ჩემპიონის “ცივი შხაპი” კუფშტაინში

საქართველო 01-ივლ, 14:419 admin 1707


ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ჩემპიონმა ”ზესტაფონმა”, დაბა კუფშტაინში გამართულ საკონტროლო შეხვედრაში შვეიცარიულ ”ბაზელთან” 0:4 წააგო. როგორც ს/კ ”ზესტაფონის” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ანგარიში მე-9 წუთზე მეტოქე ჩემპიონის ჩრდილოკორეელმა ლეგიონერმა პაკ კვანგ რიონგმა გახსნა. სწრაფი გაშვებული გოლის მიუხედავად, ზესტაფონელებმა უპირატესობის ხელში აღება შეძლეს და პირველი ტაიმის დარჩენილ დროში 3 რეალური საგოლე მომენტი მიეცათ. მასიმო კოლომბასთან პირისპირ დარჩენილმა რატი წინამძღვრიშვილმა და და ჯაბა დვალმა კიპერს ვერ აჯობეს. რაც შეეხება თორნიკე აფციაურს, მან ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფი თანაგუნდელებისთვის პასის მიცემას, თავადვე არჩია შეტევის დასრულება, მაგრამ მსაჯისგან პენალტის მოთხოვნაში, მხოლოდ ყვითელი ბარათი ”დასტყუა”.
ტაიმის ბოლოს, ”ბაზელის” ყველაზე ცნობილმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ფრეიმ, მისი გუნდი 2:0 დააწინაურა. მატჩის მეორე ნახევარში მწვრთნელებმა, მრავლად შეცვლები განახორციელეს. ქართველთაგან, ტრავმის შემდეგ მინდორზე დაბრუნებული ნიკოლოზ გელაშვილი ყველაზე ახლოს იყო გატანილ გოლთან. კლუბის პრეს-ატაშეს სერგო ფუტკარაძის თქმით, მას მინიმუმ ორჯერ მართებდა თავის გამოჩენა.
მეორე ტაიმის შუაში ფრეიმ, ზუსტი თავური დარტყმით, დუბლის შესრულება შეძლო. რაც შეეხება მატჩის ბოლო საგოლე კომბინაციას, მისი დაგვირგვინება შეცვლაზე შესულმა რომან ბიუსმა შეძლო.
გია გეგუჩაძემ, შვეიცარიელებთან სპარინგი, გუნდს ასეთი შემადგენლობით ჩაატარებინა: მამალაძე (კვასხვაძე, 46), გორგიაშვილი (ელიავა, 46), ონიანი, ხიდეშელი (კობახიძე, 60), ღონღაძე (ბენაშვილი, 46) ძარია (როსტომ გეწაძე, 73), ბაბუნაშვილი (ჭანკოტაძე, 60), აფციაური (გაგოშიძე, 79), გრიგალაშვილი (სარდალიშვილი, 80), დვალი (საბა ლომია, 60), წინამძღვრიშვილი (გელაშვილი, 46).
მურთაზ დაუშვილი, მატჩის დღეს, დილით ჩატარებულ ვარჯიშზე მიღებული მცირე ტრავმის გამო გამოაკლდა ჩემპიონის შემადგენლობას.
რაც შეეხება, შეკრების ბოლო ტესტ-მატჩს, იგი 4 ივლისს გაიმართება. როგორც სერგო ფუტკარაძემ უთხრა ”მსოფლიო სპორტს”, ”ტიმიშოარას” ვარიანტი იმის გამო გამოირიცხა, რომ რუმინელებს ”ზესტაფონთან” სპარინგი 5 ივლისს სურდათ. ეს კი, ქართველებს არ აწყობდათ, რადგან ამ დღეს საქართველოში გამომგზავრება უწევთ. ამიტომაც, 4 ივლისს, გია გეგუჩაძის შეგირდთა მეტოქე რუმინული ქალაქ კლუჟის ”უნივერსიტატია” იქნება.


ავტორი: ფრიდონ კერვალიშვილი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FanLiverpool 1 ივლისი 2011 17:30
მე ეს გუნდი დინამოს მირჩევნია !
admin 1 ივლისი 2011 15:18
ამხანაგურებში რამდენიც უნდა იმდენი წააგონ ლიგის საკვალიფიკაციოზე მოიგონ ოღონდ



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (194)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი