ავსტრიული შეკრების დასკვნითი სპარინგ-მატჩი

საქართველო 05-ივლ, 08:139 Mrkartvela 2546


2011 წლის 4 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების დასკვნითი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინული ფეხბურთის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ქალაქ კლუჟის საფეხბურთო კლუბი ”უნივერსიტატია” გახლდათ.



შეხვედრა ქალაქ ზაალფელდის სტადიონ ”პილცგაუზე” გაიმართა და ადგილობრივი დროით 20:30 (თბილისის დროით - 22:30) საათზე დაიწყო.

იმის მიუხედავად, რომ შეხვედრის დებიუტი ზესტაფონელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, ანგარიში რუმინელებმა გახსნეს - უკვე 8-ე წუთზე საკუთარი კარის სიახლოვეს თამაშისას ქართველთა უყურადღებობით ”უნივერსიტატიას” ფორვარდმა ნვაკაემე ტონიმ კარგად ისარგებლა და კლუჟელები დააწინაურა. ასეთმა დასაწყისმა იმერლები არ დააბნია და პირველი ტაიმის დასრულებამდე მათ ოპონენტთა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს. გაშვებული გოლიდან ექვს წუთში ზესტაფონელთა მარჯვენა მცველმა თეიმურაზ ღონღაძემ ბრწყინვალე სოლო-რეიდი განახორციელა რუმინელთა კარის მიმართულებით და ეს რეიდი თავის ახალი გუნდის შემადგენლობაში გატანილი სადებიუტო გოლით დააგვირგვინა. 20-ე წუთზე გელაშვილი-დვალის სწრაფი კომბინაცია გოლით გუნდის კაპიტანმა თორნიკე აფციაურმა ულამაზეს სტილში დაასრულა. 34-ე წუთზე კი გამოჯანმრთელება და მოედანზე დაბრუნება გოლით განვლილი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ნიკოლოზ გელაშვილმა აღნიშნა.

მეორე ტაიმში გია გეგუჩაძემ, ისევე როგორც მისმა რუმინელმა ვიზავი იონუტ ბადიამ, თავის გუნდის შემადგენლობაში მრავალი ცვლილება განახორციელა. ანგარიშის შეცვლის რამდენიმე შესაძლებლობა კავკასიელებსაც მიეცათ და კარპატელებსაც, თუმცა საგოლე მომენტების რეალიზება შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს - 71-ე წუთზე, კურიოზულ ვითარებაში, ნვაკაემე ტონიმ ”დუბლი” გაიფორმა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. შედეგად, ქართული კლუბის გამარჯვება მინიმალური ანგარიშით - 3-2.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (159)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი