გაგრა-ანორთოსისს ესტერხაზი დააკვირდება

საქართველო 17-ივლ, 21:529 Sportnews 1571


საქართველოს თასის მფლობელის, წლეულს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ”გაგრას” საევროტურნირო ნათლობა, გასულ ხუთშაბათს, კვიპროსზე შედგა.

უკრაინელი სპეციალისტის, ანატოლი პისკოვეცის გაწვრთნილმა ქართველებმა, უეფას ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ფამაგუსტას ”ანორთოსისთან” 0:3 წააგეს.

საპასუხო შეხვედრა 21 ივლისს, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. როგორც გაგრული კლუბის იურიდიული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავამ შეგვატყობინა, კვიპროსის დელეგაცია საქართველოში, კერძოდ კი, ქუთაისიდან ოც კილომეტრში მდებარე კოპიტნარის აეროპორტში, 19 ივლისის 12:00 საათზე ჩაფრინდება.

ჩარტერულ რეისს, 100-მდე სტუმარი ჩამოჰყვება. ლარნაკადან მიღებულ ფაქსში მითითებულია, რომ დელეგაციას ”ანორთოსისის” პრეზიდენტი კირიაკოს კუსიოსი უთავკაცებს. მის გარდა, თვითმფრინავში კიდევ 4 ოფიციალური პირი, კლუბის პრეს-ატაშე, ადმინისტრატორი, სტაფის 11 წევრი, 18 ფეხბურთელი, 6 ჟურნალისტი და 50-მდე გულშემატკივარი იქნება.

მოგეხსენებათ, პირველ მატჩამდე, კვიპროსელ ”ულტრასებს” საქართველოში შეხვედრისადმი უფრო დიდი ინტერესი ჰქონდათ. ჩვენი ინფორმაციით, ”ფანურ დესანტს” 700 კაცი უნდა შეედგინა, თუმცა 14 ივლისის მატჩმა მათი აზარტი შეამცირა და ისინიც მოკრძალებული წარმომადგენლობით შემოიფარგლნენ.

”ანორთოსისი” ქუთაისში მდებარე სასტუმროებში - ”ბაგრატი 1003”-სა და ”ძველ ქალაქში” დაბინავდებიან. სხვათა შორის, ტრადიციული, უეფას რეგლამენტით გათვალისწინებული მატჩისწინა პრესკონფერენცია, ”ბაგრატი 1003”-ში ოთხშაბათს, დილის 11 საათზე დაიწყება. ”დავით აბაშიძეზე” გასამართ კვიპროსელთა ვარჯიშს რაც შეეხება, იგი იმავე დღეს 19:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვათა შორის, მატჩისწინა შეკრების ადგილად ”გაგრაც” ქუთაისს ირჩევს. პისკოვეცის შეგირდები სასტუმრო ”იმერში” დაბინავდებიან, საიდანაც ოც ივლისს, ზესტაფონში ვარჯიშის ჩასატარებლად, საღამოს 8 საათზე ჩავლენ.

ცნობილია იმ ოფიციალურ პირთა ვინაობა, რომლებიც უეფამ ”გაგრა”-”ანორთოსისის” მომსახურებისთვის უნდა გამოაგზავნოს. შეხვედრას, რომელიც ხუთშაბათს 21:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ პირდაპირი ეთერით გადაიცემა, შემდეგი შემადგენლობის გერმანელი მსაჯების ბრიგადა განსჯის - პიტერ შიპელი, შტეფან ლუპი, დანიელ შებერტი, მარკუს ვინგენბახი. მსაჯთა დამკვირვებელი იქნება ჟელკო სირიჩი ხორვატიიდან, ხოლო მატჩის დელეგატის ფუნქციას, გასული საუკუნის 80-იან წლებში უნგრეთის ნაკრების ფორვარდი (22 მატჩში 11 გოლი) მარტონ ესტერხაზი შეასრულებს.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (116)
აპრილი 2020 (219)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)