ალბერტ იაგუე – დინამოს მესამე ესპანელი

საქართველო 28-ივნ, 01:199 Sportnews 2579


30 წლის ხისკოსა და 23 წლის კარლეს კოტოს შემდეგ, თბილისის “დინამოს” მესამე ესპანელი ახალწვეულის ვინაობაც გაირკვა. ეს ფეხბურთელი 26 წლის ფორვარდი ალბერტ იაგუეა, რომელიც კარიერას “ესპანიოლში” იწყებდა, ბოლო სეზონი კი სეგუნდა ბ-ის (რანგით მესამე ლიგა)
“ლეონესაში” გაატარა.

უფრო ვრცლად:
ალბერტ იაგუე ხიმენესი დაიბადა 1985 წლის 27 მარტს ვილასარ დელ მარტში.
ამპლუა: ცენტრფორვარდი.
კარიერა: “ესპანიოლ ბ” (2004-07), “ლორკა” (2007, სეგუნდა დივიზიონი, 19 მატჩი), “ეიბარი” (2007-09, სეგუნდა დივიზიონი, 60 მატჩი-8 გოლი), “მერილია” (2009-10, სეგუნდა ბ, 32 მატჩი-9 გოლი), “ლეონესა” (2010-11, სეგუნდა ბ, 33 მატჩი-5 გოლი).
საინტერესოა, რომ იაგუეს ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული პრიმერა დივიზიონში. ეს 2005 წელს მოხდა, როცა “ესპანიოლმა” შინ 1:0 სძლია მადრიდის “რეალს”, იაგუემ კი 89-ე წუთზე ივან დე ლა პენია შეცვალა.

“დინამოს” ახალწვეული “ესპანიოლ ბ”-დან “ლორკაში” გაანათხოვრეს, სადაც ექვსი თვე ითამაშა, ხოლო შემდეგ იყო ორი სეზონი “ეიბარში”, სეგუნდა დივიზიონის კლუბში.

საუკეთესო სეზონი 2009-2010 წლებში ჰქონდა ესპანელს, როცა სეგუნდა ბ-ის “მერილიაში” 9 გოლი შეაგდო, ხოლო ბოლო სეზონი “ლეონესაში” 5 გოლით ჩაამთავრა, პლუს სეზონში 12-ჯერ გააფრთხილეს და ერთხელ გააძევეს. “ლეონესა” 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზე გავიდა.
სხვათა შორის, სეგუნდა ბ-ში გამოდიან “ოვიედო” და “ალავესი”, რომლებიც ახლო წარსულში პრიმერა დივიზიონში თამაშობდნენ, ხოლო “ალავესი” რა დონის გუნდი იყო, გეხსომებათ – 10 წლის წინ უეფას თასის ფინალი 4:5 წააგო “ლივერპულთან”.

იაგუემ 19 წლის ასაკში ჟუვენილ ა-ს სამეფო თასი მოიგო “ესპანიოლში”.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 28 ივნისი 2011 17:44
მე ისევ ჩემს აზრზე ვრცები დინამოს ხელმძღვანელობა მელოჩნიკობს მაგრა
Eke 28 ივნისი 2011 02:08
რაულიტო,
მგონი გაქაჩავს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატს თუ დავუკვირდებით,მაგრამ მეც მეტს ველოდი
Sportnews 28 ივნისი 2011 01:20
რავი მე უფრო მაგარ ტრანსფერს ველოდი სიმართლე , რომ გითხრათ , იყიდო თავდასხმელი , რომლის საუკეთესო მაჩვენებელი სეზონში 9 გოლი ცოტა უცნაურია , მაგრამ ვნახოთ საქმეში რა იქნება და წარმატება ვუსურვოთ ნებისმიერ შემთხვევაში.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (166)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი