U21 თურქეთში მიემგზავრება

საქართველო 12-ივლ, 17:399 Sportnews 1954


14 ივლისს, გამთენიას, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთში მიემგზავრება, სადაც შოთა არველაძის „ქაისერისფორთან“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მატჩი 15 ივლისს გაიმართება, თუმცა, შეხვედრის დაწყების დრო ჯერ ცნობილი არაა. ამ ტესტ–მატჩში, ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ოთარ გაბელია ძირითადად, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს ათამაშებს, ვინაიდან, 15 ივლისი ფიფა–ს სანაკრებო დღეების კალენდარში არაა და შესაბამისად, ლეგიონერების გამოძახება თითქმის შეუძლებელი იყო.

საბოლოოდ, ახალგაზრდულის თავკაცმა სათურქეთოდ შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: თორნიკე ზარქუა, დავით ლეგაშვილი

მცველები: გივი იოსელიანი, თეიმურაზ შონია, ნიკოლოზ აფაქიძე, მირზა ფარტენაძე, ცოტნე ხარაბაძე, ბადრი ტეტუნაშვილი, ნიკა შონია

ნახევარმცველები: თორნიკე თარხნიშვილი, გიორგი სალარიძე, ზვიად სიხარულია, ვალერი ყაზაიშვილი, ლაშა გვალია,

თავდამსხმელები: ნიკოლოზ საბანაძე, ირაკლი სიხარულიძე, ზურა ხურციძე, კონსტანტინე გაბაშვილი, ვახტანგ ფოცხვერია

გუნდში ერთადერთი ლეგიონერია – აზერბაიჯანის „თურან თოვუზის“ თავდამსხმელი ზურა ხურციძე, რომელიც პირველადაა გამოძახებული გაბელიას ნაკრებში.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი