ზესტაფონელთა სპარინგ-მატჩების შესახებ

საქართველო 23-ივნ, 13:299 admin 1947


ავსტრიულ საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ტიროლში გასამართ პირველ საკონტროლო შეხვედრას რუმინული ფეხბურთის უტიტულოვანესი კლუბის - ბუქარესტის "სტიაუას" წინააღმდეგ ხვალ საღამოს გამართავს



ზესტაფონელთა სპარინგ-მატჩების შესახებ
ზესტაფონელთა სპარინგ-მატჩების შესახებ
ზესტაფონელთა სპარინგ-მატჩების შესახებ








ევროპის ჩემპიონთა თასისა და სუპერთასის 1986 წლის გამარჯვებულთან დაპირისპირება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით - 21:00 საათი) დაიწყება და გაიმართება ქალაქ ბიშოფსჰოფენში. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ნახვა გულშემატკივარს რუმინულ სპორტულ ტელეარხ ”Digi Sport 1”-ის მეშვეობით შეეძლება.

მეორე სპარინგ-მატჩს ზემოიმერლები კარგად ნაცნობ ლვოვის ”კარპატისთან” ჩაატარებენ. უეფას ევროპის ლიგის შარშანდელ გათამაშებაში ზესტაფონელთა მძლეველ უკრაინელებს მარგველები 27 ივნისს პატარა ქალაქ კუნდლში დაუპირისპირდებიან. შეხვედრაადგილობრივი დროით 20:30 საათზე (თბილისის დროით - 22:30 საათი) დაიწყება.

30 ივნისს კი საქართველოს ჩემპიონს ძალების მოსინჯვა შვეიცარიის ჩემპიონ ”ბაზელთან” მოუწევს. შეხვედრა ქალაქ კუფშტაინში გაიმართება და ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (თბილისის დროით - 20:30 საათი) დაიწყება. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ ერთ-ერთი შვეიცარიული ტელევიზია, რომლის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით, ამ შეხვედრის ტელეტრანსლირებას აპირებს.

წლევანდელ ავსტრიულ შეკრებაზე თავის დასკვნით შეხვედრას იმერლები 5 ივლისს გამართავენ. ამ სპარინგ-მატჩში ქართველთა მეტოქის ვინაობა უახლოესს დღეებში გაირკვევა.

დღეს დილით კი გუნდმა კირხდორფის საფეხბურთო ცენტრის მინდორზე ივარჯიშა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ დღევანდელი ვარჯიშის ამსახველი მცირე ვიდეომასალა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 23 ივნისი 2011 15:09
dato_cule,
გასწორდა ვიდეო
dato_cule 23 ივნისი 2011 13:45
ვიდეო არ ირთვება :|



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი