“ზესტაფონს” ტრავმების გამო ბაბუნაშვილი და ბენაშვილი ვერ დაეხმარებიან

საქართველო 20-ივლ, 13:169 Sportnews 1587


"დაჩიას” მთავარი მწვრთნელის სიტყვაძუნწიბით გამწარებულმა მოლდოველმა ჟურნალისტებმა, იგორ დობროვოლსკის ზესტაფონელ კოლეგაზე "იყარეს ჯავრი”. გია გეგუჩაძის პრესკონფერენცია, დაახლოვებით 20 წუთი კითხვა-პასუხის აქტიურ რეჟიმში გაგრძელდა.

- როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?
- მადლობა, ამ თბილი მიღებისთვის. მოლდოვაში ფეხბურეთი ძალიან უყვართ და დარწმუნებული ვარ, ხალხი კარგ თამაშს იხილავს.
- ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა პირველი თამაშის შედეგს. თქვენ რას იტყვით?
- არ ვიცი, აქ რას ლაპარაკობენ, მე იმას გეტყვით, რომ ჩემმა ბიჭებმა ძალიან თავდადებულად ითამაშეს და შედეგსაც ბრძოლით მიაღწიეს.
- "ზესტაფონი” ხვალაც იმავე სტილში ითამაშებს?
- შევეცდებით ისევ ჩვენს სტილში ვითამაშოთ.
- სტრატეგიაში მცირე ცვლილებები, ალბათ, მაინც მოხდება...
- ზოგჯერ ცვლილებებიც საჭიროა, ვნახოთ. "დაჩია” სამბურთიანი ჩამორჩენის სათავისოდ შეტრიალებას შეეცდება და დარწმუნებული ვარ, მძიმე თამაში გველის, მაგრამ შევეცდებით სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
- პირველი თამაშის შემდეგ თუ არის თქვენს გუნდში დანაკლისი?
- ტრავმების გამო, გუნდს შოთა ბაბუნაშვილი და ალექსი ბენაშვილი ვერ დაეხმარებიან.
- დვალმა იმიტომ ხომ არ ითამაშა განსაკუთრებულად და გაიტანა ორი გოლი, რომ "დაჩიას” მოთამაშე იყო და ახლა მეტი მოტივაცია ჰქონდა?
- ესეც შესაძლებელია.
- ვიცით, რომ თქვენც ფეხბურთელი იყავით, დობროვოლსკის წინააღმდეგ ადრეც ხომ არ გითამაშიათ?
- იგორ დობროვოლსკი უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, მე მაგ დონეზე არ მითამაშია, რომ მას დავპირისპირებოდი.
- ხვალ რა შედეგი გაწყობთ?
- შემდეგ ეტაპზე გასვლა.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (132)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)