ვაკო ყაზაიშვილი - მესამე ქართველი ვიტესში

საქართველო / ტრანსფერები 17-ივლ, 19:439 Sportnews 3149


იმ დროს, როდესაც უამრავი სკოლა და მწვრთნელი ვერ ახერხებს ასაკობრივი ნაკრებებისთვის ერთი კანდიდატის გაზრდასაც კი, "საბურთალოს", გიორგი დევდარიანისა და თემურ ფოცხვერიას ორი აღზრდილი ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბში იასპარეზებს.

ჰოლანდიაში გაემგზავრება ვაკო ყაზაიშვილი - ზემონახსენები სკოლის, საქართველოს ახალგაზრდული და 19-წლამდელთა ნაკრებების ნახევარმცველი. გიორგი ჭანტურიასა და გურამ კაშიას შემდეგ ის მესამე ქართველი იქნება, რომელიც არნემის "ვიტესთან" გააფორმებს კონტრაქტს.

ეს სიახლე 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა გვაცნობა:
"ყაზაიშვილის დარი ფეხბურთელებითაა შესაძლებელი სტადიონზე მაყურებლის მოზიდვა. ამიტომაც მსურდა "დინამოში" მისი წამოყვანა, მაგრამ ის 25 ივლისს ჰოლანდიაში უნდა გაემგზავროს და, როგორც ვიცი, "ვიტესთან" კონტრაქტს გააფორმებს.

თუმცა თავი ბედნიერ ადამიანად მიმაჩნია, რადგან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში მიიწვიეს ორი ფეხბურთელი, რომლებთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. მჯერა, რომ ჩვენთან კიდევ ბევრი ბავშვია, რომლებიც ასეთსავე მაღალ დონეზე ითამაშებენ", - გვითხრა დევდარიანმა.

მართლაც უჩვეულოა, როცა ფეხბურთელს ჩვენს უმაღლეს ლიგაში ნორმალურად არც უთამაშია და ასეთ პრესტიჟულ ლიგაში საფეხბურთო სკოლის სახელით მიდის.

"ეს ტრანსფერი იმიტომ მახარებს, რომ ერთი თაობიდან ორი მოთამაშე ჰოლანდიაში გავუშვით, ცხრა - თბილისის "დინამოში", რამდენიმე - გორის "დილაში". ჩვენ გაზრდის საშუალებას მწვრთნელებსაც ვაძლევდით. მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი დევდარიანს გულიანი და პროფესიონალური მუშაობისთვის და "დინამოშიც" წარმატებული საქმიანობა ვუსურვო", - ამბობს "საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

სავარაუდოდ, ყაზაიშვილი "ვიტესთან" ორ ან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ მან 3 ივლისს ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ სრულად ითამაშა და ოთარ გაბელიას გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 17 ივლისი 2011 20:00
ძალიან კარგი , რომ კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი გვყავს და ჰოლანდიის ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (102)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი