ირტიში 0-2 მეტალურგი

საქართველო 22-ივლ, 12:189 Sportnews 2195


გუშინდელი დღის წარმატებას საფუძველი რუსთავის "მეტალურგმა" ჩაუყარა. ქართველმა ფეხბურთელმა "ირტიში" სტუმრად 2-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაფზე გავიდა.

პირველი შეხვედრაში "მეტალურგი" სახლში "ირტიშს" დაუზავდა , ამიტომ იქმნებოდა საშიშროება , რომ რუსთაველები მეორე საკვალიპიკაციო ეტაფის ბარიერს ვერ გადალახავდნენ , მაგრამ ქართველამ ფეხბურთელებმა სტუმრად დამაჯერებლად ითამაშეს და მესამე საკვალიპიკაციო ეტაფზე გავიდნენ.

ქართველებმა შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე გახსნენ , გოლი ქობალიამ გაიტანა და "მეტალურგი" 1-0 დაწინაურდა. ზახებმა პირველივე ტაიმში სცადეს გათანაბრება, მაგრამ ბედიაშვილის უშეცდომო თამაშმა მათ მიზნის მიღწევის საშუალება არ მისცა.
ქართველთა უპირატესობით წარმართული მე-2 ნახევრის დასაწყისში, ირაკლი მაისურაძის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე თამაში ყველას ირაკლი მოდებაძემ დაასწრო, რომელმაც “მეტალურგს” ძალიან დიდი უპირატესობა მოუტანა.

ირტიში (ყახაზეთი) – მეტალურგი (საქართველო) 0:2

ირტიში: ცირინი, ჩერნიშოვი (მიხაილიუკი, 46), კუჩმა (ნიკოლიჩი, 62), კულიბალი, მალცევი (ტლეშევი, 60), ივანოვი, ზარეჩნი (კ), ბალაჟიჩი, დასკალოვი, სერგიენკო, გოვედარიცა.

მეტალურგი: ბედიაშვილი, კვახაძე (კ), მახვილაძე, ორბელაძე, ჯაფარიძე, მიქაბერიძე (ტყემალაძე, 79), მაისურაძე, გეწაძე (ტატანაშვილი, 64), რაზმაძე, მოდებაძე, ქობალია (ქავთარაძე, 75).

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე.

გოლი: 0:1 ქობალია (23), 0:2 მოდებაძე (57).

გაფრთხილება: მოდებაძე (58).

დარტყმა: 10 (6)-14 (9); კუთხური: 3-2; ჯარიმა: 18-13.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 22 ივლისი 2011 12:40
საღოლ მეტალურგს , შემდეგი რენია , ფრანგულ ფეხბურთსაც უნდა ვებრძოლოთ , მთავარი ბრძოლაა და შედეგიც მოვა , წელს ერთი ქართული გუნდი მაინც უნდა ვიხილოთ , როგორც მინიმუმ ფლეიოფში , აი ზესტაფნმა კიდევ შტურმს თუ მოუგო მერე , რომც ცააგოს ევროპის ლიგაზეა , მიდით ჩვენ თქვენს გვერდით ვართ , გაახარეთ ქართველი გულშემატკივარი.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (166)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი