დღის მოკლე განხილვა

საქართველო 15-ივლ, 00:249 Sportnews 2084


დამთავრდა სამივე ქართული გუნდის ევროპის ლიგის მეორე საკვალიპიკაციო ეტაფის პირველი შეხვედრები. სამწუხაროდ ქართულ გუნდებს არც თუ სახარბიელო დღე ჰქონდათ.

დღის მოკლე განხილვა


"გაგრას" ნამდვილად ძლიერი მეტოქე ჰყავდა და იმის გათვალისწინებით , რომ ეს გუნდი ახალგაზრდა და ჯერ-ჯერობით გამოუცდელი გუნდია და მათი ასეთი ცუდი თამაში ბევრს არ გაგკვირვებია და არც 3-0 წაგებული შეხვედრსთვის არიან დასაძრახი , თუმცა ვიმედოვნებთ , რომ საქართველოში ისინი მეორე შეხვედრაში საკუთარ თამაშს გამოასწორებენ და უფრო მედგარ წინააღმდეგობას გაუწევენ "ანართოსის".

დღის მოკლე განხილვა


აი "გაგრასგან" განსხვავებით კი ასეთ გამოსვლას არ ველოდით არც "მეტალურგისგან" და არც "დინამოსგან" , "მეტალურგისგან" მოგება გვინდოდა , "დინამოსგან" კი მინიმუმ არ წაგება , ფავორიტად შერაცხულმა ორივე გუნდმა ვერ მოახერხეს წარმატების მიხწევა , "მეტალურგმა" ფრედ 1-1 ითამაშა , "დინამომ" კი საერთოდ სტუმრად 2-1 წააგო.

როგორ შედეგად შეგვიძლია ჩავთვალოთ "მეტალურგის" შედეგი , დადებითად ნამდვილად არა , მაგრამ რუსთაველები მეტოქეს აშკარად ჯაბნიდნენ და თუ სტუმრადაც ასე ითამაშეს სასურველ ფრეს ან შედეგს აუცილებლად მიახწევენ , მომენტების და თამაშის მხრივ ნადმვილად არ დაიწუნებოდა და შეიძლებოდა მოგება , მაგრამ რეალიზაციის პრობლემა , რომელიც დღეს დღეობით ქართულ გუნდებში დიდი პრობლემაა.

დღის მოკლე განხილვა


"დინამო" თამაშის შესაფასებლად კი ვერ გამიგია საერთოდ რა სიტყვები ვიხმარო , "დინამოელებს" ძალიან ბევრი და ძალიან კარგი მომენტები ჰქონდათ , გამოსარჩევი ყველაზე მეტად კოშკაძეს მომენტია , როდესაც ჩისკომ ("დინამოელების" მხრიდან საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად ) კოშკაძე ისეთ პოზიციაში დატოვა, რომ კოშკას მხოლოდ მეკარესთვის უნდა აეცილებინა ბურთი და ეს ვერ მოახერხა, მეტოქემაც შექმნეს რამდენიმე მომენტი , მაგრმა სწრაფი არა ლოგიკური გოლი მივიღეთ , რასაც მეორე ტაიმში ასევე ძალიან არალოგიკური გოლი მოჰყვა და "დინამოს" დაცვის ხაზი პირდაპირ, რომ ვთქვათ საშინლად გამოიყურებოდა. "დინამომ" ერთი ბურთის გაქვითვა თერთმეტმეტრიანით მოახერხა, რომელიც ლეკვთაძის წაქცევისთვის ოდიკაძემ გამოიყენა.

"დინამოს" რიგებში სამი ახალწვეული ესპანელი გამოჩნდა, თანამემამულებისგან განსხვავებით ჩისკო შესანიშნავი იყო მოედანზე, ნამდვილად მოხიბლული დავრჩით მისი თამაშით , იგი ნამდვილად ბევრს მიახწევს საქართველოს ჩემპიონატში და განმეორებით შეხვედრაში დარწმუნებული ვართ , რომ ის თავის კლას უკვე "დინამოს" მისთვის პირველ საშიანაო არენაზე დაამტკიცებს.

"გაგრა" შეგვიძლია უკვე გავარდნილად ჩავთვალოთ , მაგრამ მისგან მეორე შეხვედრაში ღირსეულ თამაშ ველით , რაც შეეხება "მეტალურგს" და "დინამოს" კი მათი შემდეგ ეტაფზე გასვლის შანსები თანაბრად შეგვიძლია შევაფასოთ , მიუხედავათ ცუდი შედეგისა დღევანდელმა თამაშებმა აჩვენა , რომ ჩვენი ორივე გუნდი ძლიერია მეტოქეებზე , ამიტომ ერთ კვირაში უფრო მეტი იღბალი და მეტი მომენტების რეალიზაცია გვჭირდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Mr.Black And White 15 ივლისი 2011 14:13
ვიდეოები დადეთ რა...
admin 15 ივლისი 2011 00:45
ვფიქრობ დინამოს ყველაზე დიდი შანსი აქვს შემდგომ ეტაპზე გასვლის, ნუ ზესტაფონი 100% გასულია.
რაც შეეხება გაგრას ისღა დარჩენიათ ლამაზი თამაში გვაჩვენონ, ხოლო ოლიმპს დიდი ბრძოლა მოელის
ქართველი... 15 ივლისი 2011 00:31
კაია,, კაი... მარა კაი თამაშს და უშედეგობას ცოტათი პირიქით ჯობს არა? : D : D : D
Sportnews 15 ივლისი 2011 00:28
დინამოს წაგებამ ძალიან დამწყვიტა გული , აუ რასაც ქვია მეტოქეს გადაუარეს , მაგრამ იმათ კარში გოლი არ გადიოდა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი