიდის ატლეტიკო პარტნიორები გახდნენ. კლუბებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ჩვენი გუნდის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და მადრიდელთა კლუბის პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ მოაწერეს.

ჩვენი კლუბის მაღალი რანგის სტუმრებმა ენრიკე სერესომ და ატლეტიკოს გენერალურმა დირექტორმა კლემენტე ვილავერდემ მასპინძლებთან ერთად ეროვნული სტადიონი დაათვალიერეს. სერესოსა და ვილავერდეს “დინამოს” 30-ნომრიანი მაისურების გადასცეს. თავის მხრივ, ესპანელებმა რომან ფიფიას “ატლეტიკოს” 2-ნომრიანი მაისური მისცეს, ხოლო ზურაბ პოლოლიკაშვილს 5-ნომრიანი.

რომან ფიფია: “მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან უნიკალური ადამიანი იმყოფება. ჩამოსულნი არიან ტიტულოვანი კლუბის მეპატრონე და გენერალური დირექტორი. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთპარტნიორობის მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელიც უპირველესად, ჩვენი კლუბის პროგრესს ემსახურება. უნდა გადამზადნენ მწვრთნელები და უნდა დავამყაროთ ურთიერთობა ბავშვთა საფეხბურთო აკადემიებს შორის. რა თქმა უნდა, ჩატარდება საინტერესო ამხანაგური თამაშები. დიდი მადლობა ბატონ ენრიკეს, რომ დრო ნახა და ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის სანახავად, “დინამოს” გასაცნობად და ა.შ.”

ენრიკე სერესო: “ძალიან დიდი მადლობა. საქართველოში ყოფნით უაღრესად კმაყოფილი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რომანს, ბატონ ზურაბს და ესპანეთში საქართველოს ელჩს ბატონ ნიკოლოზს. ჩემი ჩამოსვლის მიზეზი, ამ ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობაზე ხელშეკრულების გაფორმებაა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის”.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: “დიდი მადლობა ბატონ პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს სტუმრობისთვის. მას შემდეგ, რაც ბატონ რომანთან ერთად კლუბში მოღვაწეობა დავიწყე, ენრიკესგან მხარდაჭერას ვგრძნობდით და შეგვპირდა, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ, საქართველოში გვეწვეოდა, რათა ჩვენს კლუბსა და ქვეყანას გაცნობოდა. საკუთარ კლუბში მოღვაწეობიდან გამომდინარე, ვიცი, როგორი გადატვირთული გრაფიკი აქვს ამ ორ ადამიანს. ამიტომ, მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რომ დრო გამონახეს და გვეწვივნენ. ხელშეკრულებაში არის რამდენიმე საინტერესო პუნქტი – ჩვენ ვხსნით ესპანეთის ფანჯარას ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელებისთვის და მწვრთნელებისთვის, რომ მათ კვალიფიკაცია აიმაღლონ. ბატონი ენრიკე რომ არა, ეს შეუძლებელი იქნებოდა”.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Mr.Black And White 18 ივნისი 2011 12:23
პარტნიორობა კლუბებს შორის რას ნიშნავს მითხარით??
Sportnews 18 ივნისი 2011 10:09
ძალიან კარგი ამბები ხდება , როგორც ჩანს დინამოში , ერთი ორი ახალგაზრდა პრესპექტიული ესპანელი ფეხბურთელი არ გვაწყყენდა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (44)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)